სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კლინიკებში საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი... " - რას ამბობს თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე
"კლინიკებში საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი... " - რას ამბობს თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კებ­ში სა­წოლ­ფონ­დის დატ­ვირ­თვა იზ­რდე­ბა, გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მო­ბი­ლო­ბა კი 2%-ით გაზ­რდი­ლია. ამის შე­სა­ხებ მან უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"სა­წოლ­ფონ­დის დატ­ვირ­თვა იზ­რდე­ბა. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბოლო დღე­ებ­ში შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კვლა­ვაც მა­ღა­ლი რჩე­ბა. 9 ათა­სამ­დე სა­წო­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, მაგ­რამ უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია 6916 სა­წო­ლი. ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია 1678 და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში 355 პა­ცი­ენ­ტი წევს. გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 40% იყო ბო­ლოს და ახლა 35%-ზეა ჩა­მო­სუ­ლი. მო­ბი­ლო­ბის ზრდა არის 2%-იანი, რაც ხელს უწყობს ინ­ფექ­ცი­ის კი­დევ მე­ტად გავ­რცე­ლე­ბას. ამ­დე­ნად, აქ ჩვენ­თვის გა­მო­სა­ვა­ლია აქ­ტი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა. ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რაც საბ­ჭომ მი­ი­ღო პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­სა და მწვა­ნე საშვთან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­კვე­უ­ლად წა­ა­ხა­ლი­სებს პრო­ცესს,“- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­ღა­ლი მო­ბი­ლო­ბა აქ­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლოა. რო­გორც მან სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია და­სა­ცა­ვი.

"ინ­ფექ­ცი­ის შე­კა­ვე­ბის გზა ისევ და ისევ არის და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს. ამის აღ­სრუ­ლე­ბა არის დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის მა­ღალ ნიშ­ნულს თუ მი­ვაღ­წევთ, ეს შე­დეგს მოგ­ვცემს. გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­ღა­ლი მო­ბი­ლო­ბა აქ­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა, ესეც რა თქმა უნდა, ეპი­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას კვე­ბავს და ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლოა, ზო­მე­ბი არის და­სა­ცა­ვი. ჩვენ გა­ვი­ა­რეთ შე­ზღუდ­ვე­ბის ყვე­ლა ეტა­პი, ვნა­ხეთ, რო­გორ ტალ­ღი­სე­ბუ­რად ვი­თარ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ, ამ ეტაპ­ზე ისევ და ისევ ჩვენს ხელთ რჩე­ბა 3 ძი­რი­თა­დი წესი, რაც ვი­ცით: დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, ხე­ლის ჰი­გი­ე­ნა და პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა, ამას კი­დევ ემა­ტე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია. ამ კონ­კრე­ტუ­ლი მო­მენ­ტის­თვის მეტი რე­სურ­სი და მო­ლო­დი­ნი არ უნდა გვქონ­დეს იმის­თვის, რომ ხვალ­ვე ეპი­დე­მი­ი­ის გავ­რცე­ლე­ბა სა­ოც­რად შე­ჩერ­დეს. კვლავ რჩე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი, რაც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზაა“,-გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"კლინიკებში საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი... " - რას ამბობს თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"კლინიკებში საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი... " - რას ამბობს თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკებში საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი, მობილობა კი 2%-ით გაზრდილია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"საწოლფონდის დატვირთვა იზრდება. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში შემთხვევების რაოდენობა კვლავაც მაღალი რჩება. 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული, მაგრამ უკვე დაკავებულია 6916 საწოლი. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია 1678 და რეანიმაციაში 355 პაციენტი წევს. გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი, 40% იყო ბოლოს და ახლა 35%-ზეა ჩამოსული. მობილობის ზრდა არის 2%-იანი, რაც ხელს უწყობს ინფექციის კიდევ მეტად გავრცელებას. ამდენად, აქ ჩვენთვის გამოსავალია აქტიური ვაქცინაციის პროგრამა. ის გადაწყვეტილებები, რაც საბჭომ მიიღო პენსიონერების ვაქცინაციასა და მწვანე საშვთან დაკავშირებით, გარკვეულად წაახალისებს პროცესს,“- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გარკვეულწილად მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, რაც ძალიან საფრთხილოა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ამ მიმართულებით რეგულაციებია დასაცავი.

"ინფექციის შეკავების გზა ისევ და ისევ არის დაწესებული რეგულაციების დაცვა, რომელიც მოქმედებს. ამის აღსრულება არის დღეს მნიშვნელოვანი. პირბადის გამოყენების მაღალ ნიშნულს თუ მივაღწევთ, ეს შედეგს მოგვცემს. გარკვეულწილად მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, ესეც რა თქმა უნდა, ეპიდემიის მიმდინარეობას კვებავს და ძალიან საფრთხილოა, ზომები არის დასაცავი. ჩვენ გავიარეთ შეზღუდვების ყველა ეტაპი, ვნახეთ, როგორ ტალღისებურად ვითარდება ეს ყველაფერი. ამიტომ, ამ ეტაპზე ისევ და ისევ ჩვენს ხელთ რჩება 3 ძირითადი წესი, რაც ვიცით: დისტანციის დაცვა, ხელის ჰიგიენა და პირბადის გამოყენება, ამას კიდევ ემატება ვაქცინაცია. ამ კონკრეტული მომენტისთვის მეტი რესურსი და მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ ხვალვე ეპიდემიიის გავრცელება საოცრად შეჩერდეს. კვლავ რჩება ვაქცინაციის მექანიზმი, რაც სიკვდილიანობის შემცირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა“,-განაცხადა გაბუნიამ.