ავტორი:

"ვეთანხმები პრემიერს, მაგრამ იგივე პრინციპი მაშინაც მოქმედებს, როცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში ათასობით ადამიანი გყავს"- იაგო ხვიჩია

"ვეთანხმები პრემიერს, მაგრამ იგივე პრინციპი მაშინაც მოქმედებს, როცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში ათასობით ადამიანი გყავს"- იაგო ხვიჩია

გაგიკვირდებათ და, პრემიერს ვეთანხმები - ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ დაიცავს, მაგრამ იგივე პრინციპი მაშინაც მოქმედებს, როცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში ათასობით ადამიანი გყავს და ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას არ ესმის, რომ ადამიანს ეკუთვნის მისი სხეული, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, - ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, კრიტიკის საგანი შეიძლება იყოს კონტექსტი, რაზეც საუბარი მიდის და პრემიერი იმის გამო გააკრიტიკო, რომ მან მოშიმშილე პატიმარს დასცინა.

"როგორ შეიძლება ადამიანს თვითმკვლელობის უფლება არ ჰქონდეს?! თუ კაცი თავს იკლავს, როგორ შეიძლება რაიმე უფრო მძიმე მოიფიქრო, რითაც მას შეაშინებ და ამას აუკრძალავ. აქ პრობლემაა აროგანტულობა, როგორც ამ პოლიტიკურ პროცესს პრემიერ-მინისტრი უყურებს. სიტყვათა ერთობლიობა, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, შეიძლება ვიღაცას სისულელედ ეჩვენება, მაგრამ სიტყვათა ეს ერთობლიობა სისულელე არ არის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „კანონში წერია, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“.