სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს - დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან" - გია ვოლსკი ნიკა მელიაზე
"ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს - დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან" - გია ვოლსკი ნიკა მელიაზე

ეს ხეპ­რე ადა­მი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს - დმა­ნი­სის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი ისე შე­ი­ცხა­დეს, თით­ქოს, უფრთო ან­გე­ლო­ზე­ბი არი­ან, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ნიკა მე­ლი­ა­სა და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი.

რო­გორც ამ კონ­ტექ­სტში ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” სა­დის­ტუ­რი მე­თო­დე­ბით მარ­თვის გარ­და, არა­ფე­რი უკე­თე­ბია.

"ძა­ლა­დო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს ნიკა მე­ლია! ძა­ლა­დო­ბით ათა­სო­ბით ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლე მო­უს­პეს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, შუბ­ლზე ასე­თი ძარ­ღვგა­წყვე­ტი­ლო­ბა! ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ კი­დევ ერთი პერ­ფორ­მან­სი ჩა­ა­ტა­რა, რო­მე­ლიც იმა­ზე ლა­პა­რა­კობს, რომ თურ­მე, მის­თვის ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. ასეთ გან­ცხა­დე­ბებს ეს ხეპ­რე ადა­მი­ა­ნი აკე­თებს. ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვენ­თვის და დმა­ნი­სის ინ­ცი­დენ­ტის შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე და­ვა­კა­ვეთ. მათ ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ ისე­თი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­გო­რიც არის ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა?! რა უქ­ნეს კობა და­ვი­თაშ­ვილს, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს?!ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ცე­მით სიკ­ვდი­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნეს", - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი ნიკა მე­ლია ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ოფის­თან მოხ­და. კო­ბა­ხი­ძემ და მე­ლი­ამ ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბი­თაც მი­მარ­თეს.

რო­დე­საც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს აკე­თებ­და, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­ში შეხ­ვედ­რა­ზე მი­სულ­მა ნიკა მე­ლი­ამ და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე დმა­ნის­ში მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა, რა­საც მოჰ­ყვა ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკა-კა
12

გეთანხმებით ბატონო გია, მაგრამ მაგ უვარგისებთან კოჰაბიტაცია ვინ გააჩაღა?

ალექს
1

უფრთო სად გაიგე, ხოჯევაქნზე ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს - დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან" - გია ვოლსკი ნიკა მელიაზე

"ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს - დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან" - გია ვოლსკი ნიკა მელიაზე

ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს - დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან, - ასე ეხმაურება ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

როგორც ამ კონტექსტში ვოლსკიმ განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობას” სადისტური მეთოდებით მართვის გარდა, არაფერი უკეთებია.

"ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია! ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს. წარმოუდგენელია, შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა! ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია. ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი აკეთებს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტის შესაძლო დამნაშავე დავაკავეთ. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება?! რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს?!ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.

როდესაც ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მისულმა ნიკა მელიამ და ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.