სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნიკა მელიამ ეს შეიძლება გაიგოს, როგორც "მწვანე შუქი" შემდგომი პროვოკაციებისთვის" - მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის განცხადებას უწუნებს
"ნიკა მელიამ ეს შეიძლება გაიგოს, როგორც "მწვანე შუქი" შემდგომი პროვოკაციებისთვის" - მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის განცხადებას უწუნებს

ნი­კა­ნორ მე­ლი­ას ქმე­დე­ბა უნდა შე­ფა­სე­ბუ­ლი­ყო, მან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ამ შემ­თხვე­ვა­ში ევ­რო­კავ­ში­რის ოფის­საც იმი­ტომ, რომ ის შე­დი­ო­და ევ­რო­კავ­ში­რის ოფის­ში და რო­დე­საც ასეთ რა­ღა­ცას აკე­თებს ფორ­მა­ლუ­რი თავ­მჯდო­მა­რე მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის, ეს, რა თქმა უნდა, სა­ჭი­რო­ებს ძა­ლი­ან მძი­მე შე­ფა­სე­ბას, თუმ­ცა ჩვენ ასე­თი შე­ფა­სე­ბა ვერ მო­ვის­მი­ნეთ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, კარლ ჰარ­ცე­ლის გან­ცხა­დე­ბას. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კარლ ჰარ­ცე­ლის „მე­ტის­მე­ტად რბი­ლი“ გან­ცხა­დე­ბა შე­საძ­ლოა, ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ გა­ი­გოს რო­გორც „მწვა­ნე შუქი" შემ­დგო­მი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­თვის“.

"შე­ფა­სე­ბა იყო სა­ჭი­რო და ეს შე­ფა­სე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო მკა­ფიო. რა თქმა უნდა, რო­დე­საც ასე­თი მძი­მე პრო­ვო­კა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ამას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბა. ასე­თი შე­ფა­სე­ბა არ არის სა­ხე­ზე ასეთ შემ­თხვე­ვა­ში.

სწო­რედ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა, გახ­დეს ერ­თგვა­რი "მწვა­ნე შუქი" ნი­კა­ნორ მე­ლი­ას­თვის იმი­სათ­ვის, რომ მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და­მა­ტე­ბით ახა­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არის ძა­ლი­ან ცუდი. სა­ჭი­როა, მკა­ფიო შე­ფა­სე­ბა იმი­სა, რაც გა­ა­კე­თა ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ. გან­ცხა­დე­ბა იყო მე­ტის­მე­ტად რბი­ლი და ეს მე­ტის­მე­ტად რბი­ლი ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ, რო­მელ­საც ისე­დაც აქვს ინ­ტე­ლექ­ტის პრობ­ლე­მა, შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოს, რო­გორც "მწვა­ნე შუქი" შემ­დგო­მი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ჰარ­ცე­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი. მისი გან­მარ­ტე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის ოფის­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია იყო.

"წა­ვი­კი­თხე კარლ ჰარ­ცე­ლის გან­ცხა­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ მან არ დაგ­მო ნიკა მე­ლი­ას პრო­ვო­კა­ცია, რო­გორც მე მივ­ხვდი ამ გან­ცხა­დე­ბი­დან. სა­უ­ბა­რია, თით­ქოს პარ­ტი­ის ორი ლი­დე­რი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­და. პირ­და­პირ ეთერ­ში ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რაც მოხ­და. მოხ­და ის, რომ ნიკა მე­ლია პირ­და­პირ მი­ეჭ­რა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, რო­დე­საც ის კო­მენ­ტარს აკე­თებ­და და მი­ეჭ­რა ორ­ჯერ - შემ­დეგ როცა მან მან­ქა­ნის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლა. ამი­ტომ, სამ­წუ­ხა­როა, რომ კარლ ჰარ­ცელ­მა არ დაგ­მო ეს პრო­ვო­კა­ცია. მე იმე­დი მაქვს, რომ ნიკა მე­ლია და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ გან­ცხა­დე­ბას არ გა­ი­გებს, რო­გორც წა­ხა­ლი­სე­ბას მათი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა. რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გა­დად იქ, უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო. ინ­ცი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი ვინც იყო იქ. ეს იყო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და ნიკა მე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კარლ ჰარ­ცე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ოფის­თან ნიკა მე­ლი­ა­სა და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ვწუხ­ვარ, რომ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფი­სის წინ, ორი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ აგ­რე­სია გა­მო­ხა­ტა. თუმ­ცა, მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ ერთ–ერ­თმა მათ­გან­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას შემ­დგომ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და.

ასე­ვე, შე­მაშ­ფო­თა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ შექ­მნილ­მა, უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ, რომ­ლის შე­სა­ხებ მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და ჰარ­ცელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
46

ასე იწყება კურსის ცვლილება, ჯერ შეფასებების დაწუნებით, მერე განაწყენებით და მერე უარის თქმით ევროპულ გზაზე.

დ.დ.
18

არის კიდეც პირდაპირი წაქეზება და მოწოდებაც, რომ ასე გააგრძელოს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ნიკა მელიამ ეს შეიძლება გაიგოს, როგორც "მწვანე შუქი" შემდგომი პროვოკაციებისთვის" - მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის განცხადებას უწუნებს

"ნიკა მელიამ ეს შეიძლება გაიგოს, როგორც "მწვანე შუქი" შემდგომი პროვოკაციებისთვის" - მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის განცხადებას უწუნებს

ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფისსაც იმიტომ, რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში და როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარლ ჰარცელის „მეტისმეტად რბილი“ განცხადება შესაძლოა, ნიკანორ მელიამ გაიგოს როგორც „მწვანე შუქი" შემდგომი პროვოკაციებისთვის“.

"შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. ასეთი შეფასება არ არის სახეზე ასეთ შემთხვევაში.

სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება, გახდეს ერთგვარი "მწვანე შუქი" ნიკანორ მელიასთვის იმისათვის, რომ მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი. საჭიროა, მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც "მწვანე შუქი" შემდგომი პროვოკაციებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰარცელის განცხადებას ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი. მისი განმარტებით, ევროკავშირის ოფისთან მომხდარი ინციდენტის ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია იყო.

"წავიკითხე კარლ ჰარცელის განცხადება. სამწუხაროა, რომ მან არ დაგმო ნიკა მელიას პროვოკაცია, როგორც მე მივხვდი ამ განცხადებიდან. საუბარია, თითქოს პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. პირდაპირ ეთერში ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. მოხდა ის, რომ ნიკა მელია პირდაპირ მიეჭრა ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის კომენტარს აკეთებდა და მიეჭრა ორჯერ - შემდეგ როცა მან მანქანისკენ გადაინაცვლა. ამიტომ, სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას არ გაიგებს, როგორც წახალისებას მათი პროვოკაციებისა. რაც შეეხება, ზოგადად იქ, უსაფრთხოების კუთხით ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო. ინციდენტის ინიციატორი ვინც იყო იქ. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

"ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან“, - განაცხადა ჰარცელმა.