სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს, როგორ? ყველა ერთად ვნახავთ" - ეკა ხერხეულიძე
"სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს, როგორ? ყველა ერთად ვნახავთ" - ეკა ხერხეულიძე

ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სი რის­კის ფა­სად შე­მო­სუ­ლი ისევ გა­ვა­ტა­ნოთ სხვა ქვე­ყა­ნას, ჩემ­თვის ეს არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი გა­და­სა­წყვე­ტი ადა­მი­ა­ნუ­რად, იმი­ტომ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მან სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ხერ­ხე­უ­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ნა­ხა­ვად შე­ვი­და.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის თქმით, ბევ­რი რამ შე­უძ­ლია პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბას, მაგ­რამ მის­თვის აქ სა­სი­ხა­რუ­ლო არა­ფე­რია.

„ერ­თის მხრივ, მისი მა­მა­ცი პო­ზი­ცია, რომ ის არ თმობს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს და მის მე­გო­ბარს ცი­ხე­ში, ადა­მი­ა­ნუ­რად მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რად­გან ამას გამ­ბე­და­ო­ბა სჭირ­დე­ბა და ამას ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ვერ აკე­თე­ბენ ხოლ­მე. მაგ­რამ ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სი რის­კის ფა­სად შე­მო­სუ­ლი ისევ გა­ვა­ტა­ნოთ სხვა ქვე­ყა­ნას, ჩემ­თვის ეს არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი გა­და­სა­წყვე­ტი ადა­მი­ა­ნუ­რად, იმი­ტომ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ ნე­ბა­ზე, მტკი­ცე პო­ზი­ცი­ა­ზე, რამ­დე­ნად და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა ეს ფაქ­ტი. უბ­რა­ლოდ ეს არ­ჩე­ვა­ნია - ჩვენ გა­ვა­ტანთ, თუ არა სხვა ქვე­ყა­ნას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს”, - აცხა­დებს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­პა­ტიმ­რო­ში შეს­ვლის ნე­ბარ­თვა აქვს და სა­ა­კაშ­ვილ­თან სა­სა­უბ­რო თემა ძა­ლი­ან ბევ­რია, რო­გორც მის და­კა­ვე­ბას­თან და ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

“რა თქმა უნდა, სა­უბ­რის ყვე­ლა­ზე დიდი წილი და­ეთ­მო­ბა გუ­შინ­დელ, ხვა­ლინ­დელ და ზე­გინ­დელ დღეს, მე­ო­რე ტურ­ში ჩვენს კამ­პა­ნი­ას, მის მო­საზ­რე­ბებს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ უყუ­რებს ის ამ ფაქტს, ზო­გა­დად, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია კამ­პა­ნია. სა­სა­უბ­რო იქ­ნე­ბა, რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბი.

კი­თხვა­ზე, რა პო­ზი­ცია აქვს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფო­თი­დან შე­მო­ვი­და და ე.წ. ტრა­ი­ლერ­ში იყო, ხერ­ხე­უ­ლი­ძე ასე პა­სუ­ხობს:

“ე.ი. მე-7 დღეს უკვე ტრა­ი­ლე­რით შე­მო­ვი­და?! მე რაც ვიცი, ვიცი მე და იცის მა­ნაც. არ ვა­პი­რებ იმა­ზე სა­უ­ბარს, რითი შე­მო­ვი­და. როცა გა­და­წყვეტს ისა­უბ­რებს”, - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შეც­ვა­ლა, რისი დას­ტუ­რიც 2 ოქ­ტომ­ბრის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დღე იყო.

“მის მი­მარ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა უსა­მარ­თლო ნა­ბი­ჯებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით შეც­ვა­ლა და თა­ვის­თა­ვად ამან გავ­ლე­ნა იქო­ნია”, - აცხა­დებს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­თან ცი­ხე­ში შე­აქვს ბეჭ­დუ­რი სა­ხით გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მის და­კა­ვე­ბას მოჰ­ყვა.

“მინ­და ეს წა­ი­კი­თხოს, რად­გან მას არც ტე­ლე­ვი­ზო­რი აქვს და არც სა­ინ­ფორ­მა­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ი­გოს რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და გა­ა­ნა­ლი­ზოს”, - აცხა­დებს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

მისი თქმით, მათი ბრძო­ლის გზა რე­ჟი­მის და­სას­რუ­ლის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, მო­უ­წო­დებს თუ არა სა­ა­კაშ­ვილს შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის­კენ, ხერ­ხე­უ­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს ადა­მი­ა­ნუ­რი პო­ზი­ცი­ით ეტყვის, რომ შე­წყვი­ტოს პრო­ტეს­ტის ეს ფორ­მა.

"მე ვე­რა­ფერს მო­ვუ­წო­დებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ის პო­ლი­ტი­კო­სი, რომ­ლის მო­წო­დე­ბებ­საც სხვე­ბი იზი­ა­რე­ბენ. მე უბ­რა­ლოდ, შე­მიძ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი პო­ზი­ცი­ი­დან ვუ­თხრა, რომ ნამ­დვი­ლად არ ღირს ჯან­მრთე­ლო­ბის შერ­ყე­ვა რე­ჟიმ­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად, იმი­ტომ, რომ ახლა, ის ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ჯან­მრთე­ლი, ღო­ნი­ე­რი და იმის­თვის, რომ ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ და სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი გეგ­მა, სა­ჭი­როა მისი მხნედ ყოფ­ნა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მალე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, ძა­ლი­ან მალე და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­როს. რო­გორ? ვნა­ხავთ, ყვე­ლა ერ­თად", - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხერხეულიძეს
16

გულში ჩაიკარი, არსად დაგეკარგოს...

მიხო
11

ეს რომ ცნობად სახედ ყავთ, იმას ხმა როგორ უნდა მისცე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს, როგორ? ყველა ერთად ვნახავთ" - ეკა ხერხეულიძე

"სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს, როგორ? ყველა ერთად ვნახავთ" - ეკა ხერხეულიძე

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, იმიტომ, რომ ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც მან სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც სააკაშვილის სანახავად შევიდა.

ეკა ხერხეულიძის თქმით, ბევრი რამ შეუძლია პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, მაგრამ მისთვის აქ სასიხარულო არაფერია.

„ერთის მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება და ამას ხშირ შემთხვევაში, ვერ აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, იმიტომ, რომ ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მტკიცე პოზიციაზე, რამდენად დასაშვები იქნება ეს ფაქტი. უბრალოდ ეს არჩევანია - ჩვენ გავატანთ, თუ არა სხვა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილს”, - აცხადებს ხერხეულიძე.

მისი განმარტებით, საპატიმროში შესვლის ნებართვა აქვს და სააკაშვილთან სასაუბრო თემა ძალიან ბევრია, როგორც მის დაკავებასთან და ასევე, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, საუბრის ყველაზე დიდი წილი დაეთმობა გუშინდელ, ხვალინდელ და ზეგინდელ დღეს, მეორე ტურში ჩვენს კამპანიას, მის მოსაზრებებს. ძალიან საინტერესოა, როგორ უყურებს ის ამ ფაქტს, ზოგადად, როგორ წარმოუდგენია კამპანია. სასაუბრო იქნება, როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური თემები.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით სააკაშვილი საქართველოში ფოთიდან შემოვიდა და ე.წ. ტრაილერში იყო, ხერხეულიძე ასე პასუხობს:

“ე.ი. მე-7 დღეს უკვე ტრაილერით შემოვიდა?! მე რაც ვიცი, ვიცი მე და იცის მანაც. არ ვაპირებ იმაზე საუბარს, რითი შემოვიდა. როცა გადაწყვეტს ისაუბრებს”, - განაცხადა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ პოლიტიკური ვითარება შეცვალა, რისი დასტურიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღე იყო.

“მის მიმართა განხორციელებულმა უსამართლო ნაბიჯებმა განსაკუთრებით შეცვალა და თავისთავად ამან გავლენა იქონია”, - აცხადებს ხერხეულიძე.

მისი თქმით, სააკაშვილთან ციხეში შეაქვს ბეჭდური სახით გამოხმაურებები, რომელიც მის დაკავებას მოჰყვა.

“მინდა ეს წაიკითხოს, რადგან მას არც ტელევიზორი აქვს და არც საინფორმაციო შესაძლებლობა, გაიგოს რა ხდება ქვეყანაში და გაანალიზოს”, - აცხადებს ხერხეულიძე.

მისი თქმით, მათი ბრძოლის გზა რეჟიმის დასასრულისკენაა მიმართული.

რაც შეეხება კითხვას, მოუწოდებს თუ არა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, ხერხეულიძის განმარტებით, სააკაშვილს ადამიანური პოზიციით ეტყვის, რომ შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა.

"მე ვერაფერს მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის მოწოდებებსაც სხვები იზიარებენ. მე უბრალოდ, შემიძლია ადამიანური პოზიციიდან ვუთხრა, რომ ნამდვილად არ ღირს ჯანმრთელობის შერყევა რეჟიმთან დასაპირისპირებლად, იმიტომ, რომ ახლა, ის ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი, ღონიერი და იმისთვის, რომ ჩვენ განვახორციელოთ და სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენი გეგმა, საჭიროა მისი მხნედ ყოფნა. სააკაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება, ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. როგორ? ვნახავთ, ყველა ერთად", - განაცხადა ხერხეულიძემ.