სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სემეკის დავალებით „თელმიკოსა“ და „თელასის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკორექტირებულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა
სემეკის დავალებით „თელმიკოსა“ და „თელასის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკორექტირებულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) და­ვა­ლე­ბით შპს „თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ“ (თელ­მი­კო) და სს „თე­ლას­მა“ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­სა და ივ­ლის­ში მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე ზედ­მე­ტო­ბით და­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი და­ა­კო­რექ­ტი­რეს. კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ სე­მეკ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ჯამ­მა 1, 321, 551 ლარი შე­ად­გი­ნა.

შპს „თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის“ მიერ გა­და­მოწ­მდა 649 713 აბო­ნენტზე და­რი­ცხუ­ლი თან­ხა, აქე­დან 189 844 აბო­ნენტს შე­ე­ხო ტა­რი­ფის სა­ფე­ხუ­რის კო­რექ­ტი­რე­ბა. მათ შო­რის, 135 470 აბო­ნენტზე მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­რი­ცხვა და­კო­რექ­ტირ­და პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფის და­რი­ცხვით, 43 760 აბო­ნენტს მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფი და­უ­კო­რექ­ტირ­და მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფით, ხოლო 10 614 აბო­ნენტს მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფი და­უ­კო­რექ­ტირ­და პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფით. შპს „თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის“ მიერ და­კო­რექ­ტი­რე­ბულ­მა თან­ხამ 801 807 ლარი შე­ად­გი­ნა.

სს „თე­ლა­სის“ მიერ ტა­რი­ფის სა­ფე­ხუ­რი­სა და შე­სა­ბა­მი­სად და­რი­ცხვის კო­რექ­ტი­რე­ბა შე­ე­ხო 184 673 აბო­ნენტს, ხოლო და­კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი თან­ხის ჯამ­მა 519 744 ლარი შე­ად­გი­ნა. 165 169 აბო­ნენტს მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფი და­უ­კო­რექ­ტირ­და პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფით, 12 876 აბო­ნენტს მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფი და­უ­კო­რექ­ტირ­და მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფით, ხოლო 6628 აბო­ნენტს მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფი და­უ­კო­რექ­ტირ­და პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის ტა­რი­ფით.

„კომ­პა­ნი­ებ­მა შე­ას­რუ­ლეს სე­მე­კის და­ვა­ლე­ბა. გარ­და თან­ხე­ბის და­კო­რექ­ტი­რე­ბი­სა, „თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ქოლ ცენ­ტრი გახ­სნა, რო­მე­ლიც დღე­ი­სათ­ვის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს. სე­მე­კის მი­ზა­ნია, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ჩვენს მიერ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კომ­პა­ნი­ის ნე­ბის­მი­ერ გა­დაც­დო­მას კო­მი­სი­ის მხრი­დან ყო­ველ­თვის მოჰ­ყვე­ბა კა­ნონ­შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქ. თბი­ლის­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის აბო­ნენ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­სა და ივ­ლის­ში სის­ტე­მუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ზუს­ტი და­რი­ცხვე­ბის გამო სე­მეკ­მა შპს „თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია“ 75 000 ლა­რით, ხოლო სს „თე­ლა­სი“ - 50 000 ლა­რით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ და­ა­ჯა­რი­მა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­რი­ცხვე­ბის და­კო­რექ­ტი­რე­ბა და­ა­ვა­ლა.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბედნიერი ერი
0

რაო არჩევნების მერე გვიძვირებთ მე-147-ჯერ ტარიფებს???????

მოქალაქე
1

რა საჭირო იყო თელასის ასეთი დანაწევრება და მუქთამჭამლების (მოსახლეობის ხარჯზე) გამდიდრებისთვის ხელშეწყობა. დამატებით მათი ოფისები, ავეჯი, მანქანები და ყველა სიკეთე რომელსაც არ მიკლებენ ყველაფერი ხომ მოსახლეობის ტარიფში აისახება. რას ატყუებ ხალხს? ამ ეტაპზე რას ქვია ახალწლამდე? გაიძვერა შენ დაღუპავ ენერგეტიკას, რომელიც ისედაც სულს ღაფავს შენი არასწორი პოლიტიკით და ურთიერტგამომრიცხავი დადგენილება- გადაწყვეტილებით, რომლებმაც ენერგეტიკა ჩიხში შეიყვანა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სემეკის დავალებით „თელმიკოსა“ და „თელასის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკორექტირებულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა

სემეკის დავალებით „თელმიკოსა“ და „თელასის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკორექტირებულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დავალებით შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკო) და სს „თელასმა“ მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხები დააკორექტირეს. კომპანიების მიერ სემეკში წარმოდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხების ჯამმა 1, 321, 551 ლარი შეადგინა.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ გადამოწმდა 649 713 აბონენტზე დარიცხული თანხა, აქედან 189 844 აბონენტს შეეხო ტარიფის საფეხურის კორექტირება. მათ შორის, 135 470 აბონენტზე მეორე საფეხურის ტარიფით განხორციელებული დარიცხვა დაკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფის დარიცხვით, 43 760 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 10 614 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით. შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ დაკორექტირებულმა თანხამ 801 807 ლარი შეადგინა.

სს „თელასის“ მიერ ტარიფის საფეხურისა და შესაბამისად დარიცხვის კორექტირება შეეხო 184 673 აბონენტს, ხოლო დაკორექტირებული თანხის ჯამმა 519 744 ლარი შეადგინა. 165 169 აბონენტს მეორე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით, 12 876 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 6628 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით.

„კომპანიებმა შეასრულეს სემეკის დავალება. გარდა თანხების დაკორექტირებისა, „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ განახლებული ქოლ ცენტრი გახსნა, რომელიც დღეისათვის გამართულად მუშაობს. სემეკის მიზანია, რომ კომპანიების მომსახურების ხარისხი შეესაბამებოდეს ჩვენს მიერ დადგენილ სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, კომპანიის ნებისმიერ გადაცდომას კომისიის მხრიდან ყოველთვის მოჰყვება კანონშესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვების გამო სემეკმა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ - 50 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა და მოქალაქეებზე განხორციელებული დარიცხვების დაკორექტირება დაავალა.

NS