ავტორი:

ხმაური გლდანის ციხესთან - ნიკა გვარამიას, რომელიც სააკაშვილთან შესვლას ითხოვდა, დაწესებულების შესასვლელი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს (ვიდეო)

ხმაური გლდანის ციხესთან - ნიკა გვარამიას, რომელიც სააკაშვილთან შესვლას ითხოვდა, დაწესებულების შესასვლელი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს (ვიდეო)

გლდანის ციხესთან ხმაური იყო, სადაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სააკაშვილთან შესვლას ითხოვდა.

ადგილზე გვარამიასა და შსს-ს წარმომადგენელ თემურ კუპატაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კუპატაძემ გვარამიას ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდა და განუმარტა, რომ გზის სავალი ნაწილის და ციხის შესასვლელის ბლოკირებას ახდენდა.

მოგვიანებით ნიკა გვარამიას გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების შესასვლელი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ცნობისთვის, გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მიხეილ სააკაშვილი დღეს გადაიყვანეს.