სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არავინ იცის სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის, ქუთაისის აეროპორტში თუ სხვა რომელიმე ადგილას დაეშვება" - ნუგზარ წიკლაური
"არავინ იცის სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის, ქუთაისის აეროპორტში თუ სხვა რომელიმე ადგილას დაეშვება" - ნუგზარ წიკლაური

არა­ვინ იცის სა­ა­კაშ­ვი­ლის თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში თუ სხვა რო­მე­ლი­მე ად­გი­ლას და­ეშ­ვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუკი მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა 43%-ს ვერ აი­ღებს, რაც შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, ოპო­ზი­ცია და­ი­წყებს მშვი­დო­ბი­ან, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს.

"დე­მოკ­რა­ტია ვერ იმუ­შა­ვებს ასე, რომ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ ფი­გუ­რას უთხრა "შენ არ ჩა­მოხ­ვი­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე მო­ვი­გებ ყვე­ლა არ­ჩევ­ნებს." ყვე­ლას­თვის ცხა­დია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის.

პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა არა იმის გამო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­დის. მა­გა­ლი­თად ერთი წლის წინ, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი იყო, მა­შინ არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამან ხელი შე­უ­შა­ლა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­ე­ყალ­ბე­ბი­ნა, პირ­და­პირ გა­და­ე­წე­რა ოქ­მე­ბი, ფეხ­ქვეშ გა­ე­თე­ლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება?! რო­დე­საც იყო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, მა­შინ აქ არ ყო­ფი­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლი, მაგ­რამ შე­უ­შა­ლა ამან ხელი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას," რომ ზი­ზღით სავ­სე პლა­კა­ტე­ბი და ბა­ნე­რე­ბი გა­მო­ე­ფი­ნა და ყო­ფი­ლი­ყო ტე­რო­რის კამ­პა­ნია?! - ეს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, ჩვენ ნამ­დვი­ლად ვერ ავ­ყვე­ბით, ქვე­ყა­ნა არის გა­და­სარ­ჩე­ნი.

არა­ვინ არ იცის ეს თვითმფრი­ნა­ვი და­ეშ­ვე­ბა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში თუ კი­დევ სხვა რო­მე­ლი­მე ად­გი­ლას. ამ­დე­ნი ხალ­ხი ახლა ვერ და­ი­წყებს სი­ა­რულს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუკი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­მარ­ცხდა და ყვე­ლა ინ­დი­კა­ცია დღეს სა­ხე­ზეა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მარ­ცხდე­ბა, ვერ აგ­რო­ვებს არა თუ 43%, 35%-საც კი, ამის შემ­დეგ ყველ­გან და­ი­წყე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
21

ოცნება მოსახლეობასთან ერთად გაიმარჯვებს

ნანა
3

მაშ სად მიჰყავს თაკო ჩარკვიანს თავისი არმია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"არავინ იცის სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის, ქუთაისის აეროპორტში თუ სხვა რომელიმე ადგილას დაეშვება" - ნუგზარ წიკლაური

"არავინ იცის სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის, ქუთაისის აეროპორტში თუ სხვა რომელიმე ადგილას დაეშვება" - ნუგზარ წიკლაური

არავინ იცის სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის, ქუთაისის აეროპორტში თუ სხვა რომელიმე ადგილას დაეშვება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი მმართველი პოლიტიკური ძალა 43%-ს ვერ აიღებს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით იყო განსაზღვრული, ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიან, საპროტესტო გამოსვლებს.

"დემოკრატია ვერ იმუშავებს ასე, რომ ყველაზე რეიტინგულ ფიგურას უთხრა "შენ არ ჩამოხვიდე საქართველოში, მე მოვიგებ ყველა არჩევნებს." ყველასთვის ცხადია, რომ სააკაშვილი არის პერსონიფიცირებული სიმბოლო საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში შეიქმნა არა იმის გამო, რომ სააკაშვილი ჩამოდის. მაგალითად ერთი წლის წინ, როდესაც არჩევნები იყო, მაშინ არ ყოფილა საქართველოში, ამან ხელი შეუშალა "ქართულ ოცნებას" გაეყალბებინა, პირდაპირ გადაეწერა ოქმები, ფეხქვეშ გაეთელა ქართველი ხალხის ნება?! როდესაც იყო საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ აქ არ ყოფილა სააკაშვილი, მაგრამ შეუშალა ამან ხელი "ქართულ ოცნებას," რომ ზიზღით სავსე პლაკატები და ბანერები გამოეფინა და ყოფილიყო ტერორის კამპანია?! - ეს დაუსრულებელი ამბავია, ჩვენ ნამდვილად ვერ ავყვებით, ქვეყანა არის გადასარჩენი.

არავინ არ იცის ეს თვითმფრინავი დაეშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტში თუ კიდევ სხვა რომელიმე ადგილას. ამდენი ხალხი ახლა ვერ დაიწყებს სიარულს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი, "ქართული ოცნება" დამარცხდა და ყველა ინდიკაცია დღეს სახეზეა, რომ "ქართული ოცნება" მარცხდება, ვერ აგროვებს არა თუ 43%, 35%-საც კი, ამის შემდეგ ყველგან დაიწყება მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.