სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი" - რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს ნანგრევებში მოყოლილების შესახებ?
"სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი" - რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს ნანგრევებში მოყოლილების შესახებ?

შს მი­ნის­ტრის ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნან­გრე­ვებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ამ დრო­ის­თვის ნან­გრე­ვებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი.

"გი­დას­ტუ­რებთ, ორი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნია ამოყ­ვა­ნი­ლი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, თუმ­ცა, ცო­ცხა­ლი და კონ­ტაქ­ტუ­რე­ბი, ორი­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რია კი­დევ ნა­ნა­ხი. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით და­ახ­ლო­ე­ბით, 10 კაც­ზე მეტი არ უნდა იყოს შიგ­ნით. სა­მუ­შაო გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ არ მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე. ძა­ლი­ან დიდი მა­საა და ფრთხი­ლად მუ­შა­ო­ბენ, რომ ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბით პი­რი­ქით, თუ გა­დარ­ჩე­ნი­ლია ადა­მი­ა­ნი, არ და­ი­ღუ­პოს და რამე არ და­ვუ­ზი­ა­ნოთ. მძი­მე სა­მუ­შა­ოა, ვი­ნა­ი­დან ორ კორ­პუსს შო­რის დგას ჩა­მონ­გრე­უ­ლი კორ­პუ­სი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­დეს ამ ყვე­ლაფ­რის გად­მო­ლა­გე­ბა. თუ ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა, უფრო სწრა­ფად ვუშ­ვე­ლოთ და გა­და­ვიყ­ვა­ნოთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

(ნან­გრე­ვებ­ში) უნდა იყოს 2-3 ბავ­შვი, რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, ოღონდ ვერ გი­დას­ტუ­რებთ ჯერ ვე­რა­ფერს", - აღ­ნიშ­ნა გო­მე­ლა­ურ­მა.

ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი დღეს ჩა­მო­ინ­გრა. სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მაშ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს, ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა პრე­მი­ე­რი და შს მი­ნის­ტრიც.

მაშ­ვე­ლებ­მა 2 ადა­მი­ა­ნის ცო­ცხლად გა­მოყ­ვა­ნა უკვე შეძ­ლეს. ისი­ნი კლი­ნი­კებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი" - რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს ნანგრევებში მოყოლილების შესახებ?

"სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი" - რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს ნანგრევებში მოყოლილების შესახებ?

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი მოქალაქის ცხედარია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის ნანგრევებში დაახლოებით 10-მდე ადამიანია მოყოლილი.

"გიდასტურებთ, ორი ცოცხალი ადამიანია ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში არიან, თუმცა, ცოცხალი და კონტაქტურები, ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი. ჩვენი ვარაუდით დაახლოებით, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. სამუშაო გაგრძელდება, სანამ არ მივიყვანთ ბოლომდე. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით პირიქით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს და რამე არ დავუზიანოთ. მძიმე სამუშაოა, ვინაიდან ორ კორპუსს შორის დგას ჩამონგრეული კორპუსი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, უფრო სწრაფად ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

(ნანგრევებში) უნდა იყოს 2-3 ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ოღონდ ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს", - აღნიშნა გომელაურმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი დღეს ჩამოინგრა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება პრემიერი და შს მინისტრიც.

მაშველებმა 2 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა უკვე შეძლეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი.