ავტორი:

აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5-11 წლის ბავშვებს აცრის პროგრამას იწყებს

აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5-11 წლის ბავშვებს აცრის პროგრამას იწყებს

აშშ იწყებს 5-11 წლის აცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

Reuters-ის ინფორმაციით, შტატებში, საჭირო მილიონობით დოზის სადისტრიბუციო ცენტრებში მიტანის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. როგორც გამოცემასთან თეთრი სახლის კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების კოორდინატორმა ჯეფ ზიენტსმა განაცხადა, ფედერალურმა მთავრობამ ამ ასაკის ყველა ბავშვისთვის, 28 მილიონი ბავშვისთვის, საკმარისი მარაგი შეიძინა.

"მზად ვართ, 5-11 წლის ბავშვებისთვის ჩვენი ვაქცინაციის პროგრამა 8 ნოემბრის კვირიდან დავიწყოთ,“- აღნიშნა ზიენტსმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენების ავტორიზაცია რამდენიმე დღის წინ გასცა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ჩინეთში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაიწყებენ 3 წლის ასაკიდან ბავშვების იმუნიზაციას.