ავტორი:

"ერთი სანერვიულო თემა მოხსნილია... "ფაიზერს" მითითებული ვარგისიანობის ვადა გაუხანგრძლივდა 3 თვით" - რას წერს კულუმბეგოვი?

"ერთი სანერვიულო თემა მოხსნილია... "ფაიზერს" მითითებული ვარგისიანობის ვადა გაუხანგრძლივდა 3 თვით" - რას წერს კულუმბეგოვი?

ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ საქართველოში არსებული "ფაიზერის" დოზები გაფუჭდებოდა, რადგან მათ ვადა ნოემბერში გასდით.

ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოსა დირექტორი თენგიზ ცერცვაძეს გამოეხმაურდა და აღნიშნა, რომ თუ ხალხი დროულად არ აიცრება ვაქცინა ნამდვილად გაფუჭდება.

"ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: "მე გავიკეთებ მხოლოდ "ფაიზერს“ და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა, "ფაიზერი“ გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი. "ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი "ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს "სინოვაკი“, "სინოფარმი“ , "ასტრაზენეკა“, მივიღებთ "ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცოტა ხნის წინ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, აღნიშნულ თემაზე სანერვიულო აღარაფერია. მან ამის დასტურად კვლევები მოიყვანა, რომლის თანახმად ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინას მითითებული ვარგისიანობის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივდათ.

"ერთი სანერვიულო თემა მოხსნილია, ვაქცინები აღარ გვიფუჭდება. FDA - იმ 22 სექტემბერს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინას მითითებული ვარგისიანობის ვადა გაუხანგრძლივდა 3 თვით!" - წერს კულუმბეგოვი.