სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ძალიან ვამაყობ მისით... ჩვენ უკრაინელებს, გვშურს, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი" - მიხეილ სააკაშვილის მეუღლე
"ძალიან ვამაყობ მისით... ჩვენ უკრაინელებს, გვშურს, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი" - მიხეილ სააკაშვილის მეუღლე

რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ლიზა იას­კოს შე­ფა­სე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი.

„ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად უნდა იყოს ბედ­ნი­ე­რი იმის გამო, რომ ჰყავს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია. ვი­საც შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ხალ­ხის გამო, ბევრ რა­მე­ზე წა­ვი­დეს, ეს ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია. მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ მი­სით. ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა. ეს ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლაა, რო­მე­ლიც გჭირ­დე­ბათ თქვენ, რომ გა­ი­მარ­ჯვოთ - ბრძო­ლა მო­მავ­ლის­თვის. ძა­ლი­ან მინ­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

ამ წუ­თას, ის არის პო­ლი­ტი­კურ პა­ტი­მა­რი. ძა­ლი­ან ცუ­დია, რაც მოხ­და თქვენს პრე­ზი­დენ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში და სა­ჭი­როა ბრძო­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ლიზა იას­კომ.

კი­თხვა­ზე, რო­გორ უნდა იბ­რძო­ლოს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, ლიზა იას­კო პა­სუ­ხობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია.

„ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია, თქვენ უნდა და­იც­ვათ თქვე­ნი და თქვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის მო­მა­ვა­ლი, იმი­ტო რომ ეს ადა­მი­ა­ნი არის დიდი გუ­ლით და მას აქვს უნა­რი მოხ­დი­ნოს დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი. ჩვენ უკ­რა­ი­ნა­ში, მას დიდ პა­ტივს ვცემთ. ჩვენ უკ­რა­ი­ნე­ლებს, გვშურს, რომ გყავ­დათ ასე­თი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ასე­ვე უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი­ცაა. ძა­ლი­ან მინ­და რომ თქვენ ის და­იც­ვათ“, - გა­ნა­ცხა­და ლიზა იას­კომ მე­დი­ას­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ახა­ლი ოჯა­ხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ლიზა იას­კოს­თან ერ­თად ის ახალ ცხოვ­რე­ბას იწყებს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაურ ეს
20

თქვენ გავიწყდებათ ქ-ნი,რომ ის აღარ არის საქ-ოს მოქალაქე,ამიტომ იგი ვერ იქნება პრეზიდენტი.მის პრეზიდენტობის დროს მან მოხსნა პატიმრების მიმართ ყოველგვარი გულმოწყალება,მისი ბრძანების საფუძველზე აწამებდნენ და ხოცავდნენ ხალხს.იგი გასამართლებულია და უნდა მოიხადოს სასჯელი.

თავისუფლება
161

თავისუფლება მიშას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ძალიან ვამაყობ მისით... ჩვენ უკრაინელებს, გვშურს, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი" - მიხეილ სააკაშვილის მეუღლე

"ძალიან ვამაყობ მისით... ჩვენ უკრაინელებს, გვშურს, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი" - მიხეილ სააკაშვილის მეუღლე

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა.

ლიზა იასკოს შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი.

„ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად უნდა იყოს ბედნიერი იმის გამო, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. ვისაც შეუძლია საკუთარი ხალხის გამო, ბევრ რამეზე წავიდეს, ეს ძალიან დასაფასებელია. მე ძალიან ვამაყობ მისით. ადამიანი, რომლესაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ეს ძალიან დიდი ბრძოლაა, რომელიც გჭირდებათ თქვენ, რომ გაიმარჯვოთ - ბრძოლა მომავლისთვის. ძალიან მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გაათავისუფლონ.

ამ წუთას, ის არის პოლიტიკურ პატიმარი. ძალიან ცუდია, რაც მოხდა თქვენს პრეზიდენტთან მიმართებაში და საჭიროა ბრძოლა“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

კითხვაზე, როგორ უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა, ლიზა იასკო პასუხობს, რომ აღნიშნული ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი და თქვენი პრეზიდენტის მომავალი, იმიტო რომ ეს ადამიანი არის დიდი გულით და მას აქვს უნარი მოხდინოს დიდი ცვლილებები. ჩვენ უკრაინაში, მას დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ უკრაინელებს, გვშურს, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც ასევე უკრაინელი პოლიტიკოსიცაა. ძალიან მინდა რომ თქვენ ის დაიცვათ“, - განაცხადა ლიზა იასკომ მედიასთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახის შესახებ ინფორმაცია დაკავების შემდეგ გაავრცელა. როგორც მან განაცხადა, ლიზა იასკოსთან ერთად ის ახალ ცხოვრებას იწყებს.