სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ალეკს და ჩემს ქმარს 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ ... ვიცნობ მის მეუღლეს ჰილარიას და მის ულამაზეს შვილებს" -  რას წერს ცისანა საყვარლიშვილი ბოლდუინის ტრაგედიაზე?
"ალეკს და ჩემს ქმარს 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ ... ვიცნობ მის მეუღლეს ჰილარიას და მის ულამაზეს შვილებს" -  რას წერს ცისანა საყვარლიშვილი ბოლდუინის ტრაგედიაზე?

მთე­ლი მსოფ­ლიო და­ამ­წუხ­რა, ნიუ-მექ­სი­კოს შტატ­ში ვეს­ტერ­ნის ჟან­რის ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას მომ­ხდარ­მა ამ­ბავ­მა. ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა ალეკ ბოლ­დუ­ინ­მა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ოპე­რა­ტო­რი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, ფილ­მის რე­ჟი­სო­რი კი და­იჭ­რა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ობ­მა გა­ის­რო­ლა პის­ტო­ლე­ტი­დან, რო­მე­ლიც ფუჭი ვაზ­ნე­ბით უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ტე­ნი­ლი. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბის შემ­დეგ, სრუ­ლი­ად მსოფ­ლიო უთა­ნაგ­რძნობ­და ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობს.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა და ალეკ ბოლ­დუ­ინ­თან შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ცის­ნა საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი:

"პირ­ვე­ლად ალე­კი 2017 წელს გა­ვი­ცა­ნი. ჩვენ­თან მო­ვი­და შო­ბის დღეს. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ჩემი თავი გა­აც­ნო, მან თქვა თა­ვი­სი სა­ხე­ლი - ალე­კი და გა­მი­ღი­მა. თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ­დი და ვფიქ­რობ­დი, ვახ, სა­ი­დან ვიც­ნობ ამ კაცს, ღმერ­თო ჩემო, რა ნაც­ნო­ბი სახე აქვს, სად მყავს ნა­ნა­ხი? არა­ვის არ უთ­ქვამს ჩემ­თვის, რომ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი მო­ვი­დო­და ჩვენ­თან.

სა­ნამ ალე­კი ჩემს ძვირფსს დე­დამ­თილს ტკბი­ლად ესა­უბ­რე­ბო­და და ჩემს მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­შო­ბაო ორ­ცხო­ბი­ლას აგე­მოვ­ნებ­და, ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­თხრა ვინც იყო და კი­ნა­ღამ გა­და­ვი­რიე სი­ხა­რუ­ლის­გან. ვგიჟ­დე­ბი ფილმზე #WorkingGirl და ალე­კი ისე­თი სიმ­პა­ტი­უ­რია ამ ფილმში. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ყვე­ლა ფილ­მი მიყ­ვარს. თუ გახ­სოვთ, #GogaTV-ის გვერ­დი­დან ჩა­გერ­თეთ ლა­ივ­ში მაგ დღეს და შობა მო­გი­ლო­ცეთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ჰემპტო­ნე­ბი­დან.

ასე და­ი­წყო ჩემი და ალე­კის მე­გობ­რო­ბა. ვი­ყა­ვი მისი #Podcast-ების ჩა­წე­რა­ზე ნიუ-იორკში, #hamptonfilmfestival-ის ყვე­ლა სა­ღა­მო­ზე, აქ­ტი­უ­რად ვა­ზი­ა­რებ­დი სი­ახ­ლე­ებს მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მას და ჩემს ქმარს 30 წლის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ.

მე და ალეკს კი 4 წლის. მისი დიდი მად­ლი­ე­რი ვარ. ალეკ­მა და­წე­რა ულა­მა­ზე­სი წე­რი­ლი ჩემ­ზე და სა­ე­მიგ­რა­ცი­ოს გა­უგ­ზავ­ნა. მახ­სოვს “გრინ კარ­ტის” გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, როცა სა­ე­მიგ­რა­ციო ოფი­ცე­რი ალე­კის წე­რილს კი­თხუ­ლობ­და, სახე სი­ხა­რუ­ლით ევ­სე­ბო­და. ასე ვთქვათ, მის­მა წე­რილ­მა დიდი როლი ითა­მა­შა იმა­ში, რომ მე დღეს “გრინ კარ­ტა” მაქვს.

ამ ფაქ­ტის მერე უფრო მე­ტად ვა­ფა­სებ, ამ ძვირ­ფას ადა­მი­ანს. მერე ჯა­ჯომ ჩა­წე­რა გა­და­ცე­მის­თვის და მახ­სოვს რო­გორ გუ­ლის ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დე­ბო­დით ყვე­ლა­ნი მის მოს­ვლას. ვიც­ნობ მის მე­უღ­ლეს, ჰი­ლა­რი­ას, მის ულა­მა­ზეს შვი­ლებს და მინ­და მათ იცოდ­ნენ, რომ ჩვენ მათ გვერ­დით ვართ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. კი­დევ ბევ­რის და­წე­რა შე­მიძ­ლია ალეკ­ზე. ვინც არ იც­ნობს, ამ­ბობს რომ ბრა­ზი­ა­ნი კა­ცია, არა­და, ძა­ლი­ან თბი­ლი და კე­თი­ლი გული აქვს. ვგიჟ­დე­ბი ჩვენს მოკ­ლე სა­უბ­რებ­ზე დი­ლა­ო­ბით, როცა ”კოფი შოპ ჯე­კი­ში” ვხვდე­ბით. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მინ­და რომ გა­მაგრდეს და არ ინერ­ვი­უ­ლოს. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და და უზო­მოდ ვწუხ­ვარ. მას ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა და სიყ­ვა­რუ­ლი აქვს. ძვირ­ფა­სო ალეკ, მინ­და რომ კარ­გად იყო. გვიყ­ვარ­ხარ. სისი და სასი" - წერს საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xxx
1

სათაური მაინც დაწერეთ ხილმე შეცდომის გარეშე.

maia
1

ოპერატორზე უფრო ალეკი ეცოდებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ალეკს და ჩემს ქმარს 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ ... ვიცნობ მის მეუღლეს ჰილარიას და მის ულამაზეს შვილებს" -  რას წერს ცისანა საყვარლიშვილი ბოლდუინის ტრაგედიაზე?

"ალეკს და ჩემს ქმარს 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ ... ვიცნობ მის მეუღლეს ჰილარიას და მის ულამაზეს შვილებს" -  რას წერს ცისანა საყვარლიშვილი ბოლდუინის ტრაგედიაზე?

მთელი მსოფლიო დაამწუხრა, ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მომხდარმა ამბავმა. ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი. მედიაში გავრცელებული ამაღელვებელი ფოტოების შემდეგ, სრულიად მსოფლიო უთანაგრძნობდა ჰოლივუდის მსახიობს.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და ალეკ ბოლდუინთან შეხვედრას იხსენებს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ცისნა საყვარლიშვილი:

"პირველად ალეკი 2017 წელს გავიცანი. ჩვენთან მოვიდა შობის დღეს. ჩემმა მეუღლემ ჩემი თავი გააცნო, მან თქვა თავისი სახელი - ალეკი და გამიღიმა. თვალებში ვუყურებდი და ვფიქრობდი, ვახ, საიდან ვიცნობ ამ კაცს, ღმერთო ჩემო, რა ნაცნობი სახე აქვს, სად მყავს ნანახი? არავის არ უთქვამს ჩემთვის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მოვიდოდა ჩვენთან.

სანამ ალეკი ჩემს ძვირფსს დედამთილს ტკბილად ესაუბრებოდა და ჩემს მიერ მომზადებულ საშობაო ორცხობილას აგემოვნებდა, ჩემმა მეუღლემ მითხრა ვინც იყო და კინაღამ გადავირიე სიხარულისგან. ვგიჟდები ფილმზე #WorkingGirl და ალეკი ისეთი სიმპატიურია ამ ფილმში. მისი მონაწილეობით ყველა ფილმი მიყვარს. თუ გახსოვთ, #GogaTV-ის გვერდიდან ჩაგერთეთ ლაივში მაგ დღეს და შობა მოგილოცეთ სრულიად საქართველოს ჰემპტონებიდან.

ასე დაიწყო ჩემი და ალეკის მეგობრობა. ვიყავი მისი #Podcast-ების ჩაწერაზე ნიუ-იორკში, #hamptonfilmfestival-ის ყველა საღამოზე, აქტიურად ვაზიარებდი სიახლეებს მის საქმიანობაზე სოციალურ ქსელში. მას და ჩემს ქმარს 30 წლის მეგობრობა აკავშირებთ.

მე და ალეკს კი 4 წლის. მისი დიდი მადლიერი ვარ. ალეკმა დაწერა ულამაზესი წერილი ჩემზე და საემიგრაციოს გაუგზავნა. მახსოვს “გრინ კარტის” გასაუბრებაზე, როცა საემიგრაციო ოფიცერი ალეკის წერილს კითხულობდა, სახე სიხარულით ევსებოდა. ასე ვთქვათ, მისმა წერილმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე დღეს “გრინ კარტა” მაქვს.

ამ ფაქტის მერე უფრო მეტად ვაფასებ, ამ ძვირფას ადამიანს. მერე ჯაჯომ ჩაწერა გადაცემისთვის და მახსოვს როგორ გულის ფანცქალით ველოდებოდით ყველანი მის მოსვლას. ვიცნობ მის მეუღლეს, ჰილარიას, მის ულამაზეს შვილებს და მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ბევრის დაწერა შემიძლია ალეკზე. ვინც არ იცნობს, ამბობს რომ ბრაზიანი კაცია, არადა, ძალიან თბილი და კეთილი გული აქვს. ვგიჟდები ჩვენს მოკლე საუბრებზე დილაობით, როცა ”კოფი შოპ ჯეკიში” ვხვდებით. ძალიან მიყვარს და მინდა რომ გამაგრდეს და არ ინერვიულოს. საშინელი ტრაგედია მოხდა და უზომოდ ვწუხვარ. მას ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული აქვს. ძვირფასო ალეკ, მინდა რომ კარგად იყო. გვიყვარხარ. სისი და სასი" - წერს საყვარლიშვილი.