სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნუგზარი უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო... დღეს იპოვეს ნანგრევებში, თავის ძმიშვილებთან ჩახუტებული" - რას წერენ გარდაცვლილ ახალგაზრდაზე?
"ნუგზარი უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო... დღეს იპოვეს ნანგრევებში, თავის ძმიშვილებთან ჩახუტებული" - რას წერენ გარდაცვლილ ახალგაზრდაზე?

ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ცხრა ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ბოლო გარ­დაც­ვლი­ლი მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ცოტა ხნის წინ ამო­იყ­ვა­ნეს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ფაქ­ტზე შსს-მ 3 პირი, მათ შო­რის პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნის მე­სა­კუთ­რე და­ა­კა­ვა.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია. ესე­ნი არი­ან 35 წლის ინგა მე­კე­ი­ძე, მისი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მაზ­ლი, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ნუგ­ზარ დავ­ლა­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნუგ­ზარ დავ­ლა­ძე მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ბავ­შვებ­თან ერ­თად გა­მო­იყ­ვა­ნეს. ახ­ლობ­ლის თქმით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი უცხო­ე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო და ძმის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის­ტი ზაზა დო­ბორჯგი­ნი­ძე გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ ის საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გე­ოგ­რა­ფი იყო.

"რამ­დენ­ჯე­რაც ნუგ­ზარს შევ­ხვდე­ბო­დი ყო­ველ­თვის გრძელ სა­უ­ბარს ვა­ბამ­დით. უიშ­ვი­ა­თე­სად ნი­ჭი­ე­რი გე­ოგ­რა­ფი იყო, ზე­ა­და­მი­ა­ნუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბით. ყვე­ლა­ნა­ი­რი თა­რი­ღი, რი­ცხვი და მო­ნა­ცე­მი ზე­პი­რად იცო­და, გე­ოგ­რა­ფი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­სა­ვით იყო.

როცა ვნა­ხუ­ლობ­დი სულ ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე, ევო­ლუ­ცი­ა­ზე, პო­ლი­ტი­კა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი, სულ მე­უბ­ნე­ბო­და შენი იმე­დი მაქვს, რომ ბევ­რს მი­აღ­წე­ვო. დღეს იპო­ვეს, თა­ვის ორ ძმიშ­ვილ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ნან­გრე­ვებ­ში" - წერს დო­ბორჯგი­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nunu
3

mag korpusidan xalxi saswrafod gamosakvania ukve agar ikneba mkari

ნესტანი
2

გონება ვეღარ უძლებს ამდენს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ნუგზარი უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო... დღეს იპოვეს ნანგრევებში, თავის ძმიშვილებთან ჩახუტებული" - რას წერენ გარდაცვლილ ახალგაზრდაზე?

"ნუგზარი უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო... დღეს იპოვეს ნანგრევებში, თავის ძმიშვილებთან ჩახუტებული" - რას წერენ გარდაცვლილ ახალგაზრდაზე?

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო გარდაცვლილი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.

გარდაცვლილებს შორის 4 ერთი ოჯახის წევრია. ესენი არიან 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი და გარდაცვლილი ქალის მაზლი, ახალგაზრდა მამაკაცი ნუგზარ დავლაძე.

როგორც ცნობილია, ნუგზარ დავლაძე მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვებთან ერთად გამოიყვანეს. ახლობლის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

სამეცნიერო ჟურნალისტი ზაზა დობორჯგინიძე გარდაცვლილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის საკმაოდ წარმატებული გეოგრაფი იყო.

"რამდენჯერაც ნუგზარს შევხვდებოდი ყოველთვის გრძელ საუბარს ვაბამდით. უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო, ზეადამიანური მეხსიერებით. ყველანაირი თარიღი, რიცხვი და მონაცემი ზეპირად იცოდა, გეოგრაფიის ენციკლოპედიასავით იყო.

როცა ვნახულობდი სულ ფილოსოფიაზე, ევოლუციაზე, პოლიტიკაზე ვლაპარაკობდით. ძალიან ვუყვარდი, სულ მეუბნებოდა შენი იმედი მაქვს, რომ ბევრს მიაღწევო. დღეს იპოვეს, თავის ორ ძმიშვილთან ჩახუტებული ნანგრევებში" - წერს დობორჯგინიძე.