სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აქციის ორგანიზატორები განიხილავენ ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციას, ასევე სახელმწიფო უწყებების ბლოკირებას" - საგანგებო ბრიფინგი სუს-ში
"აქციის ორგანიზატორები განიხილავენ ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციას, ასევე სახელმწიფო უწყებების ბლოკირებას" - საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ი­დან ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, კერ­ძოდ - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბას და პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბის გა­და­კეტ­ვას გეგ­მა­ვენ.

ამის შე­სა­ხებ სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ცალ­კე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის გა­და­ბი­რე­ბი­სა და ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც.

„მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ნო­ემ­ბრი­დან, ცალ­კე­ულ პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს ქ. რუს­თა­ვის #12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან გან­ზრა­ხუ­ლი აქვს პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, სა­დაც და­გეგ­მი­ლია პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩაყ­ვა­ნაც. გარ­და ამი­სა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­გეგ­მი­ლია ქ. თბი­ლის­შიც. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გეგ­მა­ვენ სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, კერ­ძოდ - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბას და პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბის გა­და­კეტ­ვას, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მუ­შაო რე­ჟი­მის ხელ­შეშ­ლის მიზ­ნით.

სი­ტუ­ა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და სხვა­დას­ხვა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აქ­ცი­ა­ში და­გეგ­მი­ლია ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩარ­თვა. ასე­ვე, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ცალ­კე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის გა­და­ბი­რე­ბი­სა და ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბა, იგეგ­მე­ბა მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ, რო­მე­ლიც პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მის სა­ნა­ხა­ვად შე­სულ პირ­თა მეშ­ვე­ო­ბით, აძ­ლევს დი­რექ­ტი­ვებს სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მი­ი­ღებს ზო­მებს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და აღ­კვე­თი­სათ­ვის, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი კი კა­ნო­ნის წი­ნა­შე უმ­კაც­რე­სად აგე­ბენ პა­სუხს“, - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 103 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Xcv
0

ვაი თქვენს პატრონს და მომავალს ჩვენ რომ თქვენს იმედად ასეთ დღეში ვართ

ეჰჰ...
11

კოჰაბიტაციის მოსავალს ვიმკით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"აქციის ორგანიზატორები განიხილავენ ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციას, ასევე სახელმწიფო უწყებების ბლოკირებას" - საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

"აქციის ორგანიზატორები განიხილავენ ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციას, ასევე სახელმწიფო უწყებების ბლოკირებას" - საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას გეგმავენ.

ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

„მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ქ. რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანაც. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქ. თბილისშიც. ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.

სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს“, - განაცხადეს უწყებაში.