სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რასაც ხვალ აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება "ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე"- ნიკა მელია
"რასაც ხვალ აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება "ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე"- ნიკა მელია

"რა­საც ხვალ, 27 ოქ­ტომ­ბერს აკე­თე­ბენ, კი­დევ ერთი ლურ­სმა­ნი იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ კუ­ბო­ზე," - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მე­ლი­ას თქმით, 30 ოქ­ტომ­ბერს, მთე­ლი თბი­ლი­სი, დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად უნდა მი­ვი­დეთ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან.

„გუ­შინ, რაც ვი­ხი­ლეთ ჩვენ რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ, მე და არამ­ხო­ლოდ მე, 90-იანი წლე­ბის თბი­ლი­სი გა­მახ­სე­ნა ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლას, ვი­საც ჰქონ­და შე­საძ­ლებlობა ეხი­ლა ეს კად­რე­ბი იფიქ­რა, ეს ის სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მე­ლიც მე აღარ მინ­და, ეს ის სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც დაბ­რუ­ნე­ბა აღარ მინ­და. 30 ოქ­ტომ­ბერს, მთე­ლი თბი­ლი­სი, დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად უნდა მი­ვი­დეთ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან. ჩემი აზ­რით, რა­საც ხვალ, 27 ოქ­ტომ­ბერს აკე­თე­ბენ, კი­დევ ერთი ლურ­სმა­ნი იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ კუ­ბო­ზე.

არა­ფე­რი არ იმა­ლე­ბა ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ძალ­და­ტა­ნე­ბით ექა­ჩე­ბი­ან ბუ­ღალ­ტრებს, კან­ცე­ლა­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, დამ­ლა­გებ­ლებს, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, უნ­დათ თუ არ უნ­დათ, მიჰ­ყავთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ცი­ა­ზე. ეს ფილ­მი ნა­ნა­ხი გვაქვს, რო­დე­საც შენს მიერ აქ­ცი­ა­ზე ძალ­და­ტა­ნე­ბით მიყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი თვა­ლე­ბით გე­უბ­ნე­ბა, კი ბა­ტო­ნო, ძა­ლით გა­მო­მიყ­ვა­ნეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში არ­ჩევ­ნე­ბია და იქ გაგ­ცემ სა­კად­რის პა­სუხს, ეს მოხ­დე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რიც 30 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ უნდა დას­რულ­დეს. “,- აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
1

ამბობ, რომ თბილისში არჩევნებს მოვიგებო.წაგების შემთხვევაში გამოაცხადებ, რომ არჩევნები გააყალბესო.ეს პრინციპი გაქვთ ნაცებს!

ტრისტან დ'აკუნია
1

ცოტაც ხუჭუჭ და ნახავ ის შენს მიერ ნახსენები კუბო ვის ზომაზეა დამზადებული და ვის მიართმევენ 30-ში საღამოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"რასაც ხვალ აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება "ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე"- ნიკა მელია

"რასაც ხვალ აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება "ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე"- ნიკა მელია

"რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე," - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მელიას თქმით, 30 ოქტომბერს, მთელი თბილისი, დიდიან-პატარიანად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან.

„გუშინ, რაც ვიხილეთ ჩვენ რუსთავის ციხესთან, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ, მე და არამხოლოდ მე, 90-იანი წლების თბილისი გამახსენა ბევრი თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც ჰქონდა შესაძლებlობა ეხილა ეს კადრები იფიქრა, ეს ის საქართველოა, რომელიც მე აღარ მინდა, ეს ის საქართველოა, სადაც დაბრუნება აღარ მინდა. 30 ოქტომბერს, მთელი თბილისი, დიდიან-პატარიანად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან. ჩემი აზრით, რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე.

არაფერი არ იმალება ამ პატარა ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, საჯარო მოხელეებს, უნდათ თუ არ უნდათ, მიჰყავთ ეს ადამიანები აქციაზე. ეს ფილმი ნანახი გვაქვს, როდესაც შენს მიერ აქციაზე ძალდატანებით მიყვანილი ადამიანი თვალებით გეუბნება, კი ბატონო, ძალით გამომიყვანეთ თავისუფლების მოედანზე, მაგრამ რამდენიმე დღეში არჩევნებია და იქ გაგცემ საკადრის პასუხს, ეს მოხდება, ეს ყველაფერიც 30 ოქტომბრის შემდეგ უნდა დასრულდეს. “,- აღნიშნა მელიამ.