სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 1-ლ ლექციას ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს - ქართველოლოგიის ახალი პროგრამა: "ეს ამერიკის ისტორიაში პირველად ხდება"
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 1-ლ ლექციას ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს - ქართველოლოგიის  ახალი პროგრამა: "ეს ამერიკის ისტორიაში პირველად ხდება"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი ძა­ლის­ხმე­ვით, პირ­ვე­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მა ამოქ­მედ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პროგ­რა­მა ხელს შე­უ­წყობს სტუ­დენ­ტე­ბის ახა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდას, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს სა­მეც­ნი­ე­რო და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ წრე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ კვლე­ვე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ცოდ­ნის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან.

ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრში და­ი­წყებს, ხელს შე­უ­წყობს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და პო­ლი­ტი­კის, ასე­ვე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის შე­სა­ხებ აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბას და გაც­ვლას. პროგ­რა­მა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კვლე­ვე­ბი კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის აკა­დე­მი­უ­რი და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის და სას­წავ­ლო გაც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მათ შო­რის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებ­სა და არ­ქი­ვებ­ში, კვლე­ვი­თი და კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, ქარ­თვე­ლი და ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი და მკვლე­ვა­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას.

"კარ­გად უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს სა­ქარ­თვე­ლო არა მარ­ტო კულ­ტუ­რის სფე­რო­ში, არა­მედ ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში" - დე­ვი­სის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრი ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­ი­წყებს, პირ­ველ ლექ­ცი­ას 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წა­ი­კი­თხავს, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მის სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ფაქ­ტი ის­ტო­რი­უ­ლია და ეს ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­შიც პირ­ვე­ლად ხდე­ბა.

„დღეს ჩვენ ჭეშ­მა­რი­ტად ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას და­ვეს­წა­რით. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრი ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­ი­წყებს. ეს უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ფაქ­ტის ის­ტო­რი­უ­ლო­ბა ასე­ვე მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ეს ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­შიც პირ­ვე­ლად ხდე­ბა. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რომ სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­ეც­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას, ლი­ტე­რა­ტუ­რას, პო­ლი­ტი­კას. მინ­და ასე­ვე ხაზი გა­ვუს­ვა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც ამ პროგ­რა­მის ეგი­დით წა­რი­მარ­თე­ბა. პროგ­რა­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყებს და პირ­ვე­ლი ლექ­ცი­ით გა­იხ­სნე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წა­ი­კი­თხავს“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მაა. ეს იქ­ნე­ბა ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი ცენ­ტრი. ეს, დიდი ხნის წინ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, მე თუ მკი­თხავთ, - ამის შე­სა­ხებ დე­ვი­სის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრა ვარკრუმ, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მის სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

“კავ­კა­სი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ამ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა გაც­ნო­ბა, ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­რონ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს სა­ქარ­თვე­ლო არა მარ­ტო კულ­ტუ­რის სფე­რო­ში, არა­მედ ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში”, - აღ­ნიშ­ნა დე­ვი­სის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

ჩვენ მო­ვა­წყობთ ძა­ლი­ან ბევ­რს სე­მი­ნარს, კონ­ფე­რენ­ცი­ას, დავ­პა­ტი­ჟებთ ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებს, აქ, ჰარ­ვარ­დის კამ­პუს­ში, - გა­ნა­ცხა­და ქარ­თვე­ლო­ლო­გი­უ­რი სწავ­ლე­ბე­ბის პროგ­რა­მის დი­რექ­ტორ­მა, ის­ტო­რი­ის პრო­ფე­სორ­მა სტი­ვენ ჯონსმა.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ ეს არის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მა ამე­რი­კა­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„გა­ვაგ­ზავ­ნით ჩვენს სტუ­დენ­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, რომ შევ­ქმნათ კად­რე­ბი ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, რომ­ლე­ბიც სწავ­ლო­ბენ ქარ­თულ ის­ტო­რი­ას, პო­ლი­ტი­კას, კულ­ტუ­რას და ა.შ.

ამი­ტომ, ეს იქ­ნე­ბა სა­ერ­თო პროგ­რა­მა, არა მხო­ლოდ ამე­რი­კის მხრი­დან, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­და­ნაც. ჩვენ ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა და მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შევ­ქმნათ ეს პროგ­რა­მა. ჩვენ ამა­ზე დიდი ხა­ნია ვფიქ­რობთ, ვოც­ნე­ბობთ, ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ სა­ნამ არ მი­ვი­ღებ­დით ასეთ მხარ­და­ჭე­რას, არა­ფე­რი არ გა­მო­ვი­დო­და. ამის­თვის ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ“, - გა­ნა­ცხა­და სტი­ვენ ჯონსმა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, ჰარ­ვარ­დის ნიუ-იორ­კის კლუბ­ში, 2021 წლის 22 სექ­ტემ­ბერს ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­რექ­ტორ­მა მარკ ელი­ოტ­მა, დე­ვი­სის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრა ვარკრუმ და ქარ­თვე­ლო­ლო­გი­უ­რი სწავ­ლე­ბე­ბის პროგ­რა­მის დი­რექ­ტორ­მა, ის­ტო­რი­ის პრო­ფე­სორ­მა სტე­ფან ჯონსმა.

„თავ­მდაბ­ლუ­რად ვა­მა­ყობ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით აქ ყოფ­ნით და ამ ის­ტო­რი­უ­ლი აკა­დე­მი­უ­რი პარტნი­ო­რო­ბის და­წყე­ბით. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მას ვნერ­გავთ. მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრი­სა და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ამ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის ხორ­ცშეს­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ეს პროგ­რა­მა ხელს შე­უ­წყობს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რის, ლი­ტე­რა­ტუ­რის, მეც­ნი­ე­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის, ასე­ვე მისი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბას და გაც­ვლას. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კვლე­ვე­ბი კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მომ­დევ­ნო წლის თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყე­ბა. პროგ­რა­მას ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი და ქარ­თვე­ლო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი სტი­ვენ ჯონ­სი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ბა­ტო­ნი სტი­ვე­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გუ­ლი­თა­დი მხარ­დამ­ჭე­რია. ის 40 წელ­ზე მე­ტია მოღ­ვა­წე­ობს ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის დარ­გში. ამ­დე­ნად, ის იდე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტია ამ რან­გში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის ახა­ლი პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა უნი­კა­ლუ­რი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის სამ­ტო­მე­უ­ლი - „სა­ქარ­თვე­ლო. ის­ტო­რია. კულ­ტუ­რა. ეთ­ნოგ­რა­ფია“, რომ­ლის ავ­ტო­რიც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კი­სა და ფოლკ­ლო­რის გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლია.

ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყე­ბა. პროგ­რა­მას ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი და ქარ­თვე­ლო­ლო­გი პრო­ფე­სო­რი სტი­ვენ ჯონ­სი უხელ­მძღვა­ნა­ლებს, რო­მე­ლიც 40 წელ­ზე მე­ტია მოღ­ვა­წე­ობს ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გუ­ლი­თა­დი მხარ­დამ­ჭე­რია. ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მის სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო ლექ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წა­ი­კი­თხავს.

ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პროგ­რა­მის სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ე­რო­ში კახა იმ­ნა­ძე, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­დან და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მოწ­ვე­უ­ლი სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი და­ეს­წრნენ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩი
46

ყოჩაღ პრემიერ მინისტრი!

პირველ პრემიერობასთან შედარებით ბევრად გამოცდილია, ბევრი კარგი იდეები აქვს და კარგად მართავს ქვეყანას. თუ შევადარებთ გახარიას პრემიერობას და გავაკეთებთ ანალიზს, მის პერიოდში კოვიდი სრულიად უცნობი ვირუსი იყო, გამოცხადდა კომენდანტის საათი და სრული ლოქდაუნი. შეიძლება მაშინ ასე იყო საჭირო, მაგრამ გახარიამ აშკარად ვერ უზრუნვეყო ვაქცინების შემოტანა და ეს სერიოზული მინუსია. ამის გამო ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო და სურათი გართულებულია.

ღარიბაშვილმა მეოთხე ტალღის დროს ბიზნესი არ შეზღუდა და ეს ალბათ სწორი იყო - ქვეყანა ამას ვერ გაუძლებდა.

შემი შეფასებით, ღარიბაშვილი ბევრად უკეთესი მენეჯერია გახარიასთან შედარებით. კაცობაზე არ ვსაუბრობ.

??????????
2

რამდენი მილიონი დაგვიჯდა))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 1-ლ ლექციას ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს - ქართველოლოგიის ახალი პროგრამა: "ეს ამერიკის ისტორიაში პირველად ხდება"

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 1-ლ ლექციას ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს - ქართველოლოგიის  ახალი პროგრამა: "ეს ამერიკის ისტორიაში პირველად ხდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.

ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.

ქართველოლოგიის პროგრამაში ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევების და სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები და მკვლევარები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.

"კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში" - დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს, პირველ ლექციას 2022 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტი ისტორიულია და ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება.

„დღეს ჩვენ ჭეშმარიტად ისტორიულ მოვლენას დავესწარით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტის ისტორიულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას. მინდა ასევე ხაზი გავუსვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება. პროგრამა ფუნქციონირებას 2022 წლის თებერვალში დაიწყებს და პირველი ლექციით გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ეს იქნება ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის პირველი ცენტრი. ეს, დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მე თუ მკითხავთ, - ამის შესახებ დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ, ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

“კავკასიისა და საქართველოს მნიშვნელობა, ამ ცივილიზაციათა გაცნობა, ამერიკელებისთვის აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში”, - აღნიშნა დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჩვენ მოვაწყობთ ძალიან ბევრს სემინარს, კონფერენციას, დავპატიჟებთ ქართველ მეცნიერებს, აქ, ჰარვარდის კამპუსში, - განაცხადა ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა სტივენ ჯონსმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირველი ქართული სწავლების პროგრამა ამერიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„გავაგზავნით ჩვენს სტუდენტებს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევქმნათ კადრები ამერიკელი მეცნიერების, რომლებიც სწავლობენ ქართულ ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას და ა.შ.

ამიტომ, ეს იქნება საერთო პროგრამა, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, რომ შევქმნათ ეს პროგრამა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი არ გამოვიდოდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა სტივენ ჯონსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მარკ ელიოტმა, დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ და ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა სტეფან ჯონსმა.

„თავმდაბლურად ვამაყობ ქართველი ხალხის სახელით აქ ყოფნით და ამ ისტორიული აკადემიური პარტნიორობის დაწყებით. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას ვნერგავთ. მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ამ ისტორიული მოვლენის ხორცშესხმაში მონაწილეობდნენ.

ეს პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, მეცნიერებაში შეტანილი წვლილის, ასევე მისი თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება მომდევნო წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს. ბატონი სტივენი, საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ის 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის დარგში. ამდენად, ის იდეალური კანდიდატია ამ რანგში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველოლოგიის ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს საჩუქრად გადასცა უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის სამტომეული - „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“, რომლის ავტორიც ქართული მუსიკისა და ფოლკლორის გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილია.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანალებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.

ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოდან და ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მოწვეული საპატიო სტუმრები დაესწრნენ.