სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი გათავისუფლდეს" - სალომე სამადაშვილი
"სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი გათავისუფლდეს" - სალომე სამადაშვილი

სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ზე და­უს­წრებ­ლად გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეს, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე კი, გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და სას­ჯე­ლი გა­და­უ­ვად­დეს.

ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ფრაქ­ცი­ის წევ­რმა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­აჟ­ღე­რა.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტმა უნდა იმ­სჯე­ლოს ახალ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რაც ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბის მი­მართ დევ­ნის და­წყე­ბას შე­ე­ხე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი შიმ­ში­ლობს, ის პა­ტიმ­რო­ბა­შია და ჩვენ უნდა მოვ­ძებ­ნოთ გზა, გა­მო­სა­ვა­ლი იმის­თვის, რომ მას მი­ე­ცეს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა და არა მუ­რუ­სი­ძის სა­სა­მარ­თლო­სი. ამი­ტომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ რად­გან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე და ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ მო­ქა­ლა­ქეს უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა და­ეს­წროს სა­კუ­თარ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, გან­ვი­ხი­ლოთ შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­ად­გენს, რომ ერთი - მი­ე­ცეს მსჯავ­რდე­ბულს უფ­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი იმ მი­ზე­ზით, რომ ის არ ეს­წრე­ბო­და სა­სა­მარ­თლო სხდო­მებს და მე­ო­რე - გან­ვი­ხი­ლოთ ცვლი­ლე­ბა, რომ ეს პირი სა­სა­მარ­თლოს ახალ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლდეს პა­ტიმ­რო­ბი­დან, გა­და­ვად­დეს მისი მსჯავ­რის მოხ­დის პრო­ცე­სი.

ამა­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ვი­წყოთ მსჯე­ლო­ბა. ამ ვი­თა­რე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უნდა იმ­სჯე­ლოს ახალ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბის მი­მართ დევ­ნის და­წყე­ბა­ზე. მოგ­წონთ თუ არ მოგ­წონთ, გჯე­რათ თუ არ გჯე­რათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან მალე შე­იც­ვლე­ბა და მუ­რუ­სი­ძის სა­სა­მარ­თლოს ხელ­ში თქვენ აღ­მოჩ­ნდე­ბით, მმარ­თველ გუნდს მივ­მარ­თავ“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­მოს­ვლი­სას მმარ­თველ გუნდს მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში ახლა ხდე­ბა აის­ბერ­გის წვე­რია და ყვე­ლა ერ­თად სრუ­ლი კრა­ხის­კენ ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ვე­ქა­ნე­ბით.

"ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი დღეა დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ე­ქა­ნე­ბა მო­რი­გი კა­ტას­ტრო­ფის­კენ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ დღეს უნდა ისა­უბ­რონ ვი­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბა­ზე. ვის ას­რუ­ლებთ ბა­ტო­ნე­ბო და ქალ­ბა­ტო­ნე­ბო - ამ ქვეყ­ნის ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ მო­ქა­ლა­ქეს? მათ ეუბ­ნე­ბით, რომ არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ? და ბო­რო­ტე­ბა რომ დას­რულ­დეს ქვე­ყა­ნა­ში ისი­ნი უნდა დას­რულ­დნენ? ამას ეუბ­ნე­ბით იმ ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ და გე­უბ­ნე­ბათ, რომ არ მი­ი­ღებს უსა­მარ­თლო თა­მა­შის წე­სებს.

ამას ეუბ­ნე­ბით კი­დევ ერთხელ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, რო­მე­ლიც გე­უბ­ნე­ბათ, რომ ქვე­ყა­ნა, სა­დაც ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არის სა­პა­ტიმ­რო­ში და მის სი­ცო­ცხლეს ემუქ­რე­ბა საფრ­თხე, იმ­სა­ხუ­რებს სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლოს. თქვენ ვერ ხვდე­ბით, რომ ის, რაც ახლა ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, ეს აის­ბერ­გის წვე­რია და ძა­ლი­ან სწრა­ფად, ყვე­ლა ერ­თად მი­ვე­ქა­ნე­ბით სრუ­ლი კრა­ხის­კენ. ამ ნავ­ში ყვე­ლა­ნი ერ­თად ვსხედ­ვართ, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა. დღეს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო დგას უმწვა­ვე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და გა­იხ­სე­ნებთ ამ დღეს პარ­ლა­მენ­ტში, გა­იხ­სე­ნებთ თქვენ გა­მოს­ვლებს და შეგრცხვე­ბათ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის, შემ­დე­გი თა­ო­ბე­ბის, რომ ამ ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტში თი­თო­ე­ულ­მა თქვენ­გან­მა ვერ იპო­ვა ში­ნა­გა­ნი ძალა, რომ დამ­დგა­რი­ყო ზი­ზღზე მაღ­ლა და ქვეყ­ნის, სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი სი­ძულ­ვილ­ზე წინ და­ე­ყე­ნე­ბი­ნა. მიკ­ვირს, რო­გორ აპი­რებთ თვა­ლებ­ში შე­ხე­დოთ თქვენ შვი­ლებს, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯონი
0

არა და არა!

გიენებო.
0

ეგა თქვენივე თქმით: ჯობია ჩახვიდე და ლავროვსა და პუტინთან მოაგვარო. თორემ ნაციონალებმა არაერთჯერ გააჟღერეთ რომ მიშა პუტინის დაკვეთით დააკავეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი გათავისუფლდეს" - სალომე სამადაშვილი

"სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი გათავისუფლდეს" - სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი, გათავისუფლდეს და სასჯელი გადაუვადდეს.

ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააჟღერა.

ამასთან, მისივე განცხადებით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ყოფილი მაღალი პოლიტიკური პირების მიმართ დევნის დაწყებას შეეხება.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ის პატიმრობაშია და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, გამოსავალი იმისთვის, რომ მას მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და არა მურუსიძის სასამართლოსი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ რადგან მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია მისი თანამონაწილეობის გარეშე და ევროპული კონვენცია ითვალისწინებს, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, განვიხილოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაადგენს, რომ ერთი - მიეცეს მსჯავრდებულს უფლება გაასაჩივროს გამოტანილი განაჩენი იმ მიზეზით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და მეორე - განვიხილოთ ცვლილება, რომ ეს პირი სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გადავადდეს მისი მსჯავრის მოხდის პროცესი.

ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მსჯელობა. ამ ვითარების იგნორირება გამოსავალი არ არის. ასევე, საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც შეეხება ყოფილი მაღალი პოლიტიკური პირების მიმართ დევნის დაწყებაზე. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, გჯერათ თუ არ გჯერათ, ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება და მურუსიძის სასამართლოს ხელში თქვენ აღმოჩნდებით, მმართველ გუნდს მივმართავ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა გამოსვლისას მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ ის, რაც ამ ქვეყანაში ახლა ხდება აისბერგის წვერია და ყველა ერთად სრული კრახისკენ ძალიან სწრაფად მივექანებით.

"ძალიან სევდიანი დღეა დღეს საქართველოს პარლამენტში. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად მიექანება მორიგი კატასტროფისკენ, საქართველოს პარლამენტის წევრებს მიაჩნიათ, რომ დღეს უნდა ისაუბრონ ვიღაცის დასრულებაზე. ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო - ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს? მათ ეუბნებით, რომ არსებობის უფლება არ აქვთ? და ბოროტება რომ დასრულდეს ქვეყანაში ისინი უნდა დასრულდნენ? ამას ეუბნებით იმ ათიათასობით ადამიანს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და გეუბნებათ, რომ არ მიიღებს უსამართლო თამაშის წესებს.

ამას ეუბნებით კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც გეუბნებათ, რომ ქვეყანა, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი არის საპატიმროში და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს. თქვენ ვერ ხვდებით, რომ ის, რაც ახლა ხდება ამ ქვეყანაში, ეს აისბერგის წვერია და ძალიან სწრაფად, ყველა ერთად მივექანებით სრული კრახისკენ. ამ ნავში ყველანი ერთად ვსხედვართ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა და შეხედულებებისა. დღეს ჩვენი სახელმწიფო დგას უმწვავესი გამოწვევის წინაშე და გაიხსენებთ ამ დღეს პარლამენტში, გაიხსენებთ თქვენ გამოსვლებს და შეგრცხვებათ საკუთარი შვილების, შემდეგი თაობების, რომ ამ ისტორიულ მომენტში თითოეულმა თქვენგანმა ვერ იპოვა შინაგანი ძალა, რომ დამდგარიყო ზიზღზე მაღლა და ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესები სიძულვილზე წინ დაეყენებინა. მიკვირს, როგორ აპირებთ თვალებში შეხედოთ თქვენ შვილებს, - განაცხადა სამადაშვილმა.