სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჯერ პირბადე გაიკეთე... ახლა უზრდელობ, პოლიციელი უზრდელობს" - თემურ კუპატაძე და ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
"ჯერ პირბადე გაიკეთე... ახლა უზრდელობ, პოლიციელი უზრდელობს" - თემურ კუპატაძე და ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ცოტა ხნის წინ, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის აქ­ცი­ა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, თე­მურ კუ­პა­ტა­ძე.

შე­ლა­პა­რა­კე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კუ­პა­ტა­ძეს "მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა აქვს."

"ვარ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და არა­თუ მი­ლი­ო­ნის ქო­ნე­ბა, 100 000 ლა­რის ქო­ნე­ბა­საც ვერ შე­ვი­ძენ, სესხსაც კი არა­ვინ მომ­ცემს ამ­დენს. ამი­ტომ, კუ­პა­ტა­ძემ მის კო­ლე­გებს, 1200 ლარი რომ აქვთ ხელ­ფა­სი და მერე აძ­ლევს უკა­ნო­ნო და­ვა­ლე­ბებს, აუხ­სნას, რო­გორ შეძ­ლო მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის შე­ძე­ნა, რო­მელ­ზეც შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა დგას. პა­სუ­ხი გას­ცეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, პლუს ამას, როცა ამ­ბობს, რომ თურ­მე ბიზ­ნე­სი არ აქვს და თურ­მე მისი ოჯა­ხის წევ­რებს ბიზ­ნე­სი არ აქვთ და ლა­მის ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და, მა­შინ აგ­ვიხ­სნას, მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის ქო­ნე­ბას რო­გორ აგ­რო­ვებს?!“ - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ კუ­პა­ტა­ძე ხა­ბე­იშ­ვილ­თან მი­ვი­და და უთხრა, რომ ის კა­მე­რებ­თან "კეკ­ლუ­ცობს"

"ეს არის კა­მე­რებ­თან კეკ­ლუ­ცი, შენ კეკ­ლუ­ცობ კა­მე­რებ­თან“, - ასე მი­მარ­თა ხა­ბე­იშ­ვილს კუ­პა­ტა­ძემ, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ, კო­რუ­პი­რე­ბუ­ლი უწო­და.

თე­მურ კუ­პა­ტა­ძე: "დო­კუ­მენ­ტუ­რად წარ­მო­ად­გი­ნეთ ჯერ მა­გის წარ­მო­მავ­ლო­ბა, ნა­ხეთ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, ყვე­ლა­ფე­რი არის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი."

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი: "თქვენ ხართ ბი­ძი­ნას და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კაცი."

თე­მურ კუ­პა­ტა­ძე: "ჯერ პირ­ბა­დე გა­ი­კე­თე. მე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვმუ­შა­ობ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. შენ ხარ ინ­ტრი­გა­ნი პრო­ვო­კა­ტო­რი ადა­მი­ა­ნი."

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი: "ახლა უზ­რდე­ლობ, პო­ლი­ცი­ე­ლი უზ­რდე­ლობს."

თე­მურ კუ­პა­ტა­ძე: "უზ­რდე­ლო­ბა არის შენი მო­გო­ნი­ლი."

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
10

ხაბეიშვილი პროვოკატორი, უზრდელი და ხულიგანია. მასთან არც არავინ უნდა შევიდეს პოლემიკაში. ასეთებს უნდა სახელმწიფოს მართვის სადავეები ჩაიგდონ ხელში. ან კიდევ მელია, კუპრავა , ჯაფარიძე , როგორ შეიძლება ასეთი გაუწონასწორებელი და უზნეო ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა?

სამართალი
20

ხაბეიშვილი და მელია არიან ხულიგნები.მაგათი ადგილი არის ციხეში და ხალხიც და ქვეყანაც დაისვენებს.რაღას ელოდებით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ჯერ პირბადე გაიკეთე... ახლა უზრდელობ, პოლიციელი უზრდელობს" - თემურ კუპატაძე და ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

"ჯერ პირბადე გაიკეთე... ახლა უზრდელობ, პოლიციელი უზრდელობს" - თემურ კუპატაძე და ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ცოტა ხნის წინ, იუსტიციის სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების აქციაზე დაპირისპირება იყო. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თემურ კუპატაძე.

შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ კუპატაძეს "მილიონობით ლარის ღირებულების ქონება აქვს."

"ვარ საკრებულოს წევრი და არათუ მილიონის ქონება, 100 000 ლარის ქონებასაც ვერ შევიძენ, სესხსაც კი არავინ მომცემს ამდენს. ამიტომ, კუპატაძემ მის კოლეგებს, 1200 ლარი რომ აქვთ ხელფასი და მერე აძლევს უკანონო დავალებებს, აუხსნას, როგორ შეძლო მილიონობით ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთის შეძენა, რომელზეც შენობა-ნაგებობა დგას. პასუხი გასცეს საზოგადოებას, პლუს ამას, როცა ამბობს, რომ თურმე ბიზნესი არ აქვს და თურმე მისი ოჯახის წევრებს ბიზნესი არ აქვთ და ლამის ცრემლები წამომივიდა, მაშინ აგვიხსნას, მილიონობით ლარის ქონებას როგორ აგროვებს?!“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

  • აღნიშნული განცხადების შემდეგ კუპატაძე ხაბეიშვილთან მივიდა და უთხრა, რომ ის კამერებთან "კეკლუცობს"

"ეს არის კამერებთან კეკლუცი, შენ კეკლუცობ კამერებთან“, - ასე მიმართა ხაბეიშვილს კუპატაძემ, რომელმაც თავის მხრივ, კორუპირებული უწოდა.

თემურ კუპატაძე: "დოკუმენტურად წარმოადგინეთ ჯერ მაგის წარმომავლობა, ნახეთ დეკლარაციაში, ყველაფერი არის დეკლარაციაში მითითებული."

ლევან ხაბეიშვილი: "თქვენ ხართ ბიძინას დაქირავებული კაცი."

თემურ კუპატაძე: "ჯერ პირბადე გაიკეთე. მე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შენ ხარ ინტრიგანი პროვოკატორი ადამიანი."

ლევან ხაბეიშვილი: "ახლა უზრდელობ, პოლიციელი უზრდელობს."

თემურ კუპატაძე: "უზრდელობა არის შენი მოგონილი."