სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვარაუდობენ, რომ ადგილზე კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა, გარკვეული ნაწილის ჩამოშლა  მოხდეს" - რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს?
"ვარაუდობენ, რომ ადგილზე კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა, გარკვეული ნაწილის ჩამოშლა  მოხდეს" - რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის ად­გილ­ზე მშე­ნებ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ კი­დევ არის საფრ­თხე და შე­საძ­ლოა, მოხ­დეს გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ჩა­მოშ­ლა. ამის შე­სა­ხებ გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტმა აღ­ნიშ­ნა, დრო­ე­ბით, მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბამ­დე, სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­დე­ბა.

„მშე­ნებ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, კი­დევ არის საფრ­თხე და შე­საძ­ლოა მოხ­დეს კი­დევ რა­ღაც ნა­წი­ლის ჩა­მოშ­ლა. ე.წ. სინ­კა­რე­ბი არის გად­მო­წე­უ­ლი. მოხ­დე­ბა მშე­ნებ­ლე­ბის შეკ­რე­ბა, იმ­სჯე­ლე­ბენ, რო­გორ უნდა მოხ­დეს „სინ­კა­რე­ბის“ ჩა­მოშ­ლა და და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა თუ არა დე­მონ­ტაჟს ნა­წი­ლი, რაც მიბ­მუ­ლი იყო ამ კორ­პუს­ზე. ამას მშე­ნებ­ლე­ბი გა­და­წყვე­ტენ. 9 გარ­დაც­ვლი­ლია და 2 ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის 3 არას­რულ­წლო­ვა­ნია - 12, 7 და 1 წლის და 3 თვის ბავ­შვი.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, ერთ დღე­ში ნუ მომ­თხოვთ ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბას და გა­მო­ძი­ე­ბის დამ­თავ­რე­ბას. უნდა ნა­ხონ სა­ძირ­კველ­ში, რამ გა­მო­იწ­ვია ნგრე­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­ჩე­რებთ სა­მუ­შა­ო­ებს, რომ მშე­ნებ­ლებ­მა მოგ­ვცენ ნე­ბარ­თვა, გა­ვაგ­რძე­ლოთ თუ არა სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ არ გა­მო­იწ­ვი­ოს ჩვენ­მა მუ­შა­ო­ბამ ნგრე­ვა და კი­დევ არ ჩა­მოწ­ვეს კორ­პუ­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კორ­პუს­ში ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც და­ა­სუ­რა­თეს ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, გო­მე­ლა­უ­რი ამ­ბობს, რომ „არა­ნა­ი­რი და­სუ­რა­თე­ბა არ ყო­ფი­ლა, გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, გა­მო­კი­თხა­ვენ ყვე­ლას“.

„ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ქუჩა და­ი­კე­ტე­ბა, რომ არ იმოძ­რა­ოს ხალ­ხმა. უკა­ნა ეზო­შიც გა­კეთ­დე­ბა ბა­რი­ე­რე­ბი, რომ არ შე­ვი­დეს ვინ­მე და ამან საფრ­თხე არ გა­მო­იწ­ვი­ოს. მშე­ნებ­ლე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან მე­რი­ა­ში, იმ­სჯე­ლე­ბენ მოხ­დეს თუ არა დე­მონ­ტა­ჟი მთლი­ა­ნად ფლი­გე­ლის, თუ მარ­ტო ჩა­მოშ­ლი­ლი „ბე­ტო­ნის“ შემ­დეგ უკვე გა­კეთ­დე­ბა რეს­ტავ­რა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

ამას­თან, გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­დე­ბა, გა­ყალ­ბე­ბუ­ლია თუ არა კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბის ოქ­მზე ხელ­მო­წე­რე­ბი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­კი­თხუ­ლი არ არის კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რე.

რო­გორც შს მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, კორ­პუ­სებ­ზე და­შე­ნე­ბე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მელ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც ეკის­რე­ბათ.

„უკა­ნო­ნო და­შე­ნე­ბე­ბი ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­მარ­ტო ბა­თუმ­ში და თბი­ლის­ში, ბევრ ქა­ლაქ­შია ეს გა­კე­თე­ბუ­ლი - ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­ში. ძა­ლი­ან ბევ­რგა­ნაა მი­შე­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს, მე ვერც სე­ის­მო­ლო­გი­უ­რად შე­ვა­ფა­სებ, ამ­დენ ბალ­ზე ეს მო­უ­ვა მი­წისძვრა­ზე და ა.შ. ასე­თი პრობ­ლე­მა თბი­ლის­ში უამ­რა­ვი გვაქვს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის ყვე­ლა­სი, მათ შო­რის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, და­წყე­ბუ­ლი 90-იანი წლე­ბი­დან, საბ­ჭო­თა დან­გრე­ვის შემ­დეგ ეს ხდე­ბა, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

!
0

უნდა შემოწმდეს ყველა ბინა ყველა კორპუსში. ვიცით, რომ თითქმისყველა ბინაში მონგრეულია ბოლომდე, ან ნაწილობრივ მზიდი კედლები. თბილისში მარტო ქალაქურ პროექტებში კი არა ჩეხურებშიც გატეხილი აქვთ მზიდი კედლები და მიერთებულები აქვთ სუშილკები. ამას ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ უნდა ჩამოიარონ, შემოწმდეს და რომელ კორპუსშიც თუნდაც ერთი ასეთი ბინა იქნება იმ კორპუსის მაცხოვრებლებს უნდა აეკრძალოს ამ ბინის იპოთეკით დატვირთვა და აეკრძალოთ ამ ბინის გაყიდვა გადაფორმება სხვაზე. რომ ვეღარ მოიხმარენ დაზიანებულ ბინებს სხვები მაინც აღარ ჩაიდენენ მსგავს!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვარაუდობენ, რომ ადგილზე კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა, გარკვეული ნაწილის ჩამოშლა  მოხდეს" - რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს?

"ვარაუდობენ, რომ ადგილზე კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა, გარკვეული ნაწილის ჩამოშლა  მოხდეს" - რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს?

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა, მოხდეს გარკვეული ნაწილის ჩამოშლა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტმა აღნიშნა, დროებით, მდგომარეობის შეფასებამდე, სამუშაოები შეჩერდება.

„მშენებლები ვარაუდობენ, კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა მოხდეს კიდევ რაღაც ნაწილის ჩამოშლა. ე.წ. სინკარები არის გადმოწეული. მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს „სინკარების“ ჩამოშლა და დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს ნაწილი, რაც მიბმული იყო ამ კორპუსზე. ამას მშენებლები გადაწყვეტენ. 9 გარდაცვლილია და 2 ცოცხალი გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია - 12, 7 და 1 წლის და 3 თვის ბავშვი.

გამოძიება გრძელდება, ერთ დღეში ნუ მომთხოვთ ამ ყველაფრის გაკეთებას და გამოძიების დამთავრებას. უნდა ნახონ საძირკველში, რამ გამოიწვია ნგრევა. აქედან გამომდინარე, ვაჩერებთ სამუშაოებს, რომ მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, გავაგრძელოთ თუ არა სამუშაოები, რომ არ გამოიწვიოს ჩვენმა მუშაობამ ნგრევა და კიდევ არ ჩამოწვეს კორპუსის მეორე ნახევარი“, - განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღით ადრე კორპუსში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დაასურათეს ადგილზე არსებული მდგომარეობა, გომელაური ამბობს, რომ „არანაირი დასურათება არ ყოფილა, გრძელდება გამოძიება და თუ საჭირო იქნება, გამოკითხავენ ყველას“.

„ადგილზე პოლიციელები დარჩებიან. სავარაუდოდ, ეს ქუჩა დაიკეტება, რომ არ იმოძრაოს ხალხმა. უკანა ეზოშიც გაკეთდება ბარიერები, რომ არ შევიდეს ვინმე და ამან საფრთხე არ გამოიწვიოს. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში, იმსჯელებენ მოხდეს თუ არა დემონტაჟი მთლიანად ფლიგელის, თუ მარტო ჩამოშლილი „ბეტონის“ შემდეგ უკვე გაკეთდება რესტავრაცია“, - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, გომელაურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდება, გაყალბებულია თუ არა კორპუსის ამხანაგობის ოქმზე ხელმოწერები. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით გამოკითხული არ არის კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, კორპუსებზე დაშენებები სერიოზული პრობლემაა, რომელზე პასუხისმგებლობაც მოქალაქეებსაც ეკისრებათ.

„უკანონო დაშენებები ეს არის სერიოზული პრობლემა მთელ საქართველოში არამარტო ბათუმში და თბილისში, ბევრ ქალაქშია ეს გაკეთებული - ქუთაისში, ზუგდიდში. ძალიან ბევრგანაა მიშენებები, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, მე ვერც სეისმოლოგიურად შევაფასებ, ამდენ ბალზე ეს მოუვა მიწისძვრაზე და ა.შ. ასეთი პრობლემა თბილისში უამრავი გვაქვს. პასუხისმგებლობა არის ყველასი, მათ შორის, მოქალაქეების, დაწყებული 90-იანი წლებიდან, საბჭოთა დანგრევის შემდეგ ეს ხდება, ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა გომელაურმა.