ავტორი:

"ეს არის როგორც ექიმის და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის პოზიცია" - რა რისკებზე საუბრობს ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

"ეს არის როგორც ექიმის და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის პოზიცია" - რა რისკებზე საუბრობს ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიმართავს და სთხოვს მას, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.

როგორც კულუმბეგოვი წერს, არცერთი დონის მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია შიმშილის შემდგომი რისკებისგან ადამიანის დაზღვევა.

"მოშიმშილე ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა! არცერთი დონის მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია შიმშილის შემდგომი რისკებისგან დააზღვიოს ადამიანი!

პოლიტიკურ დისკუსში არ შევდივარ, მოუხედავათ ჩემი დამოკიდებულებისა, ეს არის როგორც ექიმის და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის პოზიცია", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში შემოსვლის შემდეგ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი უკვე 38-ე დღეა შიმშილობს.