იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
სამინისტროს შენობის წინ სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი და ბლოკირებული აქვთ შენობასთან მისასვლელი კიბე.
მოთავეები უნდა დააპატიმროს ხელისუფლებამ, თუნდაც 20-30 ადამიანი და მოახდინოს მათი სრული ინტერნირება! თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნდა გადადგნენ. თუ ეს ქუჩის მოძალადები დასავლეთთან შეთანხმებით დანიშნავენ არჩევნებს, უნდა გამოაცხადონ ბოიკოტი, ხოლო არჩევნების შემდეგ გაიმეორონ ზუსტად ის რასაც დღეს ტურა-მელები და მათი მიმდევრები სჩადიან!
თავისუფლება მიშას