სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ალბათ, არავის გქონდათ მოლოდინი, რომ საკუთარ აზრს მოკლებული ადამიანი ვიყავი" - თათია შარანგიას სააკაშვილზე მონოლოგის გამო განმარტების გაკეთება მოუწია
"ალბათ, არავის გქონდათ მოლოდინი, რომ საკუთარ აზრს მოკლებული ადამიანი ვიყავი" - თათია შარანგიას სააკაშვილზე მონოლოგის გამო განმარტების გაკეთება მოუწია

ტე­ლე­წამ­ყვან თა­თია შა­რან­გი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტზე წა­კი­თხუ­ლი მო­ნო­ლო­გის გამო გან­მარ­ტე­ბა მო­უ­წია. სა­უ­ბა­რია "სთო­რი­ში" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სტუმ­რო­ბის ეპი­ზოდ­ზე, სა­დაც შა­რან­გი­ამ გა­და­ცე­მის და­სა­წყის­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა.

რო­გორც გა­ირ­კვა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მის შემ­დეგ შა­რან­გია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­აკ­რი­ტი­კეს, რის შემ­დეგ ტე­ლე­წამ­ყვან­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" პოს­ტი და­წე­რა:

"ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო მა­ყუ­რებ­ლე­ბო, ვფიქ­რობ­დი, და­მე­წე­რა თუ არა ეს სტა­ტუ­სი, მაგ­რამ მე თქვენ­თან კავ­ში­რი არას­დროს გა­მი­წყვი­ტავს და ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო, ვთვლი­დი რომ ასე სჯობ­და. ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია თა­ვი­სი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა, რა თქმა უნდა მეც… და ეს ამ ბოლო გა­და­ცე­მა­ში ღიად გა­მოჩ­ნდა. ალ­ბათ არა­ვის გქონ­დათ მო­ლო­დი­ნი რომ სა­კუ­თარ აზრს ან შე­ხე­დუ­ლე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი ამის მი­უ­ხე­და­ვად მე არას­დროს გახ­ვევთ თავს ჩემს აზრს ჩემს გა­და­ცე­მა­ში და მთა­ვარ მო­ვა­ლე­ო­ბად მი­მაჩ­ნია ჩემი სტუმ­რე­ბი გა­გაც­ნოთ და გა­გაც­ნოთ პო­ზი­ტი­ურ ჭრილ­ში.

მგო­ნი 3 წლი­ან არ­ქივს რომ გა­და­ხე­დოთ, ვერ იპო­ვით ვერ­ცერთ სტუ­მარს რო­მელ­შიც ნა­თე­ლი სხი­ვი არ მი­ძებ­ნია და ეს სხი­ვი თქვე­ნამ­დე არ მო­მი­ტა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ მოგ­წონ­დათ და მოგ­წონთ ეს აგ­რე­სი­ის­გან დაც­ლი­ლი გა­და­ცე­მა.მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს ვინც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სთო­რის მა­ყუ­რე­ბე­ლია, ვინც შე­მოგ­ვი­ერ­თდა და ვინც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა. ბევ­რნი ხართ და თი­თო­ე­უ­ლი მიყ­ვარ­ხართ! არ გაბ­რაზ­დეთ აგ­რე­სი­ულ ადა­მი­ა­ნებ­ზე. სულ ვიქ­ნე­ბი თქვენს გვერ­დით და პი­რა­დად გაგ­ცემთ პა­სუ­ხებს თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეს გზა ჩემი არ­ჩე­ვა­ნია" - წერს შა­რან­გია.

რაც შე­ე­ხე­ბა შა­რან­გი­ას მო­ნო­ლოგს, ტე­ლე­წამ­ყვან­მა გა­და­ცე­მის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ამა­ყობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით.

"მე მინ­და მო­ვი­კი­თხო და გა­ვამ­ხნე­ვო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე მო­მავ­ლის რწმე­ნა და­მიბ­რუ­ნა. მის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მე ვა­მა­ყობ­დი ჩემი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბით, ვა­მა­ყობ­დი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ცი­ით, იმ რე­ფორ­მე­ბით, რომ­ლის შე­დე­გა­დაც აღ­მო­ი­ფხვრა ბი­უ­როკ­რა­ტი­ის უზარ­მა­ზა­რი მან­ქა­ნა. ვა­მა­ყობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ჩე­ნით მსოფ­ლიო არე­ნა­ზე და მჯე­რა, რომ წინ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბაა.

არ მკი­თხოთ, თუ რა­ტომ არ ვყვე­ბი შეც­დო­მებ­ზე. შეც­დო­მებს უშ­ვებს ის, ვინც აკე­თებს საქ­მეს. ფაქ­ტე­ბი ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს - ქვე­ყა­ნა სწრა­ფი ტემ­პით მი­დი­ო­და წინ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი დღეს პა­ტიმ­რო­ბა­შია" - აღ­ნიშ­ნა მო­ნო­ლოგ­ში შა­რან­გი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
175

თათია, უსაყვარლესი გოგო ხარ, ნიჭიერი, კეთილშობილი! ყოველთვის მიყვარდი!

?!
74

ვაი შენს პატრონს უბედურს, ვერ აზროვნებ ვერ ხედავ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ალბათ, არავის გქონდათ მოლოდინი, რომ საკუთარ აზრს მოკლებული ადამიანი ვიყავი" - თათია შარანგიას სააკაშვილზე მონოლოგის გამო განმარტების გაკეთება მოუწია

"ალბათ, არავის გქონდათ მოლოდინი, რომ საკუთარ აზრს მოკლებული ადამიანი ვიყავი" - თათია შარანგიას სააკაშვილზე მონოლოგის გამო განმარტების გაკეთება მოუწია

ტელეწამყვან თათია შარანგიას საქართველოს ექსპრეზიდენტზე წაკითხული მონოლოგის გამო განმარტება მოუწია. საუბარია "სთორიში" მიხეილ სააკაშვილის მშობლების სტუმრობის ეპიზოდზე, სადაც შარანგიამ გადაცემის დასაწყისში ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

როგორც გაირკვა აღნიშნული გადაცემის შემდეგ შარანგია სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს, რის შემდეგ ტელეწამყვანმა "ფეისბუქზე" პოსტი დაწერა:

"ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო, ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი, მაგრამ მე თქვენთან კავშირი არასდროს გამიწყვიტავს და ეს ჩემი არჩევანი იყო, ვთვლიდი რომ ასე სჯობდა. ყველა ადამიანს გააჩნია თავისი სამოქალაქო პოზიცია თუ პოლიტიკური ხედვა, რა თქმა უნდა მეც… და ეს ამ ბოლო გადაცემაში ღიად გამოჩნდა. ალბათ არავის გქონდათ მოლოდინი რომ საკუთარ აზრს ან შეხედულებას მოკლებული ადამიანი ვიყავი ამის მიუხედავად მე არასდროს გახვევთ თავს ჩემს აზრს ჩემს გადაცემაში და მთავარ მოვალეობად მიმაჩნია ჩემი სტუმრები გაგაცნოთ და გაგაცნოთ პოზიტიურ ჭრილში.

მგონი 3 წლიან არქივს რომ გადახედოთ, ვერ იპოვით ვერცერთ სტუმარს რომელშიც ნათელი სხივი არ მიძებნია და ეს სხივი თქვენამდე არ მომიტანია. სწორედ ამიტომ მოგწონდათ და მოგწონთ ეს აგრესიისგან დაცლილი გადაცემა.მადლობა იმ ადამიანებს ვინც პირველივე დღიდან სთორის მაყურებელია, ვინც შემოგვიერთდა და ვინც შემოგვიერთდება. ბევრნი ხართ და თითოეული მიყვარხართ! არ გაბრაზდეთ აგრესიულ ადამიანებზე. სულ ვიქნები თქვენს გვერდით და პირადად გაგცემთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. კომუნიკაციის ეს გზა ჩემი არჩევანია" - წერს შარანგია.

რაც შეეხება შარანგიას მონოლოგს, ტელეწამყვანმა გადაცემის დასაწყისში აღნიშნა, რომ ამაყობს მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული საქმეებით.

"მე მინდა მოვიკითხო და გავამხნევო ადამიანი, რომელმაც თავის დროზე მომავლის რწმენა დამიბრუნა. მის მმართველობის დროს მე ვამაყობდი ჩემი ქვეყნის განვითარებით, ვამაყობდი თანამედროვე პოლიციით, იმ რეფორმებით, რომლის შედეგადაც აღმოიფხვრა ბიუროკრატიის უზარმაზარი მანქანა. ვამაყობდი საქართველოს წარმოჩენით მსოფლიო არენაზე და მჯერა, რომ წინ უფრო მეტი წარმატებაა.

არ მკითხოთ, თუ რატომ არ ვყვები შეცდომებზე. შეცდომებს უშვებს ის, ვინც აკეთებს საქმეს. ფაქტები ხმამაღლა საუბრობს - ქვეყანა სწრაფი ტემპით მიდიოდა წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს პატიმრობაშია" - აღნიშნა მონოლოგში შარანგიამ.