სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მინდა, მოგიწოდო, გულში ატარო ჯვარი, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან" - ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილს
"მინდა, მოგიწოდო, გულში ატარო ჯვარი, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან" - ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილს

"მინ­და გამ­ძლე­ო­ბა გთხო­ვო და მო­გი­წო­დო, გულ­ში ატა­რო ის ჯვა­რი, რო­მე­ლიც შენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ძა­ლი­ან მალე და­გიხ­სნით რუ­სე­ბის ტყვე­ო­ბის­გან", - ასე მი­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა რუს­თავ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, სა­დაც მისი მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია იმარ­თე­ბა.

მან სა­პა­ტიმ­რო­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ამ­ხნე­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის ძლი­ე­რი, გა­უ­ტე­ხე­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც უყ­ვარს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ღმერ­თი და ყვე­ლა რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რი.

"მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუ­ნა გა­მარ­ჯვე­ბის 5 - ჯვრი­ა­ნი დრო­შა, ჩვენს დრო­შა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია 5 ჯვა­რი, ჩვენს გერბზე გა­მო­სა­ხუ­ლია წმინ­და გი­ორ­გი. მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო ფიცი დადო გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლავ­ზე. რუ­სუ­ლი "ოც­ნე­ბა“ არ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მისი ხის ჯვა­რი, რომ­ლე­საც მკერ­დი ატა­რებ­და, სა­პა­ტიმ­რო­შიც ჰქონ­დეს. აი, ამ მიშა სა­ა­კაშ­ვილს აბ­რა­ლებს რუ­სუ­ლი "ოც­ნე­ბა“, თურ­მე ეკ­ლე­სი­ას, რწმე­ნას ებ­რძვის, არა­და მი­თხა­რით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში კი­დევ ერთი ეპო­ქა, როცა იმა­ზე მეტი ტა­ძა­რი აშენ­და, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში, ან იმა­ზე მე­ტის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი აღ­დგა და ჩა­უ­ტარ­და რეს­ტავ­რა­ცია, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში.

მი­თხა­რით კი­დევ ერთი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი, როცა სა­პატ­რი­არ­ქოს რე­ი­ტინ­გი იყო 99% , მი­თხა­რით კი­დევ ერთი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი, როცა კი­დევ უფრო მე­ტად და­ფა­სე­ბუ­ლი იყო ეკ­ლე­სია და მო­ძღვა­რი. სწო­რედ იქ ურტყა­მენ რუ­სე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არის ძლი­ე­რი, გა­უ­ტე­ხე­ლი, მას უყ­ვარს მისი ხალ­ხი, ღმერ­თი და მას უყ­ვარს ყვე­ლა რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რი, ის პა­ტივს სცემს ყვე­ლას და მას ნამ­დვი­ლად უყ­ვარს მისი ეკ­ლე­სია. ჩემო მიშა, მინ­და აქე­დან გა­გამ­ხნე­ვო, რო­გორც შენ, ის­ვე­ვე მეც და ჩვე­ნი მი­ლი­ო­ნო­ბით თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე ატა­რებს ჯვარს მკერ­დით, ხის, უბ­რა­ლო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძვირ­ფას ჯვარს, მინ­და გამ­ძლე­ო­ბა გთხო­ვო და მო­გი­წო­დო, რომ გულ­ში ატა­რო ის ჯვა­რი, რო­მე­ლიც შენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ძა­ლი­ან მალე და­გიხ­სნით რუ­სე­ბის ტყვე­ო­ბის­გან“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

ეტყობა ბლის ხეზეა ასული

მიშას ფანი
0

არდაბლოკოთ!!!!სექტა გააქტიურდა, ტროლ-ბოტების შემოსევაა, რასაც წერთ აზრს ატანთ ყოველივე ამას??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მინდა, მოგიწოდო, გულში ატარო ჯვარი, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან" - ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილს

"მინდა, მოგიწოდო, გულში ატარო ჯვარი, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან" - ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილს

"მინდა გამძლეობა გთხოვო და მოგიწოდო, გულში ატარო ის ჯვარი, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავში საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, სადაც მისი მხარდამჭერი აქცია იმართება.

მან საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გაამხნევა და აღნიშნა, რომ ის ძლიერი, გაუტეხელი ადამიანია, რომელსაც უყვარს ქართველი ხალხი, ღმერთი და ყველა რელიგიის მიმდევარი.

"მიშა სააკაშვილმა საქართველოს დაუბრუნა გამარჯვების 5 - ჯვრიანი დროშა, ჩვენს დროშაზე გამოსახულია 5 ჯვარი, ჩვენს გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი. მესამე პრეზიდენტმა მისი საპრეზიდენტო ფიცი დადო გელათის სამონასტრო კომპლექსში, დავით აღმაშენებლის საფლავზე. რუსული "ოცნება“ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი ხის ჯვარი, რომლესაც მკერდი ატარებდა, საპატიმროშიც ჰქონდეს. აი, ამ მიშა სააკაშვილს აბრალებს რუსული "ოცნება“, თურმე ეკლესიას, რწმენას ებრძვის, არადა მითხარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა, როცა იმაზე მეტი ტაძარი აშენდა, ვიდრე სააკაშვილის პირობებში, ან იმაზე მეტის სამონასტრო კომპლექსი აღდგა და ჩაუტარდა რესტავრაცია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში.

მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა საპატრიარქოს რეიტინგი იყო 99% , მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა კიდევ უფრო მეტად დაფასებული იყო ეკლესია და მოძღვარი. სწორედ იქ ურტყამენ რუსები, სადაც ყველაზე ძლიერია მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არის ძლიერი, გაუტეხელი, მას უყვარს მისი ხალხი, ღმერთი და მას უყვარს ყველა რელიგიის მიმდევარი, ის პატივს სცემს ყველას და მას ნამდვილად უყვარს მისი ეკლესია. ჩემო მიშა, მინდა აქედან გაგამხნევო, როგორც შენ, ისვევე მეც და ჩვენი მილიონობით თანამოქალაქე ატარებს ჯვარს მკერდით, ხის, უბრალო, მაგრამ ძალიან ძვირფას ჯვარს, მინდა გამძლეობა გთხოვო და მოგიწოდო, რომ გულში ატარო ის ჯვარი, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.