სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით, მისი ორიენტირი მეორე ტურია" - ეკა ხერხეულიძე
"მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით, მისი ორიენტირი მეორე ტურია" - ეკა ხერხეულიძე

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ტკი­ცე, ძა­ლის­ხმე­ვა სთხო­ვა ნიკა მე­ლი­ას, იმის­თვის, რომ მან თა­ვი­სი მო­ნა­პო­ვა­რი ბოლო გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს", - ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

რო­გორც ხერ­ხე­უ­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვილ­მა მას “და­ა­ბა­რა ის, რაც და­ა­ბა­რა” და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რილს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლებს.

გარ­და ამი­სა, ხერ­ხე­უ­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მათი სა­სა­უბ­რო თემა იყო თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დღე და თვი­თონ იყო პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვის­გა­ნაც შე­ი­ტყო სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ერ­თოდ, თუ რა მოხ­და ქვე­ყა­ნა­ში და რა შე­დე­გე­ბი დად­გა.

“სრუ­ლი­ად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა იმ შე­დე­გე­ბით, რაც ვუ­თხა­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით, თბი­ლი­სის მო­ნა­ცე­მი იყო მის­თვის შთამ­ბეჭ­და­ვი. ეს­მის, რა ბრძო­ლა გა­ი­ა­რა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, რა წნე­ხის ქვეშ მი­ი­ღო ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მი­ი­ღო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იცის გა­ყალ­ბე­ბის, შან­ტა­ჟი­სა და მოს­ყიდ­ვის ფონ­ზე, რო­გო­რი მი­საღ­წე­ვია ასე­თი შე­დე­გის გა­ფორ­მე­ბა, თო­რემ, იცის, რომ გა­ცი­ლე­ბით დიდი და მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტია მთლი­ა­ნად ოპო­ზცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

მე მას ვკი­თხე, რამ­დე­ნად სწო­რად მი­აჩ­ნია მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და ვკი­თხე არამ­ხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩემი ინ­ტე­რე­სი და­მეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, იმი­ტომ, რომ არ­სე­ბობს ეს კი­თხვე­ბი - რო­დე­საც ის სა­პა­ტიმ­რო­შია, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ მის მხარ­დამ­ჭე­რებს მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ცალ­სა­ხად თქვა, რომ გა­მარ­ჯვე­ბის ხე­ლი­დან გაგ­დე­ბა არის გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ბო­ლომ­დე უნდა იბ­რძო­ლოს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ტკი­ცე, ძა­ლის­ხმე­ვა სთხო­ვა ნიკა მე­ლი­ას, იმის­თვის, რომ მან ეს თა­ვი­სი მო­ნა­პო­ვა­რი ბოლო გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს”, - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვილს არ გაკ­ვირ­ვე­ბია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა.

“იცით, რომ მათ მჭიდ­რო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო მის ასეთ პო­ზი­ცი­ა­ში. მი­ი­ღო, რო­გორც მო­ცე­მუ­ლო­ბა და ასე­ვე, და­მა­ბა­რა ის, რაც და­მა­ბა­რა, თუ რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვავ­რცე­ლებთ წე­რილს”, - აცხა­დებს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის გზებს, რო­გორც ხერ­ხე­უ­ლი­ძე გან­მარ­ტავს, ნა­წი­ლობ­რივ ამა­ზე ისა­უბ­რეს.

“რა­ღაც ნა­წი­ლი ამა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ მე თავს უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ­დი და არ ვი­კად­რებ­დი იმას მე­კი­თხა, ის ნი­უ­ან­სე­ბი, რა გზა გა­მო­ი­ა­რა. ვიცი, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ იმ რე­ა­ლო­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს, რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც თქვენ ფლობთ და ეს კარ­გია. კი­დევ ერთხელ გვარ­წმუ­ნებს იმა­ში, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სახე არ აქვს და არ აქვს არა­ნა­ი­რი ინ­სტიქ­ტი, მარ­თოს ქვე­ყა­ნა, თუნ­დაც ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იმი­ტომ, რომ ვერ­ტი­კა­ლი მთლი­ა­ნად ჩა­მოშ­ლი­ლია და ვე­რა­ფერს აკონ­ტრო­ლე­ბენ. ბევ­რი იცი­ნა იმა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ის თურ­მე დღე­ნა­ხე­ვა­რი იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში”, - აცხა­დებს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

რაც შე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას, რომ მან სა­ზღვა­რი უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა, რო­გორც ხერ­ხე­უ­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამას­თან მი­მარ­თე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლი არა­ფერს ამ­ბობს.

“ის ამ­ბობს ერ­თა­დერთ რა­მეს, რომ სწო­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და ის, რომ თავ­გან­წირ­ვის აქტი მომ­ხდა­რი­ყო მი­სი­ვე სამ­შობ­ლო­ში, მისი მხრი­დან. ეს მო­ა­ხერ­ხა”, - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ დარ­დობს იმა­ზე, და­ე­მა­ტე­ბა თუ არა კი­დევ მის ბრალ­დე­ბებს, ბრალ­დე­ბა.

ხერ­ხე­უ­ლი­ძის თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა იცის, რა ბრძო­ლა­ში­ცაა შე­მო­სუ­ლი.

“ისე­თი მხნეა, რო­გორ­საც ვიც­ნობ მი­შას, რო­გო­რიც გა­ვი­ცა­ნი და რო­გორ­საც ვიც­ნობ­დი მთე­ლი ბრძო­ლის მან­ძილ­ზე. მას იოლი ცხოვ­რე­ბა არ ჰქო­ნია, გა­და­სა­რე­ვად იცის, რა ელო­დე­ბა წინ. თუმ­ცა, მისი ორი­ენ­ტი­რი არის მე­ო­რე ტური. ის ფიქ­რობს, რომ ამ დიდი გა­მარ­ჯვე­ბის შუა გზა­ში და­ტო­ვე­ბა არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა და მე­ო­რე ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მი­აჩ­ნია. ყვე­ლას მო­უ­წო­დებს ას­მაგ ძა­ლის­ხმე­ვა­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

ამას­თან ხერ­ხე­უ­ლი­ძის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­სა­მარ­თლე­ბას ვე­რა­ვინ შეძ­ლებს.

"არა­ნა­ი­რი სა­სა­მარ­თლო არ იქ­ნე­ბა, მიშა სა­ა­კაშ­ვილ­ზე გე­ლა­პა­რა­კე­ბით. ვე­რა­ვინ გა­ა­სა­მარ­თლებს მიშა სა­ა­კაშ­ვილს, იმი­ტომ, რომ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი ამის, არ არ­სე­ბობს, არის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და ის, რომ კაც­მა ჩა­მო­ა­კი­თხა სა­ქარ­თვე­ლო­ში და აი­ძუ­ლა ამ ხალ­ხს, რომ და­ე­ჭი­რა, ეს უკვე მოხ­და. და­ნარ­ჩენს ესე­ნი ვე­რას­დროს შეძ­ლე­ბენ.

თქვა, რომ პო­ლი­ცი­ას მას­თან არა­ნა­ი­რი უხე­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ ჰქო­ნია, ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ცე­ოდ­ნენ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ აქვს პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ უხე­შო­ბა არ გა­მო­უვ­ლე­ნი­ათ. სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა, რომ ყვე­ლამ, ვინც კი შე­ვი­და მას­თან ასაყ­ვა­ნად, სელ­ფი სა­თი­თა­ოდ გა­და­ი­ღო, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა. ეს ინ­დი­კა­ცი­აა მთა­ვა­რი იმი­სა, რო­გო­რი ჩა­მოშ­ლი­ლე­ბი არი­ან”, - აცხა­დებს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას არ აპი­რებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიზი
0

ეს დედაკაცი იქცა სააკაშვილის სპიკერად და ნაც მოძრაობის სახედ? )))

ტუა
0

ეკა ძვირფასო თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეა და უკრაინა ფეხზე დადგა ეს ჩვენ მოქალაქეს როგორ გაუბედეთო რატომ არი აღფრთოვანებული მეორე ტურით.ხომ გაგაფრთხილე არ მოწიო მეთქი კიდე ბევრ სისულელებს დააბრეხვებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით, მისი ორიენტირი მეორე ტურია" - ეკა ხერხეულიძე

"მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით, მისი ორიენტირი მეორე ტურია" - ეკა ხერხეულიძე

"მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, იმისთვის, რომ მან თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, სააკაშვილმა მას “დააბარა ის, რაც დააბარა” და ამასთან დაკავშირებით წერილს მოგვიანებით გაავრცელებს.

გარდა ამისა, ხერხეულიძის განმარტებით, მათი სასაუბრო თემა იყო თვითმმართველობის არჩევნების დღე და თვითონ იყო პირველი ადამიანი, ვისგანაც შეიტყო სააკაშვილმა საერთოდ, თუ რა მოხდა ქვეყანაში და რა შედეგები დადგა.

“სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც ვუთხარი. განსაკუთრებით, თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და არაჩვეულებრივად იცის გაყალბების, შანტაჟისა და მოსყიდვის ფონზე, როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება, თორემ, იცის, რომ გაცილებით დიდი და მაღალი პროცენტია მთლიანად ოპოზციის მაჩვენებელი.

მე მას ვკითხე, რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება და ვკითხე არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ინტერესი დამეკმაყოფილებინა, იმიტომ, რომ არსებობს ეს კითხვები - როდესაც ის საპატიმროშია, როგორ წარმოუდგენიათ მის მხარდამჭერებს მეორე ტურში მონაწილეობა. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, იმისთვის, რომ მან ეს თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს”, - განაცხადა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილს არ გაკვირვებია უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადება.

“იცით, რომ მათ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ. ის დარწმუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში. მიიღო, როგორც მოცემულობა და ასევე, დამაბარა ის, რაც დამაბარა, თუ რა, მოგვიანებით გავავრცელებთ წერილს”, - აცხადებს ხერხეულიძე.

რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გზებს, როგორც ხერხეულიძე განმარტავს, ნაწილობრივ ამაზე ისაუბრეს.

“რაღაც ნაწილი ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მე თავს უფლებას არ მივცემდი და არ ვიკადრებდი იმას მეკითხა, ის ნიუანსები, რა გზა გამოიარა. ვიცი, რომ ძალიან რთული გზა გამოიარა, მაგრამ იმ რეალობასთან კავშირი არ აქვს, რა ინფორმაციასაც თქვენ ფლობთ და ეს კარგია. კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ხელისუფლებას სახე არ აქვს და არ აქვს არანაირი ინსტიქტი, მართოს ქვეყანა, თუნდაც ამ ფაქტორების გათვალისწინებით, იმიტომ, რომ ვერტიკალი მთლიანად ჩამოშლილია და ვერაფერს აკონტროლებენ. ბევრი იცინა იმაზე, რომ ხელისუფლების განცხადებით, ის თურმე დღენახევარი იმყოფებოდა საქართველოში”, - აცხადებს ხერხეულიძე.

რაც შეხება სააკაშვილთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას, რომ მან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, ამასთან მიმართებით სააკაშვილი არაფერს ამბობს.

“ის ამბობს ერთადერთ რამეს, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ თავგანწირვის აქტი მომხდარიყო მისივე სამშობლოში, მისი მხრიდან. ეს მოახერხა”, - განაცხადა ხერხეულიძემ და აღნიშნა, რომ სააკაშვილი საერთოდ არ დარდობს იმაზე, დაემატება თუ არა კიდევ მის ბრალდებებს, ბრალდება.

ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილმა იცის, რა ბრძოლაშიცაა შემოსული.

“ისეთი მხნეა, როგორსაც ვიცნობ მიშას, როგორიც გავიცანი და როგორსაც ვიცნობდი მთელი ბრძოლის მანძილზე. მას იოლი ცხოვრება არ ჰქონია, გადასარევად იცის, რა ელოდება წინ. თუმცა, მისი ორიენტირი არის მეორე ტური. ის ფიქრობს, რომ ამ დიდი გამარჯვების შუა გზაში დატოვება არაფრით შეიძლება და მეორე ტურის გამარჯვება აუცილებლად მიაჩნია. ყველას მოუწოდებს ასმაგ ძალისხმევასა და გაერთიანებას", - განაცხადა ხერხეულიძემ.

ამასთან ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის გასამართლებას ვერავინ შეძლებს.

"არანაირი სასამართლო არ იქნება, მიშა სააკაშვილზე გელაპარაკებით. ვერავინ გაასამართლებს მიშა სააკაშვილს, იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზი ამის, არ არსებობს, არის პოლიტიკური ნება და ის, რომ კაცმა ჩამოაკითხა საქართველოში და აიძულა ამ ხალხს, რომ დაეჭირა, ეს უკვე მოხდა. დანარჩენს ესენი ვერასდროს შეძლებენ.

თქვა, რომ პოლიციას მასთან არანაირი უხეში დამოკიდებულება არ ჰქონია, ძალიან კარგად იქცეოდნენ. ადმინისტრაციული თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, იმიტომ, რომ უხეშობა არ გამოუვლენიათ. სააკაშვილმა თქვა, რომ ყველამ, ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, სელფი სათითაოდ გადაიღო, პოლიციელებმა. ეს ინდიკაციაა მთავარი იმისა, როგორი ჩამოშლილები არიან”, - აცხადებს ხერხეულიძე.

ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.