სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სამუშაოების დროს დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - "მილი ჩამოვარდა და მამაკაცს დაეცა.. თავზე დაზიანებები მიიღო"
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სამუშაოების დროს დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - "მილი ჩამოვარდა და მამაკაცს დაეცა.. თავზე დაზიანებები მიიღო"

ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხნის ერთ-ერთ ობი­ექ­ტზე სა­დე­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მილი ჩა­მო­ვარ­და და 65 წლის მა­მა­კაცს და­ე­ცა, მან თავ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. მომ­ხდა­რის შე­დე­გად მა­მა­კა­ცი დღეს დი­ლით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­ტა­ლურგთა, მე­შახ­ტე-მა­ღა­რო­ელ­თა და ქი­მი­კოს­თა პროფ­კავ­ში­რე­ბი ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 15 ოქ­ტომ­ბერს, ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხა­ნა­ში მოხ­და.

"შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც სა­რე­მონ­ტო სა­ამ­ქროს თა­ნამ­შრო­მელ­თა ბრი­გა­და სა­დე­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­და ქარ­ხნის ერთ-ერთ ძველ ობი­ექ­ტზე.სა­დე­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ეს­ტა­კა­დი­დან მილი ჩა­მო­ვარ­და და 65 წლის ა. გ.-ს და­ე­ცა, რის გა­მოც თავ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. მომ­ხდა­რის შე­დე­გად ა. გ. დღეს დი­ლით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.სა­წარ­მო­ში დღეს დი­ლი­დან მოკ­ვლე­ვას ატა­რებს სა­ხელ­მწი­ფო შრო­მის ინ­სპექ­ტო­რი. ორ­შა­ბა­თი­დან კი მუ­შა­ო­ბას ფაქ­ტის კვლე­ვის კო­მი­სია და­ი­წყებს, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც ზეს­ტა­ფო­ნის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი მრეწ­ვე­ლო­ბის პროფ­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც იქ­ნე­ბა შეყ­ვა­ნი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი სამ­თო და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის მუ­შაკ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად ეც­დე­ბა დად­გინ­დეს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის მი­ზე­ზე­ბი და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია პროფ­კავ­ში­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სამუშაოების დროს დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - "მილი ჩამოვარდა და მამაკაცს დაეცა.. თავზე დაზიანებები მიიღო"

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სამუშაოების დროს დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - "მილი ჩამოვარდა და მამაკაცს დაეცა.. თავზე დაზიანებები მიიღო"

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას მილი ჩამოვარდა და 65 წლის მამაკაცს დაეცა, მან თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად მამაკაცი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 15 ოქტომბერს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მოხდა.

"შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს თანამშრომელთა ბრიგადა სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა ქარხნის ერთ-ერთ ძველ ობიექტზე.სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი.

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მაქსიმალურად ეცდება დადგინდეს მომხდარი ფაქტის მიზეზები და სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.