ავტორი:

დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად ახალი საბავშვო სერია „მერი პოპინსი“

დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად ახალი საბავშვო სერია „მერი პოპინსი“

გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და „დიოგენეს“ თანამშრომლობით პატარა ქართველ მკითხველს სიახლე ელოდება. წიგნების სერია „მერი პოპინსი“ ქართულად გამომცემლობა „დიოგენემ“ თარგმნა. პირველი და მეორე ტომების თარგმანი ლელა დუმბაძეს, ხოლო მომდევნო სამი წიგნისა - ია კოროშინაძეს ეკუთვნის.

სერიის პირველი წიგნის შეძენა დღეიდან, ჟურნალ „გზასთან“ ერთად ორ კვირაში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

მსოფლიო საბავშვო კლასიკის გმირი - მერი პოპინსი, ჩვეული სიხალისით შესძენს ჯადოსნურ ელფერს მშობლებისა და პატარების ცხოვრებას. ამბები, რომლებიც ამ წიგნებში ხდება, დიდებს ბავშვობის ტკბილ მოგონებებში დააბრუნებს, პატარებს კი უჩვეულო და მოულოდნელი თავგადასავლების კარს გაუხსნის.

წიგნის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების ჯიხურებში და საიტზე.