"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, საქართველოში მანქანა, რომელშიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იჯდა, პატრულმა გააჩერა და დააჯარიმა, თუმცა სააკაშვილი ვერ იცნეს. ამის შესახებ ხერხეულიძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
"ბულვარშიც იარა და საერთოდ, პატრულმა გააჩერა, დააჯარიმა და ვერ იცნეს. ჰყავთ დაჭერილი მძღოლი და ჰკითხონ. პატრულმა გააჩერა, დააჯარიმეს, არ ვიცი რის გამო. რამდენად გამოავლენენ არ ვიცი, მაგრამ ამბობს, ესეც იქნება კამერებზეო.
მითხრა, მერეო რომ მოვყვები ამ მთელ სიმძიმეს გზაში რა გადავიტანე და რამდენი დღე ვიყავი, მერე ვილაპარაკოთო. ოთხი დღე კი იმყოფებოდა აქ, მაგრამ ძალიან ბევრი დღე გზაში იყო. ძალიან დიდი თავგანწირვა აქვს ნამდვილად ჩადენილი“, - ამბობს ეკა ხერხეულიძე.
მხოლოდ არქიფოს ასინეთებს არ ძალუძთ ამის გაგება!
აბა,აბა!.. ახლა ამისთანა "თავგანწირულის" სერიოზულად(!) დაპატიმრება იქნებოდა?!. თანაც, დასავლელი ლობისტების დაცაცხანებაც - სასწრაფოდ გამოუშვით სააკაშვილიო! - მაგრად რომ დაიკიდა ღარიბაშვილმა?!. აბა, ეგ რომ სცოდნოდა, აქ ფეხის ჩამომდგმელი იყო?.. მაგრამ ხერხეულიძესავით ეგონა მიშასაც - ერთს უბრძანებენ დასავლეთიდან და ეგრევე გამიღებენ ციხის კარებს... თან მიშა-თავდადებული ვიქნები, თან რევოლუციას ჩავუდგები სათავეშიო!..