სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სააკაშვილს მიმართვები და ხალხთან კომუნიკაცია არ აკლია... სასამართლოზე ემოციები შესაძლოა მისი მდგომარეობის გართულების წინაპირობა გახდეს" - ვოლსკი
"სააკაშვილს მიმართვები და ხალხთან კომუნიკაცია არ აკლია... სასამართლოზე ემოციები შესაძლოა მისი მდგომარეობის გართულების წინაპირობა გახდეს" - ვოლსკი

სა­სა­მარ­თლო­ზე დას­წრე­ბა და თან­მხლე­ბი ემო­ცი­ე­ბი შე­საძ­ლოა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დეს, სწო­რედ მისი ცუ­დად გახ­დო­მა, მდგო­მა­რე­ო­ბის და­ძაბ­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს რო­გორც დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დგო­მი რე­სურ­სი, როცა ამის ანა­ლიზს აკე­თებ, სჯობს დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ტარ­დეს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე - სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და მისი ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვილს თუ რა­ი­მეს თქმა სურ­და, ამის გა­კე­თე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი ჩარ­თვი­თაც შე­ეძ­ლო.

ამას­თან ვოლ­სკი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცია და მი­მარ­თვე­ბი ისე­დაც არ აკ­ლია.

"არ­სე­ბობს ორი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ბოლო დროს მო­ვის­მი­ნეთ. რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი უწყე­ბა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, ორი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია და­სა­ცა­ვი - უსაფრ­თხო­ე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა, რო­მე­ლიც რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი გვარ­წმუ­ნე­ბენ, საკ­მა­ოდ შერ­ყე­უ­ლია და შიდა ორ­გა­ნო­ე­ბის ტკი­ვი­ლი აწუ­ხებს. მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლო­ზე დას­წრე­ბა და თან­მხლე­ბი ემო­ცი­ე­ბი შე­საძ­ლოა გარ­თუ­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დეს, მაგ­რამ არის მე­ო­რე მხა­რე, რომ სწო­რედ მისი ცუ­დად გახ­დო­მა, მდგო­მა­რე­ო­ბის და­ძაბ­ვა, დამ­ძი­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს რო­გორც დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დგო­მი რე­სურ­სი და როცა ამის ანა­ლიზს აკე­თებ, სჯობს დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ტარ­დეს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა.

ორი ვა­რი­ან­ტია, ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნი ცუ­დად არის და მერე ამ­ბო­ბენ, რომ ძალა უნდა მო­იკ­რი­ბოს და გა­მო­ცხად­დეს სა­სა­მარ­თლო­ში, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ოპო­ნენ­ტე­ბის, ან მის ნა­წი­ლის ინ­ტე­რეს­ში სწო­რედ მისი ცუ­დად ყოფ­ნა შე­დი­ო­დეს. როცა ასე­თი გეგ­მა არ­სე­ბობს, დის­ტან­ცი­უ­რი ჩარ­თვა იყო კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც სის­ტე­მამ მას შეს­თა­ვა­ზა. რა­ტომ თქვა უარი, გა­უ­გე­ბა­რია. შე­ეძ­ლო დის­ტან­ცი­უ­რა­დაც გა­ე­კე­თე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბა და სა­ერ­თოდ მი­მარ­თვე­ბი და ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცია მას არ აკ­ლია. გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ მის­მა გა­და­ად­გი­ლე­ბამ, ცუ­დად გახ­დო­მამ, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი უნდა გა­ნა­პი­რო­ბოს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან შე­ჯა­ხე­ბა რე­ა­ლურ კონ­ტუ­რებს იძენს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ის პო­ზი­ცია, რაც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გა­აჩ­ნია, უფრო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არსენა.
0

რას ამბობ აბა 6 წელი მე უნდა ვიჯდე ციხეში.

ნიცა
0

შენ არ დახვდი ახალ წელს ცოცხალი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სააკაშვილს მიმართვები და ხალხთან კომუნიკაცია არ აკლია... სასამართლოზე ემოციები შესაძლოა მისი მდგომარეობის გართულების წინაპირობა გახდეს" - ვოლსკი

"სააკაშვილს მიმართვები და ხალხთან კომუნიკაცია არ აკლია... სასამართლოზე ემოციები შესაძლოა მისი მდგომარეობის გართულების წინაპირობა გახდეს" - ვოლსკი

სასამართლოზე დასწრება და თანმხლები ემოციები შესაძლოა, სააკაშვილის მდგომარეობის გართულების წინაპირობა გახდეს, სწორედ მისი ცუდად გახდომა, მდგომარეობის დაძაბვა შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დესტაბილიზაციის შემდგომი რესურსი, როცა ამის ანალიზს აკეთებ, სჯობს დისტანციურად ჩატარდეს სასამართლო სხდომა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სააკაშვილის სასამართლო პროცესს და მისი ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილს თუ რაიმეს თქმა სურდა, ამის გაკეთება დისტანციური ჩართვითაც შეეძლო.

ამასთან ვოლსკი აღნიშნავს, რომ მას ხალხთან კომუნიკაცია და მიმართვები ისედაც არ აკლია.

"არსებობს ორი პოზიცია, რომელიც ბოლო დროს მოვისმინეთ. როგორც პენიტენციური უწყება და იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, ორი მთავარი პრინციპია დასაცავი - უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რომელიც როგორც სააკაშვილის ადვოკატები გვარწმუნებენ, საკმაოდ შერყეულია და შიდა ორგანოების ტკივილი აწუხებს. მისი გადაადგილება, სასამართლოზე დასწრება და თანმხლები ემოციები შესაძლოა გართულების წინაპირობა გახდეს, მაგრამ არის მეორე მხარე, რომ სწორედ მისი ცუდად გახდომა, მდგომარეობის დაძაბვა, დამძიმება შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დესტაბილიზაციის შემდგომი რესურსი და როცა ამის ანალიზს აკეთებ, სჯობს დისტანციურად ჩატარდეს სასამართლო სხდომა.

ორი ვარიანტია, ამბობენ, რომ ადამიანი ცუდად არის და მერე ამბობენ, რომ ძალა უნდა მოიკრიბოს და გამოცხადდეს სასამართლოში, გამორიცხული არ არის, რომ ოპონენტების, ან მის ნაწილის ინტერესში სწორედ მისი ცუდად ყოფნა შედიოდეს. როცა ასეთი გეგმა არსებობს, დისტანციური ჩართვა იყო კარგი გამოსავალი, რომელიც სისტემამ მას შესთავაზა. რატომ თქვა უარი, გაუგებარია. შეეძლო დისტანციურადაც გაეკეთებინა განცხადება და საერთოდ მიმართვები და ხალხთან კომუნიკაცია მას არ აკლია. გონივრული ეჭვი, რომ მისმა გადაადგილებამ, ცუდად გახდომამ, დაპირისპირებები უნდა განაპირობოს და სამართალდამცავებთან შეჯახება რეალურ კონტურებს იძენს, აქედან გამომდინარეობს ის პოზიცია, რაც იუსტიციის სამინისტროს გააჩნია, უფრო დასაბუთებულია, ვიდრე სააკაშვის ადვოკატების განცხადება", - განაცხადა ვოლსკიმ.