სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას საქმიანობს დემნა გვასალიას ძმა, რომელსაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ - სოხუმელი ძმების გზა ემიგრაციიდან მოდის მწვერვალამდე
რას საქმიანობს დემნა გვასალიას ძმა, რომელსაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ - სოხუმელი ძმების გზა ემიგრაციიდან მოდის მწვერვალამდე

დემ­ნა გვა­სა­ლია დღეს ის სა­ხე­ლი და გვა­რია, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვა­დაც უკვე ბრენ­დად იქცა და მსოფ­ლიო იც­ნობს. წლე­ვან­დე­ლი "მეთ გალა" სა­ერ­თო­დაც დემ­ნას ბე­ნე­ფი­სად იქცა, რად­გან ვარ­სკვლა­ვე­ბის დიდ ნა­წილს მისი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ჰქონ­და მორ­გე­ბუ­ლი - ჯას­ტინ ბი­ბე­რის ჩა­ჩა­ჩულ შარ­ვალ­ზე და თავ­ფე­ხი­ა­ნად შა­ვებ­ში გა­მო­წყო­ბილ კიმ კარ­და­ში­ან­ზე ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს ისა­უბ­რე­ბენ.

რა ხა­ნია, დემ­ნამ სა­კუ­თა­რი სი­ტყვა თქვა მსოფ­ლიო მო­და­ში, ჯერ თა­ვი­სი ბრენ­დით - ვე­ტე­მენტსით, ახლა კი "ბა­ლენ­სი­ა­გას" სა­ხე­ლით. ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბით თუ 1990-ია­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბით არა­ერ­თი მო­დე­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა სცე­ნა­ზე და მისი ყო­ვე­ლი ახა­ლი კო­ლექ­ცია რა­ღაც ახალს ამ­ბობს, გარ­და იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დის სტან­დარ­ტებს სრუ­ლი­ად ატ­რი­ა­ლებს.

"ჩემი სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის, ამ­ბის მო­თხრო­ბა მინ­დო­და. ამით და­ვუბ­რუნ­დი ნამ­დვილ ფეს­ვებს ჩემს ნაღ­ვლი­ან ქვე­ყა­ნა­ში. დიდი ზო­მის ტან­საც­მე­ლი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის გარ­დე­რო­ბი­და­ნაა, მათ მა­შინ ფული ჰქონ­დათ, მე კი წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, თუ სა­ერ­თოდ არ­სე­ბობ­და მოდა”, – ამ­ბობ­და გვა­სა­ლია ძმას­თან ერ­თად შექ­მნი­ლი ბრენ­დის "ვე­ტე­მენტსის" ერთ-ერთი ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ.

ბევ­რმა არ იცის, რომ დემ­ნას სა­ხე­ლი მო­დის სამ­ყა­რო­ში თავ­და­პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ ბრენ­დის სა­ხე­ლით გა­ის­მა, რო­მე­ლიც მან და მის­მა უმ­ცროს­მა ძმამ - გუ­რამ გვა­სა­ლი­ამ შექ­მნეს. ბი­ჭე­ბი სო­ხუმ­ში და­ი­ბად­ნენ, მერე მცი­რე ხანს ომის შემ­დეგ თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, შემ­დეგ - უკ­რა­ი­ნა­ში, მერე კი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვიდ­ნენ.

"ჩემი ოჯა­ხი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­დან დი­უ­სელ­დორფში 2000 წელს გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­რჩი. სწო­რედ აქ მივ­ხვდი, რა მინ­დო­და. ეკო­ნო­მი­კის გარ­კვე­უ­ლი სა­ფუძ­ვლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვის­წავ­ლე, რად­გან ჩემს მშობ­ლებს არ სჯე­რო­დათ, რომ დი­ზა­ი­ნე­რო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და რე­ა­ლუ­რი პრო­ფე­სია ყო­ფი­ლი­ყო. სწო­რედ ამი­ტომ ეკო­ნო­მი­კა­ში ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ავი­ღე და როცა გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვე­დი, ოჯახ­ში გაჩ­ნდა იდეა, რომ ბან­კში და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, მე გა­დავ­წყვი­ტე დი­უ­სელ­დორფში მა­ინც ის გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც რე­ა­ლუ­რად მინ­დო­და. სწო­რედ ამი­ტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ან­ტვერ­პენ­ში და­ვი­წყე სწავ­ლა" - იხ­სე­ნებს დემ­ნა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Schiaparelli
2

ქართულ მოდა ბევრი კარგი წარმომადგენელი ყავს. ნუ გვასალიაები ლიდერები არიან რა თქმა უნდა. ჯერჯერობით ერთიანი ფრონტი ვერ შეიქმნა ქართული მოდის, მაგრამ ალბათ დრო მოვა და ესეც მოხდება

ქეთი
12

დემნა მიყვარხარ! ბიძნასავით გოიმებზე ფულის შოვნის სენთი რო გაქვს მაგიტომ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რას საქმიანობს დემნა გვასალიას ძმა, რომელსაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ - სოხუმელი ძმების გზა ემიგრაციიდან მოდის მწვერვალამდე

რას საქმიანობს დემნა გვასალიას ძმა, რომელსაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ - სოხუმელი ძმების გზა ემიგრაციიდან მოდის მწვერვალამდე

დემნა გვასალია დღეს ის სახელი და გვარია, რომელიც თავისთავადაც უკვე ბრენდად იქცა და მსოფლიო იცნობს. წლევანდელი "მეთ გალა" საერთოდაც დემნას ბენეფისად იქცა, რადგან ვარსკვლავების დიდ ნაწილს მისი ექსპერიმენტები ჰქონდა მორგებული - ჯასტინ ბიბერის ჩაჩაჩულ შარვალზე და თავფეხიანად შავებში გამოწყობილ კიმ კარდაშიანზე ალბათ კიდევ დიდხანს ისაუბრებენ.

რა ხანია, დემნამ საკუთარი სიტყვა თქვა მსოფლიო მოდაში, ჯერ თავისი ბრენდით - ვეტემენტსით, ახლა კი "ბალენსიაგას" სახელით. ქართული წარწერებით თუ 1990-იანების საქართველოში აქტუალური დეტალებით არაერთი მოდელი გამოიყვანა სცენაზე და მისი ყოველი ახალი კოლექცია რაღაც ახალს ამბობს, გარდა იმისა, რომ თანამედროვე მოდის სტანდარტებს სრულიად ატრიალებს.

"ჩემი საკუთარი ისტორიის, ამბის მოთხრობა მინდოდა. ამით დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მათ მაშინ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა”, – ამბობდა გვასალია ძმასთან ერთად შექმნილი ბრენდის "ვეტემენტსის" ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ.

ბევრმა არ იცის, რომ დემნას სახელი მოდის სამყაროში თავდაპირველად სწორედ ამ ბრენდის სახელით გაისმა, რომელიც მან და მისმა უმცროსმა ძმამ - გურამ გვასალიამ შექმნეს. ბიჭები სოხუმში დაიბადნენ, მერე მცირე ხანს ომის შემდეგ თბილისში ცხოვრობდნენ, შემდეგ - უკრაინაში, მერე კი ემიგრაციაში წავიდნენ.

"ჩემი ოჯახი ყოფილი საბჭოთა საქართველოდან დიუსელდორფში 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში დავრჩი. სწორედ აქ მივხვდი, რა მინდოდა. ეკონომიკის გარკვეული საფუძვლები საქართველოში ვისწავლე, რადგან ჩემს მშობლებს არ სჯეროდათ, რომ დიზაინერობა შეიძლებოდა რეალური პროფესია ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი ავიღე და როცა გერმანიაში ჩავედი, ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ ბანკში დამეწყო მუშაობა, თუმცა, მე გადავწყვიტე დიუსელდორფში მაინც ის გამეკეთებინა, რაც რეალურად მინდოდა. სწორედ ამიტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა" - იხსენებს დემნა ერთ-ერთ ინტერვიუში...წაიკითხეთ სრულად