სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ თავში მიმდინარე პროცესებით, ფიზიკურად მიჭირდა და მიჭირს ხანდახან ადგომა და სიარული" - ჯანმრთელობის რა პრობლემებზე საუბრობს სოფო ბათილაშვილი
"ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ თავში მიმდინარე პროცესებით, ფიზიკურად მიჭირდა და მიჭირს ხანდახან ადგომა და სიარული" - ჯანმრთელობის რა პრობლემებზე საუბრობს სოფო ბათილაშვილი

მომ­ღე­რალ­მა სოფო ბა­თი­ლაშ­ვილ­მა თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა და თქვა, რომ "სი­გი­ჟემ­დე ცვა­ლე­ბა­დი" ხა­სი­ა­თი აქვს. მისი თქმით, სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის მი­უ­მარ­თავს და მათი დას­კვნე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი იყო.

"მაქვს ხოლ­მე ეგე­თი დი­ლე­ბი, რო­დე­საც მი­ჭირს დი­ლით ადრე ად­გო­მა. სი­გი­ჟემ­დე, რა­დი­კა­ლუ­რად ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს. ისე კი არა, რომ ოდ­ნავ კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ან ცუდ­ზე, რა­დი­კა­ლუ­რად კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ან რა­დი­კა­ლუ­რად ცუდ­ზე და იშ­ვი­ა­თად არის, რომ სა­დღაც შუ­ა­ში მივ­ბან­ცა­ლებ.

რა თქმა უნდა, ეს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მიშ­ლის ხელს. არის ხოლ­მე მო­მენ­ტე­ბი, როცა მი­წევს რა­ღა­ცე­ბის გა­და­დე­ბა, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია.

პა­სუ­ხე­ბი არის სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ნევ­რო­პა­თო­ლო­გის მხრი­დან, ფსი­ქო­ლო­გის მხრი­დან და ფსი­ქი­ატ­რის მხრი­დან. ზოგი ამ­ბობ­და, რომ მქონ­და მსუ­ბუ­ქი ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, ზოგი ამ­ბობ­და, რომ შფოთვი­თი დეპ­რე­სია. ახლა არ ვმკურ­ნა­ლობ, არც ფსი­ქო­ლოგ­თან დავ­დი­ვარ, არც ფსი­ქი­ატრთან, მაგ­რამ იმ ეტაპ­ზე ვარ, რომ მინ­და მი­ვი­დე და ახ­ლი­დან გა­ვი­გო, რა ხდე­ბა. იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­არ­ქვა სა­ხე­ლი იმას, რაც გჭირს", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

  • წამ­ყვა­ნის კი­თხვას, თუ რო­გო­რი გა­მოვ­ლე­ნა ჰქონ­და მდგო­მა­რე­ო­ბას, რის გა­მოც, სო­ფომ სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თა, მან ასე უპა­სუ­ხა:

"ძა­ლი­ან რთუ­ლი, უკვე რომ მივ­ხვდი, კონ­ტროლს აბ­სო­ლუ­ტუ­რად აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტე მე­პო­ვა ვი­ღაც, ვინც და­მეხ­მა­რე­ბო­და. ეს არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და მხო­ლოდ თავ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბით, სხე­ულ­შიც, ფი­ზი­კუ­რად მი­ჭირ­და და მი­ჭირს ხან­და­ხან ად­გო­მა და სი­ა­რუ­ლი, უე­ნერ­გი­ო­ბა. ზუს­ტად არ ვიცი ეს არის თუ არა ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, მაგ­რამ მე რო­გორც ვარ, ახა­სი­ა­თებს ბი­პო­ლა­რულ აშ­ლი­ლო­ბა­საც და მეც მაქვს ეს სიმპტო­მი, რომ რა­დი­კა­ლუ­რად ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ და იმ­დე­ნად აღ­მა­ტე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი მაქვს ხოლ­მე, რომ გგო­ნია, ცხრა მთას გა­დად­გამ. ის ერ­თიც ზღვარ­გა­და­სუ­ლია და მე­ო­რეც ზღვარ­გა­და­სუ­ლია (ცუდ და კარგ ხა­სი­ათ­ზე ყოფ­ნა).

დღე­ში გან­წყო­ბა სამ­ჯერ მა­ინც შემ­ცვლია რა­დი­კა­ლუ­რად. სა­დღაც 3-4 წე­ლია ასე გრძელ­დე­ბა", - ამ­ბობს სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აინშტაინი
1

სოფო, ფსიქოთერაპევტ გივი მაზმიშვილს შეეხმიანე აუცილებლად გიშველის, ექიმი 40 წლიანი გამოცდილებით, თავისი ენერგიებით უსწრაფესად გამოგიყვანს მაგ მდგომარეობიდან, გაესაუბრე.

Gava
4

მოკლედ, წავიკითხე კომენტარები და გავოცდი ხალხის უვიცობით, ზოგი ურჩევს დედაოდ წადიო, სოფელში გადასახლდიო, ან იმოგზაურეო, ზოგი ვიტამინები დალიეო.

 

ხალხი აზრზე არაა, რომ დეპრესიამ და ამ აშლილობამ შეიძლება ადამიანი თვითმკველობამდე მიიყვანოს, ასე რომ ნუ უგულებელყობთ მის ჩივილებს და კობს ურჩიოთ პროფესიონალთან მისვლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ თავში მიმდინარე პროცესებით, ფიზიკურად მიჭირდა და მიჭირს ხანდახან ადგომა და სიარული" - ჯანმრთელობის რა პრობლემებზე საუბრობს სოფო ბათილაშვილი

"ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ თავში მიმდინარე პროცესებით, ფიზიკურად მიჭირდა და მიჭირს ხანდახან ადგომა და სიარული" - ჯანმრთელობის რა პრობლემებზე საუბრობს სოფო ბათილაშვილი

მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი" ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ "სიგიჟემდე ცვალებადი" ხასიათი აქვს. მისი თქმით, სხვადასხვა სპეციალისტისთვის მიუმართავს და მათი დასკვნები სხვადასხვაგვარი იყო.

"მაქვს ხოლმე ეგეთი დილები, როდესაც მიჭირს დილით ადრე ადგომა. სიგიჟემდე, რადიკალურად ცვალებადი ხასიათი მაქვს. ისე კი არა, რომ ოდნავ კარგ ხასიათზე ვარ, ან ცუდზე, რადიკალურად კარგ ხასიათზე ვარ, ან რადიკალურად ცუდზე და იშვიათად არის, რომ სადღაც შუაში მივბანცალებ.

რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიურობაში მიშლის ხელს. არის ხოლმე მომენტები, როცა მიწევს რაღაცების გადადება, თუ შესაძლებელია.

პასუხები არის სხვადასხვანაირი ნევროპათოლოგის მხრიდან, ფსიქოლოგის მხრიდან და ფსიქიატრის მხრიდან. ზოგი ამბობდა, რომ მქონდა მსუბუქი ბიპოლარული აშლილობა, ზოგი ამბობდა, რომ შფოთვითი დეპრესია. ახლა არ ვმკურნალობ, არც ფსიქოლოგთან დავდივარ, არც ფსიქიატრთან, მაგრამ იმ ეტაპზე ვარ, რომ მინდა მივიდე და ახლიდან გავიგო, რა ხდება. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაარქვა სახელი იმას, რაც გჭირს", - ამბობს მომღერალი.

  • წამყვანის კითხვას, თუ როგორი გამოვლენა ჰქონდა მდგომარეობას, რის გამოც, სოფომ სპეციალისტს მიმართა, მან ასე უპასუხა:

"ძალიან რთული, უკვე რომ მივხვდი, კონტროლს აბსოლუტურად აღარ ექვემდებარებოდა, გადავწყვიტე მეპოვა ვიღაც, ვინც დამეხმარებოდა. ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ თავში მიმდინარე პროცესებით, სხეულშიც, ფიზიკურად მიჭირდა და მიჭირს ხანდახან ადგომა და სიარული, უენერგიობა. ზუსტად არ ვიცი ეს არის თუ არა ბიპოლარული აშლილობა, მაგრამ მე როგორც ვარ, ახასიათებს ბიპოლარულ აშლილობასაც და მეც მაქვს ეს სიმპტომი, რომ რადიკალურად ისეთი ბედნიერი ვარ და იმდენად აღმატებული შეგრძნებები მაქვს ხოლმე, რომ გგონია, ცხრა მთას გადადგამ. ის ერთიც ზღვარგადასულია და მეორეც ზღვარგადასულია (ცუდ და კარგ ხასიათზე ყოფნა).

დღეში განწყობა სამჯერ მაინც შემცვლია რადიკალურად. სადღაც 3-4 წელია ასე გრძელდება", - ამბობს სოფო ბათილაშვილი.