ავტორი:

"მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ ლიმონათი უყვარს... მის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე არ ემუქრება" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილის შიმშილობაზე

"მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ ლიმონათი უყვარს... მის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე არ ემუქრება" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილის შიმშილობაზე

"ეს საკითხი არ არის საერთოდ საინტერესო, ერთ-ერთი პატიმარი შიმშილობს - სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი უწყებებისთვის, რომელიც სხვებზე ბევრად მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდებული,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა „იმიტირებულ შიმშილობაზე" და აღნიშნა, რომ „უხარიათ, რომ მის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე არ ემუქრება".

"თუ ერთი თვეა ადამიანი შიმშილობს, ეს არის მისი უფლება, ჩვენ არაფერ შუაში ვართ ამასთან. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი დავიცვათ და იყოს შეთავაზებული შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

მე გავაკეთე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შიმშილობა სინამდვილეში არის იმიტირებული. იუსტიციის სამინისტრომაც მიაწოდა ამაზე ინფორმაცია საზოგადოებას თავის დროზე, ცნობილია ისიც, რომ კონკრეტული სამედიცინო პროცედურები ჩატარდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ ლიმონათი უყვარს. ჩვენ გვიხარია, რომ მის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე არ ემუქრება. ეს საკითხი არ არის საერთოდ საინტერესო, ერთ- ერთი პატიმარი შიმშილობს. ერთ -ერთი პატიმარი არის სააკაშვილი, რომელიც სხვებზე ბევრად მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდებული, შესაბამისად, ის არის ერთ- ერთი პატიმარი შესაბამისი უწყებებისთვის და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვით მოეპყრას ასეთ პატიმარს," - განაცხადა კობახიძემ.