სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღეთ, რომ საქართველოში ჩახვიდეთ" - მიხეილ სააკაშვილი
"მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღეთ, რომ საქართველოში ჩახვიდეთ" - მიხეილ სააკაშვილი

მინ­და მივ­მარ­თო უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს. ახლა არის დრო, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ ბი­ლე­თი აი­ღოთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩახ­ვი­დეთ, ახლა წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბედი. მე ეს ვიცი, იგი­ვეს გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ“,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მუხ­ტი იწე­ვა, გან­წყო­ბა საბ­რძო­ლოა და გა­მარ­ჯვე­ბა ახ­ლოს არის.

„მინ­და მივ­მარ­თო უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს. ახლა არის დრო, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ ბი­ლე­თი აი­ღოთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩახ­ვი­დეთ, ახლა წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბედი. მე ეს ვიცი, იგი­ვეს გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ. მე­ო­რე, ვი­საც არ შე­უძ­ლია იმის გამო, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბი არ აქვს წეს­რიგ­ში, სამ­სა­ხუ­რი არ აძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, და­უ­რე­კეთ ახ­ლობ­ლებს და ნა­თე­სა­ვებს, უთხა­რით, რომ ყვე­ლა­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ვიდ­ნენ. არა­ვინ ჩა­მო­უშ­ვას ხე­ლე­ბი! ეს არის გა­დამ­წყვე­ტი დრო! მე­გობ­რე­ბო, ის დროა, რო­დე­საც ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­დავ­დოთ, ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჩავ­დოთ გა­მარ­ჯვე­ბა­ში, რო­მე­ლიც არის ახ­ლოს“, -აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა,

„მუხ­ტი იწე­ვა, გან­წყო­ბა საბ­რძო­ლოა, გა­მარ­ჯვე­ბა ახ­ლო­საა“,- აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტავს, რე­ფე­რენ­დუ­მის დღე ახ­ლოს არის.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შიდა კვლე­ვე­ბით, იმ სა­ნუკ­ვარ 43%-ს ახ­ლოც ვერ უახ­ლოვ­დე­ბა. ეს მათ­თვის ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვია. ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვია, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­უ­ხე­და­ვად მათი ძა­ხი­ლი­სა, რომ ეს არის მხო­ლოდ შიდა არ­ჩევ­ნე­ბი და გა­ვიდ­ნენ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი­დან, გა­მო­აგ­ზავ­ნა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო დე­ლე­გა­ცია. ეს არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა ევ­რო­პა­ში, უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რი აკ­ვირ­დე­ბა ფორ­მა­ლუ­რად ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს. მათი იცი­ან, რომ ეს ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი არ არის მხო­ლოდ. ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე. მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას, ჩვენ ახლა გვმარ­თებს ერ­თი­ა­ნო­ბა, ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტით უნდა შე­ვი­დეთ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ყალ­ბე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, უნდა იყოს ფარ­თო კო­ა­ლი­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა, უნდა შევ­ძლოთ ერ­თად ამ გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოც­ვლა. ახლა ძვე­ლი ქიშ­პო­ბა, კბე­ნა უნდა და­ვი­ვი­წყოთ, თუ, რა თქმა უნდა, ვი­ღაც პირ­და­პირ ივა­ნიშ­ვილ­ზე არ მუ­შა­ობს და მის­გან არ იღებს ამის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბას. აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხია, მომ­წონს „გირ­ჩის“, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის ხალ­ხი, დიდი სი­ურპრი­ზია, რომ „ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ას“ ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდო­ბა ჰყავს, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ჰყავს ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხი, უამ­რა­ვი სხვა ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოა“,- აღ­ნიშ­ნავს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩემი ბრძოლა
20

ეჰ რა გულ ანთებული ბოლშევიკი იქნებოდი ერთი ასი წლით ადრე რო დაბადებულიყავი ))) ბრძოლისაკენ მოწოდებები, ტყილები, ძალაუფლებისაკენ დაუოკებელი ლტოლვა, პოპულიზმი... იმიტომაც იყო ქვეყანა ერთი პარტიის სრული კონტროლის ქვეშ 9 წლის განმავლობაში. მოკლედ სულით მარქსისტი ხარ უბრალოდ დროში ხარ აცხენილი. ისე ოცნებაც ცდილობს შენს გზას დაადგეს ვნახოთ რა გამოვა)))

Ariel
22

მერამდენედ მოდიხარ მიჰააა, მერამდენედ უნდა ააღებინო ბილეთები ემიგრანტებს და მერე უთხრა მე ვერ მივდივარო, ეჰ შენც კარგი ბოცვერი ხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღეთ, რომ საქართველოში ჩახვიდეთ" - მიხეილ სააკაშვილი

"მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღეთ, რომ საქართველოში ჩახვიდეთ" - მიხეილ სააკაშვილი

მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა და გამარჯვება ახლოს არის.

„მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ. მეორე, ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ ახლობლებს და ნათესავებს, უთხარით, რომ ყველანი არჩევნებზე მივიდნენ. არავინ ჩამოუშვას ხელები! ეს არის გადამწყვეტი დრო! მეგობრებო, ის დროა, როდესაც ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, ყველაფერი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს“, -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება,

„მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა, გამარჯვება ახლოსაა“,- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილის განმარტავს, რეფერენდუმის დღე ახლოს არის.

„ქართული ოცნება“ შიდა კვლევებით, იმ სანუკვარ 43%-ს ახლოც ვერ უახლოვდება. ეს მათთვის ძალიან ცუდი ამბავია. ძალიან ცუდი ამბავია, რომ ევროპარლამენტმა მიუხედავად მათი ძახილისა, რომ ეს არის მხოლოდ შიდა არჩევნები და გავიდნენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან, გამოაგზავნა სადამკვირვებლო დელეგაცია. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ევროპაში, უახლეს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი აკვირდება ფორმალურად ადგილობრივ არჩევნებს. მათი იციან, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ არის მხოლოდ. ეს არის რეფერენდუმი ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. მინდა ვუთხრა ყველა ოპოზიციურ ძალას, ჩვენ ახლა გვმართებს ერთიანობა, ერთიანი ფრონტით უნდა შევიდეთ განსაკუთრებით გაყალბებების წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, უნდა იყოს ფართო კოალიციური შეთანხმება, უნდა შევძლოთ ერთად ამ გარდამავალ პერიოდში სიტუაციის გამოცვლა. ახლა ძველი ქიშპობა, კბენა უნდა დავივიწყოთ, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაც პირდაპირ ივანიშვილზე არ მუშაობს და მისგან არ იღებს ამისთვის ანაზღაურებას. აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგი ხალხია, მომწონს „გირჩის“, ზურაბ ჯაფარიძის ხალხი, დიდი სიურპრიზია, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ ძალიან კარგი ახალგაზრდობა ჰყავს, ელენე ხოშტარიას ჰყავს ძალიან კარგი ხალხი, უამრავი სხვა ჯგუფია, რომელიც საინტერესოა“,- აღნიშნავს სააკაშვილი.