ავტორი:

ტოპ 5 წიგნის აქსესუარი, რომელიც მოსწავლეს  უნდა ჰქონდეს

ტოპ 5 წიგნის აქსესუარი, რომელიც მოსწავლეს  უნდა ჰქონდეს

ახალი სასწავლო წლის დაწყება - ახალ სასკოლო ნივთებთან და ლამაზ აქსესუარებთან ასოცირდება, რომელიც მოსწავლეებს ახალისებს და სასწავლო პროცესისთვის განაწყობს. ლამაზი სასკოლო აქსესუარები დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ბავშვზე და სწავლის მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. როცა ახალი და საინტერესო აქსესუარები გაქვს, მისი გამოყენება მეცადინეობის პროცესს გაცილებით სასიამოვნოს ხდის.

წარმოგიდგენთ ტოპ 5 ყველაზე პოპულარულ წიგნის აქსესუარს, რომელიც ნებისმიერი მოსწავლისთვის სასურველი იქნება.

1. წიგნის სანათები

წიგნის მინი სანათები მაგრდება უშუალოდ წიგნზე და ძალიან პრაქტიკულია გამოსაყენებლად. მას თეთრი სინათლე აქვს, რომელიც არ ღლის თვალს. წიგნის სანათი ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური აქსესუარი გახდა არა მარტო მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, არამედ ზოგადად წიგნების მოყვარულებისთვისაც. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს. ის შეგიძლიათ ატაროთ ყველგან, რადგან არ იკავებს დიდ ადგილს. შეგიძლიათ იკითხოთ ნებისმიერ ადგილას და არ დაგჭირდებათ დენის წყარო. შეძლებთ იკითხოთ წამოწოლილ მდგომარეობაში. წიგნის სანათი იდეალურია ღამე საკითხავადაც, როცა ოთახში არ ხართ მარტო და არ გინდათ, შუქის ანთებით შეაწუხოთ ოჯახის წევრები.

„ბიბლუსში“ იპოვით როგორც ფერად წიგნის სანათებს, ასევე ორიგინალური დიზაინითაც. ძალიან საყვარელი ვარიანტია სანათი-მუხლუხო.

2. სანიშნეები

წიგნის სანიშნე იმ აქსესუარების სიაშია, რომელიც აუცილებლად დაჭირდება სკოლის მოსწავლეს. სანიშნეების მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს: მუყაოს, მაგნიტური, მეტალის თუ სათამაშოს ფორმის. სათამაშოს ფორმის სანიშნეები განსაკუთრებულად დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს გაუხარდებათ, რომელთაც ერთი სული ექნებათ გადაშალონ წიგნი, სადაც საყვარელი ძაღლი, კურდღელი ან სასაცილო ზარმაცა ელოდებათ.

3. წიგნის დამჭერები

წიგნის დამჭერი არანაკლებ საჭირო აქსესუარია. თუ მაგიდაზე დასადგამი რკინის წიგნის ჩასადებები საბჭოთა პერიოდის სკოლას გაგონებთ, პატარა, მინიმალისტური დიზაინის წიგნის სადგამები წარმოდგენას შეგიცვლით. ის არ იკავებს დიდ ადგილს და ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად.

4. საკითხავი სათვალე

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მას აუცილებლად დაჭირდება საკითხავი სათვალე. „ბიბლუსში“ შეძლებთ შეარჩიოთ ნებისმიერი ფერის, ან ხის ჩარჩოიანი სათვალე, რომელიც სპეციალურად მოზარდისთვისაა განკუთვნილი.

5. ტაიმერი

მეცადინეობის დროს, მოსწავლეს კონცენტრაცია და გარკვეული რეჟიმი სჭირდება. ძალიან ეფექტური მეთოდია დროის დანიშვნა. ხშირად, ბავშვი მეცადინეობას გვიანობამდე არ იწყებს, ან შუალედებში ყურადღება სხვა რაღაცაზე გადააქვს და დროს წელავს. ტაიმერი საშუალებას მისცემს მშობელს, კონკრეტული საგნის მეცადინეობისთვის გარკვეული დრო დაუნიშნოს ბავშვს. ამგვარად, ის გაცილებით უფრო მობილიზებული იქნება და ერთგვარ გამოწვებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მას წაახალისებს.

„ბიბლუსი“ წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!