სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ ეს ბიჭის საქმე არ არის, მაგრამ ადამიანები ვითარდებიან" - გაიცნაით 25 წლის ბიჭი, რომელიც სახლში იების 500 ჯიშს ახარებს
"ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ ეს ბიჭის საქმე არ არის, მაგრამ ადამიანები ვითარდებიან" - გაიცნაით 25 წლის ბიჭი, რომელიც სახლში იების 500 ჯიშს ახარებს

ბექა ბო­კუ­ჩა­ვა 25 წლი­საა, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი, ამას­თან, ფლო­რის­ტია და იე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი. ამ­ბობს, როცა მცე­ნა­რე­ე­ბის სფე­რო­ში რა­ღაც ეტაპს და­ას­რუ­ლებს, მა­გის­ტრა­ტუ­რის კურსს ფი­ლო­სო­ფი­ის კუ­თხით აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს... იე­ბით სტუ­დენ­ტო­ბი­სას და­ინ­ტე­რეს­და, თუმ­ცა მისი ზო­გა­დად მცე­ნა­რე­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა მშობ­ლი­ურ აბა­შას უკავ­შირ­დე­ბა. სა­მეგ­რე­ლო ხომ ის მხა­რეა, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ბუ­ნე­ბას პა­ტივს სცე­მენ და მწვა­ნე გა­რე­მოს შექ­მნის გა­მორ­ჩე­უ­ლი კულ­ტუ­რაც აქვთ.

"ჩვენს ოჯახ­ში მუდ­მი­ვად უამ­რა­ვი მცე­ნა­რე ხა­რობ­და, მათი მოვ­ლის საქ­მე­ში მეც ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვერ ვამ­რავ­ლებ­დი, ია იყო, თუმ­ცა ბა­ბუა ყი­დუ­ლობ­და ამ მცე­ნა­რეს და უვ­ლი­და. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით იის არა­ერ­თი იშ­ვი­ა­თი ჯიში მი­ნა­ხავს... ბე­ბი­ის მე­ზო­ბელ აზას­თან ხუთი ფე­რის ია ხა­რობ­და და ჩემს ყუ­რა­დღე­ბას ესეც იქ­ცევ­და..."

- ე.ი. ეს ინ­ტე­რე­სი და­სავ­ლეთ­ში და სა­კუ­თარ ოჯახ­ში გა­გიჩ­ნდათ...

- კი... ხან დედა ყი­დუ­ლობ­და ამა თუ იმ ყვა­ვილს, ხან - მე, მაგ­რამ მა­შინ თუ ათა­სო­ბით ჯი­შის ია არ­სე­ბობ­და, არ ვი­ცო­დი. ახლა ჩემს მიერ თი­თო­ე­უ­ლი სა­ხე­ლით და გვა­რი­თაა შეს­წავ­ლი­ლი. მოკ­ლედ, იმის გამო, რომ იებ­თან მე­გობ­რო­ბა ვე­რაფ­რით ავა­წყვე, მერე მეყ­ვა­ვი­ლე­თა გვერ­დზე სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით დავ­წე­რე, - იას სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ჩუ­ქებ-მეთ­ქი. იმის გამო, რომ იქ ერ­თა­დერ­თი ბიჭი ვი­ყა­ვი, ერ­თმა გო­გო­ნამ მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ია მა­ჩუ­ქა. შემ­დეგ იე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც გა­ვი­ცა­ნი, მათ­გან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, რო­მელ­თა მად­ლი­ე­რი ვარ და იე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სიც მე­ტად გა­ი­ზარ­და.

- მცე­ნა­რე­ებ­მა ბავ­შვო­ბი­დან­ვე ასე რა­ტომ მი­გი­ზი­დათ?

- სა­სი­ა­მოვ­ნოა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - შვი­ლე­ბი­ვით, მე­გობ­რე­ბი­ვით არი­ან, რომ­ლებ­საც დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. ამას­თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა, რად­გა­ნაც ისი­ნი არ ლა­პა­რა­კო­ბენ და არ შე­უძ­ლი­ათ იმის თქმა - შიათ თუ სწყუ­რი­ათ, რაზე წუ­ხან, როცა რა­ღაც ისე ვერ არის, უბ­რა­ლოდ ჩუ­მად ჩა­მო­წე­ვენ ფოთ­ლებს და ეს არის. თუ ფოთ­ლე­ბი და­ხა­რეს, ეს უკვე სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა... მათ­ზე ზრუნ­ვა და ფიქ­რი კი ერ­თგვა­რად არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­დან გაქ­ცე­ვა, გუ­ლის გა­და­ყო­ლე­ბა, რა­ღაც სხვა სამ­ყა­რო­ში გა­დას­ვლაა.

- ბევ­რი მემ­ცე­ნა­რე ამ­ბობს, რომ იას მაგ­ნი­ტუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა აქვს...

- ვინც იას იჩუ­ქებს, თუ იყი­დის და მას­თან მე­გობ­რო­ბას და­ი­წყებს, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი - სჭირ­დე­ბა გა­ნა­თე­ბუ­ლი ად­გი­ლი, თუ ასე­თი ად­გი­ლი არ აქვს, მა­შინ სჯობს, ამ მცე­ნა­რეს შე­ეშ­ვას. თუ სახ­ლში ჩრდი­ლო­ე­თის ფან­ჯა­რა არ­სე­ბობს, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია, რა­ღაც დო­ნე­ზე იე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ვი­წყოთ, თუ ეს არაა, მა­შინ კარ­გი ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა და თა­რო­ე­ბია სა­ჭი­რო. მათი სხვა­გან გან­თავ­სე­ბა არ გა­მო­ვა. გა­ნა­თე­ბა ისე­თი უნდა იყოს, სა­დაც მწვე­ლი მზე და ორ­პი­რი არ იქ­ნე­ბა, რად­განც იე­ბის­თვის ორი­ვე დამ­ღუპ­ვე­ლია. მაგ­რამ ისიც არის, რაც არ უნდა სა­სუ­ქი ვას­ხათ, გა­ნა­თე­ბის გა­რე­შე ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ყვა­ვი­ლო­ბენ. თუ ია ჯან­მრთე­ლი არ არის, მით უმე­ტეს, სა­კო­ლექ­ციო, მარ­ტი­ვად ავად­დე­ბა.

- ალ­ბათ ტემ­პე­რა­ტუ­რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხომ?

- თუ ზამ­თარ-ზა­ფხულ +20-25 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, ეს არის სა­უ­კე­თე­სო, რად­გან ისი­ნი სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ყვა­ვი­ლო­ბენ. მთა­ვა­რია, ტემ­პე­რა­ტუ­რა +18-ზე ქვე­მოთ არ ჩა­მო­ვი­დეს, რად­გა­ნაც +16 გრა­დუ­სი იის­თვის უკვე კრი­ტი­კუ­ლია.

- კო­ლექ­ცი­ა­ში რამ­დე­ნი ია გაქვთ?

- სხვა­დას­ხვა დროს 1000-ზე მეტი ჯიში მქო­ნია. უად­გი­ლო­ბის გამო კი იქამ­დე მივ­დი­ვარ, რომ რაც ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­შია, ჯან­მრთე­ლი და მოვ­ლი­ლია, იმას ვი­ტო­ვებ. უფრო ლა­მა­ზი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი იე­ბია. კარგ ჯი­შებს ბუ­ნებ­რი­ვად უხ­ვად ყვა­ვი­ლო­ბა ახა­სი­ა­თებთ და სა­ო­ცარ სი­ლა­მა­ზეს ქმნი­ან. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ დიდი ზო­მის იები მოს­წონთ. ამ­ჟა­მად სახ­ლში 500 ჯი­შის იას ვუვ­ლი. ყო­ველ წელს კი მი­ნი­მუმ 2000-ს მოვ­ლა მა­ინც მი­წევს.

- მორ­წყვის პრო­ცეს­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 სა­ათს ხარ­ჯავთ, ხომ?

- კი, მაგ­რამ ყო­ველ­დღე არ სჭირ­დე­ბა. მორ­წყვი­დან მორ­წყვამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ნი­ა­და­გი მშრა­ლი იყოს. ჩემი მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი იები პა­ტა­რა-პა­ტა­რა ჭი­ქებ­ში ხა­რობს, რო­მელ­თაც მი­ლიგ­რა­მო­ბით ვრწყავ - ზოგს 10, ზოგს 15, ზოგს კი 20 მი­ლიგ­რა­მი უნდა. ისე, ეს პრო­ცე­სი მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ცოდ­ნას, ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს და ბევ­რი დე­ტა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა სა­ჭი­რო.

- ზო­გი­ერთს ალ­ბათ უკ­ვირს, რო­დე­საც იგებს, რომ იებს ბიჭი უვ­ლის. თუმ­ცა ბევ­რი ქალი ვიცი, ვინც მცე­ნა­რეს სა­ერ­თოდ არ ეკა­რე­ბა, რად­გან ეს სამ­ყა­რო მათ არ იზი­დავთ...

- ბავ­შვო­ბი­დან სულ მეს­მო­და, რომ ეს ბი­ჭის საქ­მე არ არის, ეს სტე­რე­ო­ტი­პი დღემ­დე არ­სე­ბობს. ამის გამო პა­ტა­რა­ო­ბა­ში და­ცინ­ვის ობი­ექ­ტიც ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბი­ან, წინ მივ­დი­ვართ და ასე­თი რა­მეს ახლა ნაკ­ლე­ბად ვა­წყდე­ბი...

მთა­ვა­რია, ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებ­დეს, უყ­ვარ­დეს თა­ვის საქ­მე, გინდ ბიჭი იყოს და გინდ - გოგო, ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! იე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბი ცო­ტა­ნი არი­ან, უფრო ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ჭარ­ბო­ბენ, თუმ­ცა კაქ­ტუ­სებს, სუ­კუ­ლენ­ტებს მე­ტად ბი­ჭე­ბი აგ­რო­ვე­ბენ. ისე, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, - 5 იის მოვ­ლა მა­ინც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი კი დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაილი ჯორბენაძე
0

ყველას საქმეა მცენარეების მოვლა ყოჩაღ ბექა-გაიხარე

ნათია
0

იის ყვავილობის ხანგრძლივობა რამდენია. მადლობა წინასწარ .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ ეს ბიჭის საქმე არ არის, მაგრამ ადამიანები ვითარდებიან" - გაიცნაით 25 წლის ბიჭი, რომელიც სახლში იების 500 ჯიშს ახარებს

"ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ ეს ბიჭის საქმე არ არის, მაგრამ ადამიანები ვითარდებიან" - გაიცნაით 25 წლის ბიჭი, რომელიც სახლში იების 500 ჯიშს ახარებს

ბექა ბოკუჩავა 25 წლისაა, დამთავრებული აქვს ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ამასთან, ფლორისტია და იების კოლექციონერი. ამბობს, როცა მცენარეების სფეროში რაღაც ეტაპს დაასრულებს, მაგისტრატურის კურსს ფილოსოფიის კუთხით აუცილებლად გააგრძელებს... იებით სტუდენტობისას დაინტერესდა, თუმცა მისი ზოგადად მცენარეებით დაინტერესება მშობლიურ აბაშას უკავშირდება. სამეგრელო ხომ ის მხარეა, სადაც ადამიანები ბუნებას პატივს სცემენ და მწვანე გარემოს შექმნის გამორჩეული კულტურაც აქვთ.

"ჩვენს ოჯახში მუდმივად უამრავი მცენარე ხარობდა, მათი მოვლის საქმეში მეც ჩართული ვიყავი. ერთადერთი, რასაც ვერ ვამრავლებდი, ია იყო, თუმცა ბაბუა ყიდულობდა ამ მცენარეს და უვლიდა. მისი დამსახურებით იის არაერთი იშვიათი ჯიში მინახავს... ბებიის მეზობელ აზასთან ხუთი ფერის ია ხარობდა და ჩემს ყურადღებას ესეც იქცევდა..."

- ე.ი. ეს ინტერესი დასავლეთში და საკუთარ ოჯახში გაგიჩნდათ...

- კი... ხან დედა ყიდულობდა ამა თუ იმ ყვავილს, ხან - მე, მაგრამ მაშინ თუ ათასობით ჯიშის ია არსებობდა, არ ვიცოდი. ახლა ჩემს მიერ თითოეული სახელით და გვარითაა შესწავლილი. მოკლედ, იმის გამო, რომ იებთან მეგობრობა ვერაფრით ავაწყვე, მერე მეყვავილეთა გვერდზე სრულიად შემთხვევით დავწერე, - იას სიამოვნებით ვიჩუქებ-მეთქი. იმის გამო, რომ იქ ერთადერთი ბიჭი ვიყავი, ერთმა გოგონამ მინიატიურული ია მაჩუქა. შემდეგ იების კოლექციონერი ქალბატონებიც გავიცანი, მათგან საჭირო ინფორმაცია მივიღე, რომელთა მადლიერი ვარ და იების მიმართ ინტერესიც მეტად გაიზარდა.

- მცენარეებმა ბავშვობიდანვე ასე რატომ მიგიზიდათ?

- სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა - შვილებივით, მეგობრებივით არიან, რომლებსაც დიდი ყურადღება სჭირდებათ. ამასთან, ეს ყველაფერი პასუხისმგებლობაცაა, რადგანაც ისინი არ ლაპარაკობენ და არ შეუძლიათ იმის თქმა - შიათ თუ სწყურიათ, რაზე წუხან, როცა რაღაც ისე ვერ არის, უბრალოდ ჩუმად ჩამოწევენ ფოთლებს და ეს არის. თუ ფოთლები დახარეს, ეს უკვე საგანგაშო სიტუაციაა... მათზე ზრუნვა და ფიქრი კი ერთგვარად არსებული სიტუაციიდან, ყოველდღიურობიდან გაქცევა, გულის გადაყოლება, რაღაც სხვა სამყაროში გადასვლაა.

- ბევრი მემცენარე ამბობს, რომ იას მაგნიტური მიზიდულობა აქვს...

- ვინც იას იჩუქებს, თუ იყიდის და მასთან მეგობრობას დაიწყებს, ყველას ვეუბნები - სჭირდება განათებული ადგილი, თუ ასეთი ადგილი არ აქვს, მაშინ სჯობს, ამ მცენარეს შეეშვას. თუ სახლში ჩრდილოეთის ფანჯარა არსებობს, მაშინ შეგვიძლია, რაღაც დონეზე იების შეგროვება დავიწყოთ, თუ ეს არაა, მაშინ კარგი ხელოვნური განათება და თაროებია საჭირო. მათი სხვაგან განთავსება არ გამოვა. განათება ისეთი უნდა იყოს, სადაც მწველი მზე და ორპირი არ იქნება, რადგანც იებისთვის ორივე დამღუპველია. მაგრამ ისიც არის, რაც არ უნდა სასუქი ვასხათ, განათების გარეშე ფაქტობრივად, ვერ ყვავილობენ. თუ ია ჯანმრთელი არ არის, მით უმეტეს, საკოლექციო, მარტივად ავადდება.

- ალბათ ტემპერატურაც მნიშვნელოვანია, ხომ?

- თუ ზამთარ-ზაფხულ +20-25 გრადუსი იქნება, ეს არის საუკეთესო, რადგან ისინი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად ყვავილობენ. მთავარია, ტემპერატურა +18-ზე ქვემოთ არ ჩამოვიდეს, რადგანაც +16 გრადუსი იისთვის უკვე კრიტიკულია.

- კოლექციაში რამდენი ია გაქვთ?

- სხვადასხვა დროს 1000-ზე მეტი ჯიში მქონია. უადგილობის გამო კი იქამდე მივდივარ, რომ რაც ჩემს გემოვნებაშია, ჯანმრთელი და მოვლილია, იმას ვიტოვებ. უფრო ლამაზი მინიატიურული იებია. კარგ ჯიშებს ბუნებრივად უხვად ყვავილობა ახასიათებთ და საოცარ სილამაზეს ქმნიან. თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ დიდი ზომის იები მოსწონთ. ამჟამად სახლში 500 ჯიშის იას ვუვლი. ყოველ წელს კი მინიმუმ 2000-ს მოვლა მაინც მიწევს.

- მორწყვის პროცესზე დაახლოებით 4-5 საათს ხარჯავთ, ხომ?

- კი, მაგრამ ყოველდღე არ სჭირდება. მორწყვიდან მორწყვამდე აუცილებელია, ნიადაგი მშრალი იყოს. ჩემი მინიატურული იები პატარა-პატარა ჭიქებში ხარობს, რომელთაც მილიგრამობით ვრწყავ - ზოგს 10, ზოგს 15, ზოგს კი 20 მილიგრამი უნდა. ისე, ეს პროცესი მაინც ინდივიდუალურია. მოკლედ, ყველაფერი ცოდნას, ენერგიას მოითხოვს და ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო.

- ზოგიერთს ალბათ უკვირს, როდესაც იგებს, რომ იებს ბიჭი უვლის. თუმცა ბევრი ქალი ვიცი, ვინც მცენარეს საერთოდ არ ეკარება, რადგან ეს სამყარო მათ არ იზიდავთ...

- ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ ეს ბიჭის საქმე არ არის, ეს სტერეოტიპი დღემდე არსებობს. ამის გამო პატარაობაში დაცინვის ობიექტიც ვყოფილვარ, მაგრამ საბედნიეროდ ადამიანები ვითარდებიან, წინ მივდივართ და ასეთი რამეს ახლა ნაკლებად ვაწყდები...

მთავარია, ადამიანს აინტერესებდეს, უყვარდეს თავის საქმე, გინდ ბიჭი იყოს და გინდ - გოგო, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! იებით დაინტერესებული ბიჭები ცოტანი არიან, უფრო ქალბატონები ჭარბობენ, თუმცა კაქტუსებს, სუკულენტებს მეტად ბიჭები აგროვებენ. ისე, ვისაც სურვილი აქვს, - 5 იის მოვლა მაინც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ყველაფერი კი დიდი პასუხისმგებლობაა.