სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ფარული ვნების" ახალი სეზონის პირველი კადრები - მსახიობების ემოციური შეხვედრა და სიურპრიზი ფანებს (ფოტო, ვიდეო)
"ფარული ვნების" ახალი სეზონის პირველი კადრები - მსახიობების ემოციური შეხვედრა და სიურპრიზი ფანებს (ფოტო, ვიდეო)

მარ­თა­ლია, ლა­თი­ნო ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს, თუმ­ცა ქარ­თვე­ლებს ლა­თი­ნო ამე­რი­კე­ლი გმი­რე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბი აქვთ.

ალ­ბათ, ხში­რად მო­გის­მე­ნი­ათ, თუ რო­გორ გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნეს ხუ­ან­მა, კა­ნად­რამ, მო­ნი­კამ და სხვა გმი­რებ­მა ბნე­ლი 90-ია­ნე­ბი. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლოთ, მათ­თვის, ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი, ინ­ტრი­გე­ბი და ვნე­ბი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი მო­ე­ნატ­რა, კარ­გი სი­ახ­ლე გვაქვს. პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი, "ფა­რუ­ლი ვნე­ბა“ მე­ო­რე სე­ზო­ნით ტე­ლე­ე­თერს და­უბ­რუნ­დე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რცელ­და, ახლა კი უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და და უფრო მე­ტიც, "ტე­ლე­მუნ­დომ" "ფა­რუ­ლი ვნე­ბის" მსა­ხი­ო­ბე­ბის შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა.

ვი­დე­ო­დან ჩანს, რომ ისი­ნი თით­ქმის არ შეც­ვლი­ლან და ისევ ისე ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან.

რო­გორც ცნო­ბი­ლია "ფა­რუ­ლი ვნე­ბის" ახალ სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს ფრან­კო რე­ი­ე­სის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მი­შელ ბრა­უ­ნი. მსა­ხი­ობ­მა ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ თა­ვად­ვე გა­ავ­რცე­ლა.

"ტე­ლე­მუნ­დო" ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადას­ტუ­რებს, რომ ახალ თავ­გა­და­სავ­ლებს კვლავ ძვე­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მად­გენ­ლო­ბა წარ­მოგ­ვიდ­გენს, მათ შო­რის, მა­რიო ჩი­მა­რო, დანა გარ­სია, ხუან ალ­ფონ­სო ბაპ­ტის­ტა, ნა­ტა­შა კლა­უ­სი, პა­ო­ლა რეი და სხვე­ბი. პრე­მი­ე­რა კი მომ­დევ­ნო წლის­თვი­საა და­გეგ­მი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

ვაშაააა გვეშველააა მთელი ჩვენი ცხოვრება ტელესერიალი არ არიის ეჰჰჰჰ

ფოთიჩა
0

როსარიო მაინც განუმეორებელია :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ფარული ვნების" ახალი სეზონის პირველი კადრები - მსახიობების ემოციური შეხვედრა და სიურპრიზი ფანებს (ფოტო, ვიდეო)

"ფარული ვნების" ახალი სეზონის პირველი კადრები - მსახიობების ემოციური შეხვედრა და სიურპრიზი ფანებს (ფოტო, ვიდეო)

მართალია, ლათინო ამერიკული ტელენოველები ქართულ ტელესივრცეში თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლეს, თუმცა ქართველებს ლათინო ამერიკელი გმირებისადმი განსაკუთრებული სენტიმენტები აქვთ.

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, თუ როგორ გადაგვატანინეს ხუანმა, კანადრამ, მონიკამ და სხვა გმირებმა ბნელი 90-იანები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მათთვის, ვისაც განსაკუთრებული ტემპერამენტი, ინტრიგები და ვნებიანი სიყვარული მოენატრა, კარგი სიახლე გვაქვს. პოპულარული სერიალი, "ფარული ვნება“ მეორე სეზონით ტელეეთერს დაუბრუნდება.

ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, ახლა კი უკვე ოფიციალურად დადასტურდა და უფრო მეტიც, "ტელემუნდომ" "ფარული ვნების" მსახიობების შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ncwiao5j5PM" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ვიდეოდან ჩანს, რომ ისინი თითქმის არ შეცვლილან და ისევ ისე ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

როგორც ცნობილია "ფარული ვნების" ახალ სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს ფრანკო რეიესის როლის შემსრულებელი, მიშელ ბრაუნი. მსახიობმა ინფორმაცია ამის შესახებ თავადვე გაავრცელა.

"ტელემუნდო" ოფიციალურად ადასტურებს, რომ ახალ თავგადასავლებს კვლავ ძველი სამსახიობო შემადგენლობა წარმოგვიდგენს, მათ შორის, მარიო ჩიმარო, დანა გარსია, ხუან ალფონსო ბაპტისტა, ნატაშა კლაუსი, პაოლა რეი და სხვები. პრემიერა კი მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი.