ავტორი:

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები  დაუპირისპირდნენ მოქალაქეს, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი წარწერით - “მიხეილ სააკაშვილმა მაწამა"

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები  დაუპირისპირდნენ მოქალაქეს, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი წარწერით - “მიხეილ სააკაშვილმა მაწამა"

პარლამენტის წინ, ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული შეკრების დაწყებამდე, აქციის მონაწილეები ერთ-ერთ მოქალაქეს დაუპირისპირდნენ, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის ბანერი წარწერით - “მიხეილ სააკაშვილმა მაწამა". მას ბანერი წაართვეს და დაუხიეს.

როგორც მოქალაქე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მას "რუსეთის სპეცსამსახურების აგენტობა დააბრალეს, დააპატიმრეს და ციხეში აწამეს“.

სამართალდამცველებმა მოქალაქე საპროტესტო აქციის ტერიტორიას განარიდეს.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებას გეგმავენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას სამოქმედო გეგმას პარლამენტის შენობის წინ შეკრებისას გააცნობენ.