სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბათუმში, 26 მაისის ქუჩა გადაკეტილია - ტრაგედიის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
ბათუმში, 26 მაისის ქუჩა გადაკეტილია - ტრაგედიის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბა­თუმ­ში, ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე დი­ლი­დან ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას სწავ­ლო­ბენ. 26 მა­ი­სის ქუჩა გა­და­კე­ტი­ლია.

ჩა­მონ­გრე­უ­ლი სა­დარ­ბა­ზოს მიმ­დე­ბა­რედ ყვე­ლა ბინა და­ლუ­ქუ­ლია და მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­ვლა ეკ­რძა­ლე­ბა.

ნან­გრე­ვებ­ზე კი ამ დრო­ის­თვის მძი­მე ტექ­ნი­კის მუ­შა­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დი­ლი­დან მი­დი­ან და ე.წ. გლო­ვის კუ­თხეს­თან ყვა­ვი­ლე­ბი და სან­თლე­ბი მი­აქვთ. ისი­ნი გარ­დაც­ვლილ­თა გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ და მომ­ხდარ­ზე, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა უნდა ჰქონ­დეს.

კორ­პუ­სე­ბი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა აცხა­დებს, რომ ნგრე­ვის შე­დე­გად ბი­ნე­ბის კედ­ლებ­ზე ბზა­რე­ბი გაჩ­ნდა, რაც სა­ცხოვ­რებ­ლად უსაფრ­თხო არ არის, ისი­ნი დახ­მა­რე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხო­ვენ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო 8 ოქ­ტომ­ბერს ჩა­მო­ინ­გრა. ნგრე­ვას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, აქე­დან 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბათუმში, 26 მაისის ქუჩა გადაკეტილია - ტრაგედიის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩა გადაკეტილია - ტრაგედიის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სპეციალისტები მიმდებარე ტერიტორიებზე საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოებას სწავლობენ. 26 მაისის ქუჩა გადაკეტილია.

ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარედ ყველა ბინა დალუქულია და მოსახლეობას შესვლა ეკრძალება.

ნანგრევებზე კი ამ დროისთვის მძიმე ტექნიკის მუშაობა შეჩერებულია.

შემთხვევის ადგილზე, მოქალაქეები დილიდან მიდიან და ე.წ. გლოვის კუთხესთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ. ისინი გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამენ და მომხდარზე, დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ უკანონო მშენებლობებზე ხელისუფლებას მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

კორპუსებიდან ევაკუირებული მოსახლეობა აცხადებს, რომ ნგრევის შედეგად ბინების კედლებზე ბზარები გაჩნდა, რაც საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის, ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.