სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მე და ბავშვი მანქანაში ვიყავით, წინ ვიჯექი, ბავშვს უკან ეძინა. სახლი მთლად ჩამოინგრა. გადმოსვლა ვერ მოვასწარი" - რას ჰყვება ოჯახი, რომელიც ბათუმში მომხდარ ნგრევას სასწაულებრივად გადაურჩა
"მე და ბავშვი მანქანაში ვიყავით, წინ ვიჯექი, ბავშვს უკან ეძინა. სახლი მთლად ჩამოინგრა. გადმოსვლა ვერ მოვასწარი" - რას ჰყვება ოჯახი, რომელიც ბათუმში მომხდარ ნგრევას სასწაულებრივად გადაურჩა

8 ოქ­ტომ­ბერს ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის ამ­სახ­ვე­ლი უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი, ნან­გრე­ვე­ბი­დან ბავ­შვის ამოყ­ვა­ნა იყო, რო­მე­ლიც სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა. ის იყო პირ­ვე­ლი, ვინც მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს.

ნგრე­ვის დროს ბავ­შვი, მა­მას­თან ერ­თად, კორ­პუ­სის წინ გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­დარ­ჩა პა­ტა­რას მა­მაც.

დღეს ოჯა­ხი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მი­ვი­და და ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლთა ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გო.

ბავ­შვის დედა, თამ­თა გოგ­რა­ჭა­ძე Ambebi.ge-სთან მომ­ხდარს იხ­სე­ნებს. მისი თქმით, ერთი შვი­ლი ჩა­მონ­გრე­უ­ლი შე­ნო­ბის გვერ­დით კორ­პუს­ში, ექიმ­თან ჰყავ­და, ხოლო მე­უღ­ლე და კი­დევ ერთი ბავ­შვი ავ­ტო­მო­ბილ­ში იყ­ვნენ და მას ელოდ­ნენ.

"მარ­თლაც ძა­ლი­ან მძი­მე დღე იყო, სა­ში­ნე­ლე­ბა, სიზ­მარ­შიც კი ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი იმას, რომ ეს კორ­პუ­სი ჩემ თვალ­წინ მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრე­ო­და. ექიმ­თან ვი­ყა­ვით, პა­ტა­რა მყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი ვი­ზიტ­ზე და ზუს­ტად მისი გვერ­დი­თა კორ­პუ­სი ჩა­მო­ინ­გრა. ჩემი მე­უღ­ლე და პა­ტა­რა შვი­ლი მან­ქა­ნა­ში იყ­ვნენ, იო­ა­ნეს ეძი­ნა. უკან სა­ვარ­ძელ­ზე გვყავ­და დაწ­ვე­ნი­ლი.

ექიმს ბავ­შვის გა­სინ­ჯვა და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ იტი­რა, საჭ­მე­ლი უნდა მეჭ­მია და გა­მო­ვე­დით, უცებ გა­ვი­გო­ნეთ სა­ში­ნე­ლი ხმა, გა­მოვ­ვარ­დით, მაგ­რამ არა­ფე­რი აღარ ჩან­და. მე და ჩემი პა­ტა­რა შვი­ლი უკან კუ­თხი­დან გა­მო­ვე­დით. ჩემი რძა­ლი მერე გა­იქ­ცა, გი­ზოს და ბავ­შვს ვნა­ხა­ვო (მე­უღ­ლე და შვი­ლი) და ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვდა. არც ვი­ცო­დით, რომ არ­კა­დი ექი­მის გვერ­დით კორ­პუ­სი ჩა­მო­ინ­გრა, შემ­დეგ სუ­რა­თებ­ში რომ ვნა­ხე, სტრე­სი მერე მი­ვი­ღე, ბეწ­ვზე ვართ ჩვენც გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი.

ღმერ­თს მად­ლო­ბა, ბავ­შვს მხო­ლოდ ფეხი აქვს გაბ­ზა­რუ­ლი. პირ­ვე­ლად ჩემი შვი­ლი ამო­იყ­ვა­ნეს. ვლო­ცუ­ლობ­დით, რომ ყვე­ლა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. ჩვენ მარ­თლაც სას­წა­უ­ლად გა­დავ­რჩით.

ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტკი­ვი­ლია", - ამ­ბობს თამ­თა გოგ­რა­ჭა­ძე.

მომ­ხდა­რი ბავ­შვის მა­მა­მაც გა­იხ­სე­ნა:

"ორი­ვე, მე და ბავ­შვი მან­ქა­ნა­ში ვი­ყა­ვით. მე წინ ვი­ჯე­ქი და ბავ­შვს უკან ეძი­ნა. ძა­ლი­ან დიდი ხმა­უ­რიც არ ყო­ფი­ლა, მეთ­ქი ოთა­ხი გა­მო­ინ­გრა­თქო და შევ­ხე­დე, სახ­ლი მთლად ჩა­მო­ინ­გრა. გად­მოს­ვლა ვერ მო­ვას­წა­რი. ორი­ვე მაშ­ვე­ლებ­მა გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს", - ამ­ბობს ის.

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი 8 ოქ­ტომ­ბერს ჩა­მო­ინ­გრა. ნგრე­ვას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ­გან 3 არას­რულ­წლო­ვა­ნია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვუსამძიმრებ ყველას.
10

მანქანაში თუ ისხდნენ ნანგრევების ქვეშ როგორ მოქცა ბავშვი? მანქანაც დაფარა ნანგრევმა? 

ეჰ
1

მიკვირს რომ მანქანას მტლიანად ზედ დაეცა და გადარჩნენ! უფალს მადლობა ამისთვის!

ნეტა ისინიც გადარჩენლიყვნენ! უდანაშაულმა ადამიანმა ვირაც მაიმუნის ხარბობის გამო 4 ოჯახის წევრი დაკარგა! როგორ უნდა გააგრზელოს ამ კაცმა სიცოცხლე უფალო დაეხმარე! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მე და ბავშვი მანქანაში ვიყავით, წინ ვიჯექი, ბავშვს უკან ეძინა. სახლი მთლად ჩამოინგრა. გადმოსვლა ვერ მოვასწარი" - რას ჰყვება ოჯახი, რომელიც ბათუმში მომხდარ ნგრევას სასწაულებრივად გადაურჩა

"მე და ბავშვი მანქანაში ვიყავით, წინ ვიჯექი, ბავშვს უკან ეძინა. სახლი მთლად ჩამოინგრა. გადმოსვლა ვერ მოვასწარი" - რას ჰყვება ოჯახი, რომელიც ბათუმში მომხდარ ნგრევას სასწაულებრივად გადაურჩა

8 ოქტომბერს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ამსახველი უმძიმესი კადრები მთელმა საქართველომ ნახა. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი, ნანგრევებიდან ბავშვის ამოყვანა იყო, რომელიც საბედნიეროდ, გადარჩა. ის იყო პირველი, ვინც მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

ნგრევის დროს ბავშვი, მამასთან ერთად, კორპუსის წინ გაჩერებულ ავტომობილში იმყოფებოდა. გადარჩა პატარას მამაც.

დღეს ოჯახი შემთხვევის ადგილას მივიდა და ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ბავშვის დედა, თამთა გოგრაჭაძე Ambebi.ge-სთან მომხდარს იხსენებს. მისი თქმით, ერთი შვილი ჩამონგრეული შენობის გვერდით კორპუსში, ექიმთან ჰყავდა, ხოლო მეუღლე და კიდევ ერთი ბავშვი ავტომობილში იყვნენ და მას ელოდნენ.

"მართლაც ძალიან მძიმე დღე იყო, საშინელება, სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ეს კორპუსი ჩემ თვალწინ მთლიანად ჩამოინგრეოდა. ექიმთან ვიყავით, პატარა მყავდა მიყვანილი ვიზიტზე და ზუსტად მისი გვერდითა კორპუსი ჩამოინგრა. ჩემი მეუღლე და პატარა შვილი მანქანაში იყვნენ, იოანეს ეძინა. უკან სავარძელზე გვყავდა დაწვენილი.

ექიმს ბავშვის გასინჯვა დაწყებული ჰქონდა, მაგრამ იტირა, საჭმელი უნდა მეჭმია და გამოვედით, უცებ გავიგონეთ საშინელი ხმა, გამოვვარდით, მაგრამ არაფერი აღარ ჩანდა. მე და ჩემი პატარა შვილი უკან კუთხიდან გამოვედით. ჩემი რძალი მერე გაიქცა, გიზოს და ბავშვს ვნახავო (მეუღლე და შვილი) და ასეთი მდგომარეობა დახვდა. არც ვიცოდით, რომ არკადი ექიმის გვერდით კორპუსი ჩამოინგრა, შემდეგ სურათებში რომ ვნახე, სტრესი მერე მივიღე, ბეწვზე ვართ ჩვენც გადარჩენილები.

ღმერთს მადლობა, ბავშვს მხოლოდ ფეხი აქვს გაბზარული. პირველად ჩემი შვილი ამოიყვანეს. ვლოცულობდით, რომ ყველა გადარჩენილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ მართლაც სასწაულად გადავრჩით.

ყველა გარდაცვლილი მთელი საქართველოს ტკივილია", - ამბობს თამთა გოგრაჭაძე.

მომხდარი ბავშვის მამამაც გაიხსენა:

"ორივე, მე და ბავშვი მანქანაში ვიყავით. მე წინ ვიჯექი და ბავშვს უკან ეძინა. ძალიან დიდი ხმაურიც არ ყოფილა, მეთქი ოთახი გამოინგრათქო და შევხედე, სახლი მთლად ჩამოინგრა. გადმოსვლა ვერ მოვასწარი. ორივე მაშველებმა გადმოგვიყვანეს", - ამბობს ის.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.