სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თურმე ვიღაცის მკვლელობის შეკვეთას მაბრალებენ..." - რას ამბობს "კანონიერი ქურდი" "ჭია", რომლის სახელიც შატალოვას მკვლელობის საქმეს დაუკავშირეს
"თურმე ვიღაცის მკვლელობის შეკვეთას მაბრალებენ..." - რას ამბობს "კანონიერი ქურდი" "ჭია", რომლის სახელიც შატალოვას მკვლელობის საქმეს დაუკავშირეს

ეს­პა­ნეთ­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ლაშა ბა­რა­თე­ლი, იგი­ვე "ჭია" "კუ­რი­ერ­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

ის ამ­ბობს, რომ ეს უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბაა და გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გაჟ­ღერ­და გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს­თან მისი სა­ხე­ლი.

"წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა­ზეა სა­უ­ბა­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რა­ღაც? 15 წე­ლია მე არ მი­ცხოვ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ 6 წლის წინ და­მა­კა­ვეს უცხო­ეთ­ში, შემ­დეგ მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ექ­სტრა­დი­რე­ბა და ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

რო­გორც ჩანს, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტა­ლა­ხის სრო­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ახლა თურ­მე ვი­ღა­ცის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თას მაბ­რა­ლე­ბენ და სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამას ის­მე­ნენ, ამა­ზე არ ფიქ­რო­ბენ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს?" - ამ­ბობს ბა­რა­თე­ლი "კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბის დამ­კვეთ­მა სწო­რედ "ჭიას" სთხო­ვა, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ეპო­ვა. ამის შემ­დეგ ლაშა ბა­რა­თე­ლი და­უ­კავ­შირ­და თბი­ლის­ში ერთ-ერთ პირს, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლი სის­რუ­ლე­ში უნდა მო­ეყ­ვა­ნა.

ლაშა ბა­რა­თე­ლი, იგი­ვე "ჭია“ უკვე წლე­ბია სა­ზღვარ­გა­რეთ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს, თუმ­ცა მე­დია მი­სით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რაც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა.

ლაშა ბა­რა­თე­ლის მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თურ­ქე­თია. მა­მა­კა­ცი გა­მო­ცე­მა "პრა­იმ კრა­ი­მის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" რე­ი­ტინ­გში, ათ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს" შო­რის ერთ-ერ­თია. ლაშა ბა­რა­თე­ლი, იგი­ვე "ჭია" 1989 წლის 11 ივ­ლისს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. ბა­რა­თელს ჯან­გვე­ლა­ძე-ონი­ა­ნის კლანს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ და 2014 წელს აკურ­თხეს ქურ­დად.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეზღაპრეების ქვეყანა
7

რაღაც აბდაუბდას იტყვიან და წავა ჭორაობა და ზღაპრების მოყოლა, თუ ყველა დეტალი იცით ის ვიღაც შემკვეთი რატო ვერ გაარკვიეთ აქამდე? 

ინკვიზიტორი
4

ტიპს თავისი "ბებიკოსთვინ" კასინკა წაურთმევია :DDDDDDDD ქურდია, სიმონ! რაღაცას იპარავს და თავისთვინ მალავს! :DDD

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თურმე ვიღაცის მკვლელობის შეკვეთას მაბრალებენ..." - რას ამბობს "კანონიერი ქურდი" "ჭია", რომლის სახელიც შატალოვას მკვლელობის საქმეს დაუკავშირეს

"თურმე ვიღაცის მკვლელობის შეკვეთას მაბრალებენ..." - რას ამბობს "კანონიერი ქურდი" "ჭია", რომლის სახელიც შატალოვას მკვლელობის საქმეს დაუკავშირეს

ესპანეთში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ის ამბობს, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა და გაუგებარია, რატომ გაჟღერდა გახმაურებულ საქმესთან მისი სახელი.

"წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც? 15 წელია მე არ მიცხოვრია საქართველოში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 6 წლის წინ დამაკავეს უცხოეთში, შემდეგ მოხდა საქართველოში ჩემი ექსტრადირება და ყველა ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

როგორც ჩანს, დღეს საქართველოში ტალახის სროლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ახლა თურმე ვიღაცის მკვლელობის შეკვეთას მაბრალებენ და საერთოდ არ აინტერესებთ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ამას ისმენენ, ამაზე არ ფიქრობენ. როგორ შეიძლება ეს?" - ამბობს ბარათელი "კურიერთან" საუბარში.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის დამკვეთმა სწორედ "ჭიას" სთხოვა, რომ ახალგაზრდა ქალის ლიკვიდაციისთვის შემსრულებელი ეპოვა. ამის შემდეგ ლაშა ბარათელი დაუკავშირდა თბილისში ერთ-ერთ პირს, რომელსაც დანაშაული სისრულეში უნდა მოეყვანა.

ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია“ უკვე წლებია საზღვარგარეთ "კანონიერი ქურდის" სტატუსით ცხოვრობს, თუმცა მედია მისით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში გამოჩნდა.

ლაშა ბარათელის მუდმივი საცხოვრებელი თურქეთია. მამაკაცი გამოცემა "პრაიმ კრაიმის" მიერ გამოქვეყნებულ "კანონიერი ქურდების" რეიტინგში, ათ ყველაზე რეიტინგულ "კანონიერი ქურდს" შორის ერთ-ერთია. ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ბარათელს ჯანგველაძე-ონიანის კლანს მიაკუთვნებენ და 2014 წელს აკურთხეს ქურდად.