სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ფაიზერი“ აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის სამკურნალო მათი პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს
"ფაიზერი“ აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის სამკურნალო მათი პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს

ამე­რი­კუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია "ფა­ი­ზე­რი“ აცხა­დებს, რომ მისი შექ­მნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი აბე­ბი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს თით­ქმის 90%-ით ამ­ცი­რებს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ფა­ი­ზერ­მა“ 775 ზრდას­რულ ადა­მი­ან­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კვლე­ვის თა­ნახ­მად, იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ის პრე­პა­რატს სხვა ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ­თან ერ­თად კო­ვიდ 19-ის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­დან მცი­რე დრო­ის შემ­დეგ ღე­ბუ­ლობ­დნენ, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ან სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთი თვის შემ­დეგ 89%-ით შემ­ცირ­და იმ პი­რებ­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლებ­საც პლა­ცე­ბოს აძ­ლევ­დნენ.

კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ, ვირუ­სის მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის ფორ­მით და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, რო­გო­რი­ცაა სიმ­სუქ­ნე, დი­ა­ბე­ტი ან გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მა­ღალ რისკ-ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ.

მათი მკურ­ნა­ლო­ბა პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­დან 3-5 დღე­ში და­ი­წყეს და 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­აგ­რძე­ლეს. იმ პა­ცი­ენ­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც ადრე მი­ი­ღეს პრე­პა­რა­ტი, აჩ­ვე­ნეს ოდ­ნავ უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი, რაც ხაზს უს­ვამს სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

"ფა­ი­ზერ­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნია მი­მარ­თავს აშშ-ის სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებს, მისი აბის გა­მო­ყე­ნე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გას­ცენ. დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრე­პა­რა­ტი Paxlovid-ის და­სა­ხე­ლე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
12

ველოდებით ფხაკაძის რეკლამებს. :) თფუი თქვენ, კოვიდ-მაფიოზებო! რა თქმა უნდა, ყველაფერი მხოლოდ ,,ფაიზერის'' ვარგა, სხვა დანარჩენი უვარგისია, არა, ნაძირალებო?!

sdf
7

მეც ვაცხადებ, რომ ჩემი ფეხსაცმელი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ფაიზერი“ აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის სამკურნალო მათი პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს

"ფაიზერი“ აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის სამკურნალო მათი პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "ფაიზერი“ აცხადებს, რომ მისი შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო ექსპერიმენტული ანტივირუსული აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს.

მედიის ინფორმაციით, "ფაიზერმა“ 775 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, იმ პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად კოვიდ 19-ის სიმპტომების გამოვლენიდან მცირე დროის შემდეგ ღებულობდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც პლაცებოს აძლევდნენ.

კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ, ვირუსის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი ან გულის დაავადება ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.

მათი მკურნალობა პირველადი სიმპტომების გამოვლენიდან 3-5 დღეში დაიწყეს და 5 დღის განმავლობაში გააგრძელეს. იმ პაციენტებმა, რომლებმაც ადრე მიიღეს პრეპარატი, აჩვენეს ოდნავ უკეთესი შედეგები, რაც ხაზს უსვამს სწრაფი ტესტირებისა და მკურნალობის აუცილებლობას.

"ფაიზერში“ აცხადებენ, რომ კომპანია მიმართავს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას და საერთაშორისო მარეგულირებელ ორგანოებს, მისი აბის გამოყენების ავტორიზაცია რაც შეიძლება მალე გასცენ. დამტკიცების შემთხვევაში პრეპარატი Paxlovid-ის დასახელებით გაიყიდება.