სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მერი პოპინსი ბრუნდება!
მერი პოპინსი ბრუნდება!

ვის არ სმე­ნია მერი პო­პინ­სის შე­სა­ხებ? - ზღაპ­რუ­ლი ის­ტო­რია სა­ო­ცარ ძი­ძა­ზე, რო­მე­ლიც ცი­დან სა­ჩუ­ქა­რი­ვით ჩა­მოფ­რინ­და და აღ­საზ­რდე­ლი ბავ­შვე­ბი­სა და მათი მშობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბე­ბი და­ატ­რი­ა­ლა.

ეს ამ­ბა­ვი პა­მე­ლა ლინ­დონ ტრე­ვერ­სის კა­ლამს ეკუთ­ვნის. მწე­რალ­მა თა­ვი­სი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი სა­კუ­თარ პრიზ­მა­ში გა­ა­ტა­რა და უკი­დე­გა­ნო ფან­ტა­ზი­ის წყა­ლო­ბით შექ­მნა გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა დრო­ის მკი­თხვე­ლებს აყ­ვა­რე­ბენ თავს.

გმი­რე­ბი

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი პირ­ვე­ლი გვერ­დე­ბი­დან­ვე იპყრო­ბენ მკი­თხვე­ლის გულს.

  • მერი პო­პინ­სი - ძიძა, ახალ­გაზ­რდა ქალი, მკაც­რი და მომ­თხოვ­ნი, მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, კე­თი­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ჯა­დო­ქა­რი.
  • ჯე­ი­ნი - უფ­რო­სი ბავ­შვი ოჯახ­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, გულ­წრფე­ლი, კე­თი­ლი გო­გო­ნა.
  • მა­იკ­ლი - ჯე­ი­ნის ძმა, ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი.
  • ბარ­ბი და ჯონი - ტყუ­პე­ბი, ბენ­ქსის ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წევ­რე­ბი.
  • მის­ტერ და მი­სის ბენ­ქსე­ბი - კე­თი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მზრუნ­ვე­ლი მშობ­ლე­ბი.

პა­ტა­რა მკი­თხვე­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია მერი პო­პინ­სის მხი­ა­რუ­ლი ბიძა, რო­მე­ლიც სი­ცი­ლის დროს დაფ­რი­ნავს და ამ თავ­გა­და­სა­ვალ­ში სხვებ­საც იყო­ლი­ებს.

წიგნ­ში მრა­ვა­ლი პერ­სო­ნა­ჟია და ყვე­ლა მათ­განს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი გა­მო­არ­ჩევს.

რას გვას­წავ­ლის წიგ­ნი

ბავ­შვო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია, რო­მე­ლე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბე­ბის გა­რე­შე. წიგ­ნი გვას­წავ­ლის, რო­გორ ვი­ყოთ კე­თი­ლე­ბი და სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი, გვჯე­რო­დეს სას­წა­უ­ლე­ბის, რო­გორ მი­ვი­ღოთ მსუ­ბუ­ქად ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი და ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შევ­ძლოთ და­დე­ბი­თი მო­მენ­ტის პოვ­ნა და მას­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა.

„მერი პო­პინ­სი“ ქარ­თუ­ლად

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ისა“ და „დი­ო­გე­ნეს“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით პა­ტა­რა ქარ­თველ მკი­თხველს სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლე ელო­დე­ბა. წიგ­ნე­ბის სე­რია „მერი პო­პინ­სი“ ქარ­თუ­ლად გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნემ“ თარ­გმნა. პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტო­მე­ბის თარ­გმა­ნი ლელა დუმ­ბა­ძეს, ხოლო მომ­დევ­ნო სამი წიგ­ნი­სა - ია კო­რო­ში­ნა­ძეს ეკუთ­ვნის.

სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნა 28 ოქ­ტომ­ბრი­დან, ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად ორ კვი­რა­ში ერთხელ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მსოფ­ლიო სა­ბავ­შვო კლა­სი­კის გმი­რი - მერი პო­პინ­სი, ჩვე­უ­ლი სი­ხა­ლი­სით შეს­ძენს ჯა­დოს­ნურ ელ­ფერს მშობ­ლე­ბი­სა და პა­ტა­რე­ბის ცხოვ­რე­ბას. ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ წიგ­ნებ­ში ხდე­ბა, დი­დებს ბავ­შვო­ბის ტკბილ მო­გო­ნე­ბებ­ში და­აბ­რუ­ნებს, პა­ტა­რებს კი უჩ­ვე­უ­ლო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის კარს გა­უხ­სნის.

წიგ­ნი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად 28 ოქ­ტომ­ბრი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში და სა­იტ­ზე: www.palitral.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მერი პოპინსი ბრუნდება!

მერი პოპინსი ბრუნდება!

ვის არ სმენია მერი პოპინსის შესახებ? - ზღაპრული ისტორია საოცარ ძიძაზე, რომელიც ციდან საჩუქარივით ჩამოფრინდა და აღსაზრდელი ბავშვებისა და მათი მშობლების ცხოვრებაში ჯადოსნური ამბები დაატრიალა.

ეს ამბავი პამელა ლინდონ ტრევერსის კალამს ეკუთვნის. მწერალმა თავისი ბავშვობის მოგონებები საკუთარ პრიზმაში გაატარა და უკიდეგანო ფანტაზიის წყალობით შექმნა გმირები, რომლებიც ყველა დროის მკითხველებს აყვარებენ თავს.

გმირები

წიგნის მთავარი გმირები პირველი გვერდებიდანვე იპყრობენ მკითხველის გულს.

  • მერი პოპინსი - ძიძა, ახალგაზრდა ქალი, მკაცრი და მომთხოვნი, მაგრამ, ამასთანავე, კეთილი და სამართლიანი ჯადოქარი.
  • ჯეინი - უფროსი ბავშვი ოჯახში, პასუხისმგებლიანი, გულწრფელი, კეთილი გოგონა.
  • მაიკლი - ჯეინის ძმა, ცელქი და მოუსვენარი.
  • ბარბი და ჯონი - ტყუპები, ბენქსის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები.
  • მისტერ და მისის ბენქსები - კეთილი, მოსიყვარულე, მზრუნველი მშობლები.

პატარა მკითხველებისთვის განსაკუთრებული პერსონაჟია მერი პოპინსის მხიარული ბიძა, რომელიც სიცილის დროს დაფრინავს და ამ თავგადასავალში სხვებსაც იყოლიებს.

წიგნში მრავალი პერსონაჟია და ყველა მათგანს ინდივიდუალიზმი გამოარჩევს.

რას გვასწავლის წიგნი

ბავშვობა შესანიშნავი პერიოდია, რომელელიც წარმოუდგენელია ჯადოსნური ამბების გარეშე. წიგნი გვასწავლის, როგორ ვიყოთ კეთილები და სამართლიანები, გვჯეროდეს სასწაულების, როგორ მივიღოთ მსუბუქად ცხოვრებისეული სირთულეები და ნებისმიერ სიტუაციაში შევძლოთ დადებითი მომენტის პოვნა და მასზე ფოკუსირება.

„მერი პოპინსი“ ქართულად

გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და „დიოგენეს“ თანამშრომლობით პატარა ქართველ მკითხველს სასიხარულო სიახლე ელოდება. წიგნების სერია „მერი პოპინსი“ ქართულად გამომცემლობა „დიოგენემ“ თარგმნა. პირველი და მეორე ტომების თარგმანი ლელა დუმბაძეს, ხოლო მომდევნო სამი წიგნისა - ია კოროშინაძეს ეკუთვნის.

სერიის პირველი წიგნის შეძენა 28 ოქტომბრიდან, ჟურნალ „გზასთან“ ერთად ორ კვირაში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

მსოფლიო საბავშვო კლასიკის გმირი - მერი პოპინსი, ჩვეული სიხალისით შესძენს ჯადოსნურ ელფერს მშობლებისა და პატარების ცხოვრებას. ამბები, რომლებიც ამ წიგნებში ხდება, დიდებს ბავშვობის ტკბილ მოგონებებში დააბრუნებს, პატარებს კი უჩვეულო და მოულოდნელი თავგადასავლების კარს გაუხსნის.

წიგნი სპეციალურ ფასად 28 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში, პრესის გავრცელების ჯიხურებში და საიტზე: www.palitral.ge