სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსეთში კიდევ ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 16 ადამიანი ემსხვერპლა - რა არის გახშირებული ავიაკატასტროფების მიზეზი?
რუსეთში კიდევ ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 16 ადამიანი ემსხვერპლა - რა არის გახშირებული ავიაკატასტროფების მიზეზი?

გუ­შინ რუ­სე­თის ქა­ლაქ მენ­ზელ­სინკში, L-410-ის ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად 16 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ბორტზე სულ 22 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი პა­რა­შუ­ტის­ტე­ბი იყ­ვნენ.

რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი იუ­წყე­ბა, რომ 6 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა. და­შა­ვე­ბულ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. L-410 - ი ჩე­ხუ­რი ორძრა­ვი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვია, რო­მე­ლიც მაქ­სი­მუმ 19 მგზავ­რის­თვი­საა გათ­ვლი­ლი.

მენ­ზელ­სინ­კის ოლ­ქის უფ­რო­სი უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნა მგზავ­რთა გა­დატ­ვირ­თვამ გა­მო­იწ­ვია. მისი გან­ცხა­დე­ბით, თვითმფრი­ნავ­მა ფრე­ნის წინ შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა...

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წელს, რუ­სეთ­ში სამი ამ ტი­პის საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­ვარ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, 13 სექ­ტემ­ბერს, ირ­კუტსკში, კა­ზა­ჩინ-ლენ­სკის რა­ი­ონ­ში L-410-მა კონ­ტრო­ლი და­კარ­გა, ბორტზე 14 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და...

უფრო ადრე, 14 ივ­ნისს, რუ­სეთ­ში, კე­მე­რო­ვოს ოლ­ქში სას­წავ­ლო თვითმფრი­ნა­ვი ავა­რი­უ­ლად და­ეშ­ვა და გა­დატ­რი­ალ­და. ისიც ამა­ვე ტი­პის სას­წავ­ლო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გახ­ლდათ, ბორტზე 17 პა­რა­შუ­ტის­ტი და ეკი­პა­ჟის 2 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­თან გარ­დაც­ვა­ლა 7 პა­რა­შუ­ტის­ტი და 2 ინ­სტრუქ­ტო­რი.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრე­ნი­სას თვითმფრი­ნა­ვის მარ­ცხე­ნა ძრა­ვა და­იწ­ვა, რის გა­მოც, პი­ლო­ტებ­მა თვითმფრი­ნა­ვი ავა­რი­უ­ლად დას­ვეს. თუმ­ცა, ამ დროს თვითმფრი­ნა­ვის მარ­ცხე­ნა ფრთა მი­წას წა­მო­ე­დო და გა­დატ­რი­ალ­და.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ორძრა­ვი­ან, L 410 "თურ­ბო­ლეტს", რუ­სეთ­ში "ჩე­ბუ­რაშ­კა­საც" უწო­დე­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, თით­ქმის ყვე­ლა ჩა­მო­ვარ­დნი­ლი საფ­რე­ნი აპა­რა­ტი 30 წელ­ზე მე­ტი­საა. ის ფლო­ტის ავი­ა­ცი­ას ეკუთ­ვნის. 2017 წელს ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ით, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შიდა მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გა­და­წყდა, თუმ­ცა, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, იური ვი­ხო­დცე­ვის თქმით, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა კარ­გა ხა­ნია არ ღირს, რა­დან მისი ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი სამ­გზავ­რო ტრან­სპორ­ტის სტან­დარ­ტებს აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ამის შე­სა­ხებ მან Эхо Москвы -ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბი თით­ქმის ყო­ველ­თვის "ჩი­ტის და "ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რით ხდე­ბო­და!"

"სხვა საფრ­თხე­ებ­თან ერ­თად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ფრინ­ვე­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბი­თი სა­ხი­ფა­თოა, გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გუნ­დუ­რად დაფ­რი­ნა­ვენ და საფ­რე­ნი თვითმფრი­ნა­ვის­თვის სხვა­დას­ხვა სა­ხის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, - სა­ქა­რე მი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა - გა­ტეხ­ვა, რაც არ­ღვევს ჰერ­მენ­ტუ­ლო­ბას. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თუნ­დაც პა­ტა­რა ფრინ­ვე­ლი ძრა­ვის პრო­პე­ლერ­ში ხვდე­ბა და აფეთ­ქე­ბას იწ­ვევს..." - გა­ნა­ცხა­და მან.

"ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი" კი, ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, მრა­ვალ­გვა­რია. რუ­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ მფრი­ნა­ვე­ბი ალ­კოჰოლს აქ­ტი­უ­რად მო­იხ­მა­რენ, მათ შო­რის გაფ­რე­ნის წინ და ეს არა­ერ­თი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი გამ­ხდა­რა.

გა­მო­ცე­მა "ნე­ზა­ვი­სი­მა­ია გა­ზე­ტას" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ავი­ა­კას­ტრო­ფა­ში უმე­ტე­სად, პირ­ვე­ლი და მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ის მფრი­ნა­ვე­ბი იღუ­პე­ბი­ან.

"ამას­თა­ნა­ვე, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ით, ახალ­გაზ­რდებს პი­ლო­ტის პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია გა­უქ­რათ. მთლი­ა­ნო­ბა­ში, სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი კი, რაც ეტა­პობ­რი­ვად ან­გრევს ავი­ა­ცი­ას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აკ­ნი­ნებს ქვეყ­ნის იმიჯს", - წერს გა­მო­ცე­მა.

ასე­ვე საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვებ­შიც.

"სულ რა­ღაც ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სეთ­ში ოთხი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი: Су-24, МиГ-29СМТ , Ил-112В, Су-35 ჩა­მო­ვარ­და. ლენ­ტა.რუ -სთან სა­უ­ბარ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი ალექ­სადრ რო­მა­ნო­ვი სის­ტე­მურ კრი­ზის­ზე სა­უბ­რობს.

მისი თქმით, გახ­ში­რე­ბუ­ლი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბის კი­დევ ერთი მი­ზე­ზია, მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე კად­რე­ბის მა­სი­უ­რი გა­დი­ნე­ბა.

"პი­ლო­ტე­ბი თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას ხში­რად სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში ას­რუ­ლე­ბენ. რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან ცოტა აე­როდ­რო­მია, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს პა­სუ­ხობს. ხში­რად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა არ გე­მორ­ჩი­ლე­ბა. თვითმფრი­ნა­ვე­ბი ძა­ლი­ან ძვე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, მცი­რე ავი­ა­ცი­ა­ში. სის­ტე­მუ­რი კრი­ზი­სი სა­ხე­ზეა, რად­გან მთლი­ა­ნად ავი­ა­ცია კლა­ნუ­რად არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მფრი­ნა­ვე­ბი ქვეყ­ნი­დან გარ­ბი­ან და ძი­რი­თა­დად, ჩი­ნურ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს მი­მარ­თა­ვენ, მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბი­სა და მათ­თვის მი­სა­ღე­ბი გრა­ფი­კის გამო... ამას­თა­ნა­ვე, რუ­სე­თის ავი­ა­სის­ტე­მა­ში, პი­ლო­ტებს მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, ხში­რად საბ­ჭო­თა წლე­ბის დრო­ინ­დელ თვითმფრი­ნა­ვებ­ზე უწევთ მუ­შა­ო­ბა, რომ­ლის ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს", - ამ­ბობს რო­მა­ნო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
7

ნელნელა ისტორიას ბარდება კიდევ ერთი იმპერია.

გადაირევი კაცი!..
2

მფრინავებში მემთვრალეობა - ეს ისეთი წარმოუდგენელი რამე მგონია, არც ვიცი, ამის შემდეგ რაზე შეიძლება ილაპარაკო კაცმა!..მანქანის საჭესთან გვიკვირს ნასვამი მძღოლი და... თვითმფრინავის შტურვალთან? ღმერთო შენ უშველე ამ უბედურებს!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რუსეთში კიდევ ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 16 ადამიანი ემსხვერპლა - რა არის გახშირებული ავიაკატასტროფების მიზეზი?

რუსეთში კიდევ ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 16 ადამიანი ემსხვერპლა - რა არის გახშირებული ავიაკატასტროფების მიზეზი?

გუშინ რუსეთის ქალაქ მენზელსინკში, L-410-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბორტზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა დიდი ნაწილი პარაშუტისტები იყვნენ.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, რომ 6 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა. L-410 - ი ჩეხური ორძრავიანი თვითმფრინავია, რომელიც მაქსიმუმ 19 მგზავრისთვისაა გათვლილი.

მენზელსინკის ოლქის უფროსი უარყოფს ინფორმაციას, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მგზავრთა გადატვირთვამ გამოიწვია. მისი განცხადებით, თვითმფრინავმა ფრენის წინ შემოწმება გაიარა...

ეს პირველი შემთხვევა არ არის, მხოლოდ მიმდინარე წელს, რუსეთში სამი ამ ტიპის საფრენი აპარატი ჩამოვარდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, 13 სექტემბერს, ირკუტსკში, კაზაჩინ-ლენსკის რაიონში L-410-მა კონტროლი დაკარგა, ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა...

უფრო ადრე, 14 ივნისს, რუსეთში, კემეროვოს ოლქში სასწავლო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა და გადატრიალდა. ისიც ამავე ტიპის სასწავლო საფრენი აპარატი გახლდათ, ბორტზე 17 პარაშუტისტი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა, მათან გარდაცვალა 7 პარაშუტისტი და 2 ინსტრუქტორი.

წინასწარი ინფორმაციით, ფრენისას თვითმფრინავის მარცხენა ძრავა დაიწვა, რის გამოც, პილოტებმა თვითმფრინავი ავარიულად დასვეს. თუმცა, ამ დროს თვითმფრინავის მარცხენა ფრთა მიწას წამოედო და გადატრიალდა.

რუსული მედიის ცნობით, ორძრავიან, L 410 "თურბოლეტს", რუსეთში "ჩებურაშკასაც" უწოდებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თითქმის ყველა ჩამოვარდნილი საფრენი აპარატი 30 წელზე მეტისაა. ის ფლოტის ავიაციას ეკუთვნის. 2017 წელს ვაჭრობის სამინისტროს რეკომენდაციით, მისი გამოყენება შიდა მომსახურებისთვის გადაწყდა, თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო ცენტრის დირექტორის, იური ვიხოდცევის თქმით, მისი გამოყენება კარგა ხანია არ ღირს, რადან მისი ტექნიკური პარამეტრები სამგზავრო ტრანსპორტის სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებს. ამის შესახებ მან Эхо Москвы -ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ავიაკატასტროფები თითქმის ყოველთვის "ჩიტის და "ადამიანური ფაქტორით ხდებოდა!"

"სხვა საფრთხეებთან ერთად გასათვალისწინებელია ფრინველები, განსაკუთრებითი სახიფათოა, გადამფრენი ფრინველები, რომლებიც გუნდურად დაფრინავენ და საფრენი თვითმფრინავისთვის სხვადასხვა სახის ზიანის მიყენება შეუძლიათ. მაგალითად, - საქარე მინის დაზიანება - გატეხვა, რაც არღვევს ჰერმენტულობას. ხშირია შემთხვევა, როდესაც თუნდაც პატარა ფრინველი ძრავის პროპელერში ხვდება და აფეთქებას იწვევს..." - განაცხადა მან.

"ადამიანური ფაქტორი" კი, ექსპერტების თქმით, მრავალგვარია. რუსულ საზოგადოებაში საყოველთაოდ ცნობილია, რომ მფრინავები ალკოჰოლს აქტიურად მოიხმარენ, მათ შორის გაფრენის წინ და ეს არაერთი ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარა.

გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტას" მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ავიაკასტროფაში უმეტესად, პირველი და მესამე კატეგორიის მფრინავები იღუპებიან.

"ამასთანავე, ბოლოდროინდელი ტენდენციით, ახალგაზრდებს პილოტის პროფესიის დაუფლების მოტივაცია გაუქრათ. მთლიანობაში, სისტემაში არსებული პრობლემები კი, რაც ეტაპობრივად ანგრევს ავიაციას, საერთაშორისო საზოგადოებაში აკნინებს ქვეყნის იმიჯს", - წერს გამოცემა.

ასევე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სამხედრო თვითმფრინავებშიც.

"სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში, რუსეთში ოთხი სამხედრო თვითმფრინავი: Су-24, МиГ-29СМТ , Ил-112В, Су-35 ჩამოვარდა. ლენტა.რუ -სთან საუბარში, უსაფრთხოების სპეციალისტი, საჰაერო ხომალდის ყოფილი მეთაური ალექსადრ რომანოვი სისტემურ კრიზისზე საუბრობს.

მისი თქმით, გახშირებული ავიაკატასტროფების კიდევ ერთი მიზეზია, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მასიური გადინება.

"პილოტები თავიანთ მოვალეობას ხშირად საშინელ პირობებში ასრულებენ. რუსეთში ძალიან ცოტა აეროდრომია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. ხშირად მოძველებული ტექნიკა არ გემორჩილება. თვითმფრინავები ძალიან ძველია, განსაკუთრებით, მცირე ავიაციაში. სისტემური კრიზისი სახეზეა, რადგან მთლიანად ავიაცია კლანურად არის დაკომპლექტებული. პროფესიონალი მფრინავები ქვეყნიდან გარბიან და ძირითადად, ჩინურ ავიაკომპანიებს მიმართავენ, მაღალი ანაზღაურებისა და მათთვის მისაღები გრაფიკის გამო... ამასთანავე, რუსეთის ავიასისტემაში, პილოტებს მოძველებული, ხშირად საბჭოთა წლების დროინდელ თვითმფრინავებზე უწევთ მუშაობა, რომლის ტექნიკური გაუმართაობა კრიტიკას ვერ უძლებს", - ამბობს რომანოვი.