ავტორი:

თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - რატომ მოკლეს უცხო ქვეყნის მოქალაქე ახვლედიანის ქუჩაზე?

თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - რატომ მოკლეს უცხო ქვეყნის მოქალაქე  ახვლედიანის ქუჩაზე?

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, დღეს მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი მადონა გაჩეჩილაძე ჟურნალისტებს უყვება, გარდაცვლილი უცხოელი მოქალაქე, 38 წლამდე ასაკის ქალი, საქართველოში 2 კვირის ჩამოსული იყო.

მისი თქმით, მოკლული ქალი ტაილანდის მოქალაქე იყო.

"თავიდან მოვიდნენ სამნი და წავიდნენ, შემდეგ ერთი დაბრუნდა. როგორც ვიცით, რაღაც მომსახურებაზე უთხრეს უარი და მერე დაბრუნდა ცივი იარაღით.

ქალი ორი კვირის წინ ტურისტულად ჩამოვიდა და აპირებდა ემუშავა მასაჟისტად“, - განაცხადა მადონა გაჩეჩილაძემ.

როგორც ცნობილი ხდება მოკლული ტრანგენდერი ქალია.

"ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.