ავტორი:

"ნაცმოძრაობის" ულტიმატუმი ხელისუფლებას - "სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიან ვადას გაძლევთ"

"ნაცმოძრაობის" ულტიმატუმი ხელისუფლებას - "სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიან ვადას გაძლევთ"

ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებაში ვინმეს საღი აზრი აქვს შერჩენილი, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

"ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ. 24 საათი აქვს ბიძინა ივანიშვილს დრო იმისთვის, რომ თუ რაიმე საღი აზრის მარცვალი აქვს ხელისუფლებაში ვინმეს შერჩენილი, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“,- განაცხადა ნიკა მელიამ.