"ორივე საწამლავია სახელმწიფოში, როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე მაღლა კონფლიქტს და პერსონალურ ძალაუფლებას აყენებს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი "ტვიტერში“ წერს.
ამ პოსტით ყოფილი ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა, მაგრამ მისი რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული.
"მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საწამლავი მიშაა რომელიც გამუდმებით რევოლუციებზე და არეულობაზე ფიქრობს. ღარიბაშვილი ნამდვილი ქართველია,ის ებრძვის უცხო ქვეყნის მიერ დაქირავებულ ქართველ შინაურ მტერებს. ღმერთმა გაძლება და წარმატება მისცეს!
ღარიბაშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგებად განაცხადა ეთერში;"სააკაშვილი პოლიტიკიდან რომ გასულიყო არ დავაკავებდითო",ეს აშკარა აღიარებაა რომ მიშა პოლიტიკური პატიმარია და ამას ადვილად დაამტკიცებს სტრანსბურგის სასამართლო! რატომ ცდილობს ხელისუფლება სასამართლოს დროის გაჭიმვას და არ ნიშნავს სასამართლოს,მაშინ როდესაც მელიას და ხაზარაძის შემთხვევაში დაჩქარებული ტემპით აქტიურობს!