სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში... ის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის" - თამარ გაბუნია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაზე
"მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში... ის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის" - თამარ გაბუნია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, გლ­და­ნის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი არ არის. ამის შე­სა­ხებ გა­ბუ­ნი­ამ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და რე­ა­ნი­მა­ცი­ე­ბის ბრი­გა­დაც მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია.

"მე გახ­ლდით გლ­და­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე ხნის წინ. ასე­ვე რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ შე­ა­მოწ­მა. რაც ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შე­მიძ­ლია გი­თხრათ არის ის, რომ გლ­და­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შექ­მნი­ლია ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რე­ა­ნი­მა­ცი­ე­ბის ბრი­გა­და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია. ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია ნიშ­ნავს მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში კარ­დი­ა­ლურ ფუნ­ქცი­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას, ასე­ვე გა­დას­ხმე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, თუკი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა. თუმ­ცა ეს კლი­ნი­კა არ არის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია, შე­საძ­ლე­ბე­ლია დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ კი­თხვა­ზე არ უპა­სუ­ხა და მე­დია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან გა­და­ა­მი­სა­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
0

და მაგის მართვას რათ უნდა მაღალიტექნოლოგიები....

ელენე
3

ყველა პატიმარზე ასე ზრუნავთ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში... ის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის" - თამარ გაბუნია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაზე

"მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში... ის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის" - თამარ გაბუნია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის. ამის შესახებ გაბუნიამ დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობაა და რეანიმაციების ბრიგადაც მობილიზებულია.

"მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ. ასევე რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ არის ის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე გადასხმების უზრუნველყოფას ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მინისტრის მოადგილემ კითხვაზე არ უპასუხა და მედია პენიტენციურ დაწესებულებასთან გადაამისამართა.