სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვინც ნამკურნალებია C ჰეპატიტზე ან ვინც ახლა მკურნალობს, მათთან, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, გართულება ნაკლებად მოსალოდნელია" - ექიმი-ინფექციონისტი
"ვინც ნამკურნალებია C ჰეპატიტზე ან ვინც ახლა მკურნალობს, მათთან, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, გართულება ნაკლებად მოსალოდნელია" - ექიმი-ინფექციონისტი

კო­ვიდ­პან­დე­მი­ამ ძა­ლი­ან დიდი დაღი და­ას­ვა მსოფ­ლი­ოს და, ცხა­დია, ჩვენს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, ბევ­რი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მოგ­ვაკ­ლდა და არც ის ვი­ცით, ხვალ რა გვე­ლის. მის­გან მომ­დი­ნა­რე შე­ზღუდ­ვებ­მა, ე. წ. ლოკ­და­უ­ნებ­მა კი ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­აბ­რკო­ლა, თუნ­დაც კლი­ნი­კებ­ში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ან სამ­კურ­ნა­ლოდ მის­ვლას რომ აპი­რებ­და. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, და არა მარ­ტო ისი­ნი, ვინც მკურ­ნა­ლობ­და, ისი­ნიც, ვინც სკრი­ნინ­გის მიზ­ნით აპი­რებ­დნენ მის­ვლას.

ეს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა 2015 წელს კომ­პა­ნია "გი­ლი­არ­დის“ თა­ნად­გო­მით და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რია, რად­გან იგი უახ­ლე­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით პა­ცი­ენ­ტე­ბის უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ პროგ­რა­მა 2025 წლამ­დე გაგ­რძელ­და და მი­სით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია სარ­გებ­ლო­ბა, მთა­ვა­რია, უპირ­ვე­ლე­სად, ყვე­ლამ ჩა­ი­ტა­როს სკრი­ნინ­გი და დარ­წმუნ­დეს, აქვს თუ არა მას C ჰე­პა­ტი­ტი, ხოლო და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ა­კი­თხოს მის­თვის სა­სურ­ველ კლი­ნი­კას და ჰე­პა­ტო­ლოგს.

ეს გზა უკვე ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა და არა­თუ ღვიძ­ლის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­მა, არა­მედ - უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფებ­მაც კი დაძ­ლი­ეს ვირუ­სი და, შე­სა­ბა­მი­სად, ღვიძლთან ერ­თად სი­ცო­ცხლეც გა­და­ირ­ჩი­ნეს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­მა - პა­ცი­ენ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით, C ჰე­პა­ტი­ტის პრე­ვენ­ცი­ის­თვის და­ი­წყეს სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია - "იCოდე, C ჰე­პა­ტი­ტი არ იც­დის!“ ვფიქ­რობთ, ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯი სწო­რედ დღეს, პან­დე­მი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლო­ე­ბის ნა­წილ­მა რა­ტომ­ღაც უარი თქვა ამ სი­კე­თე­ზე - სკრი­ნინგსა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ძვი­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში კი სრუ­ლი­ად უფა­სოდ შე­უძ­ლია მი­ი­ღოს. მით უფრო, არც ვი­ცით, რო­დის დას­რულ­დე­ბა კო­ვი­დი და მას­თან ერ­თად რა შე­იძ­ლე­ბა და­მარ­თოს ორ­გა­ნიზმს მე­ო­რე მძი­მე ვირუს­მა. ამ ინ­ტერ­ვი­უ­თი ვეც­დე­ბით, ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ C ჰე­პა­ტი­ტის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ზე, თა­ნაც - სწო­რედ პან­დე­მი­ის დროს, და­ნარ­ჩე­ნი კი თი­თო­ე­ულ­მა თა­ვად გან­სა­ჯეთ.

თა­მარ რუ­ხა­ძე, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი:

- ჩვენს კლი­ნი­კებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა, რა თქმა უნდა, კო­ვიდ­პან­დე­მი­ა­მაც გა­მო­იწ­ვია. ვი­საც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და C ვირუ­სი, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის შე­ზღუდ­ვის გამო უჭირ­და გა­და­ად­გი­ლე­ბა, აგ­რეთ­ვე, ვერ მო­დი­ოდ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ში­შის გა­მოც. თუმ­ცა მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ პან­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სწო­რედ ამ­გვარ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვუ­წყობ­დით მათ ხელს - მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი რომ არ შე­წყვე­ტო­დათ, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ პა­ცი­ენ­ტებს იქა­ურ კლი­ნი­კებ­ში ვუგ­ზავ­ნი­დით მე­დი­კა­მენ­ტებს და მათ ად­გილ­ზე ური­გებ­დნენ.

- კო­ვიდ­პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე ხალ­ხში გავ­რცელ­და ხმა, თით­ქოს C ჰე­პა­ტიტ­ნამ­კურ­ნა­ლე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბი რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რად­გან ძლი­ე­რი ვირუ­სო­თე­რა­პია ჰქონ­დათ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და მათ კო­ვი­დი არ და­ე­მარ­თე­ბო­დათ, თუმ­ცა ასე არ აღ­მოჩ­ნდა - კო­ვი­დი C ჰე­პა­ტიტ­ზე ნამ­კურ­ნა­ლებ და გან­კურ­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­საც შე­ე­ყა­რათ. რას შე­იძ­ლე­ბა და­ფუძ­ნე­ბო­და ეს ინ­ფორ­მა­ცია თუ ვა­რა­უ­დი, იყო ამის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი?

- ეს ნამ­დვი­ლად არ გა­მარ­თლდა, რად­გან მათ C ჰე­პა­ტი­ტის და­სა­მარ­ცხებ­ლად კი ჰქონ­დათ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ ჰარ­ვო­ნიც და სხვა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბიც არის C ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და ის არ ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა ვირუს­ზე. COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი და და­ცუ­ლი - არც ის, ვინც C-ზე იმ­კურ­ნა­ლა და გა­ნი­კურ­ნა, არც ის, ვინც მას­ზე ახლა მკურ­ნა­ლობს და არც ის, ვი­საც სა­ერ­თოდ არ აქვს შე­ხე­ბა C ჰე­პა­ტიტ­თან.

კო­ვი­დი არის ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი ინ­ფექ­ცია და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­მარ­თვის ალ­ბა­თო­ბა სულ სხვა მი­ზე­ზებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უბ­რა­ლოდ, ერთი რამ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ვინც ნამ­კურ­ნა­ლე­ბია C-ზე ან ვინც მას­ზე ახლა მკურ­ნა­ლობს, მათ­თან, COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გარ­თუ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია და თუ რა­ტომ, ამას ახ­ლა­ვე აგიხ­სნით:

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზო­გა­დად, ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რებს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეთ COVID-19-ის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გაზ­რდი­ლი რის­კი. ეს რის­კიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის სიმ­ძი­მე­ზე - რაც მე­ტია და­ზი­ა­ნე­ბა, მით მე­ტად რთუ­ლად შე­იძ­ლე­ბა წა­რი­მარ­თოს COVID-19. სა­ერ­თოდ, B და C ჰე­პა­ტი­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კო­ვი­დით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რი­ცხვი გაზ­რდი­ლი არ არის - დღეს­დღე­ო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი ფაქ­ტი: კო­რო­ნა­ვირუ­სი იწ­ვევს ცვლი­ლე­ბებს ღვიძ­ლში, იმი­ტომ, რომ ის რე­ცეპ­ტო­რე­ბი, რო­მელ­საც ვირუ­სი უჯრედ­ში შე­საჭ­რე­ლად იყე­ნებს, ღვიძ­ლშიც გვხვდე­ბა. ამი­ტომ ღვიძ­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის­თვის წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხეს. მინ­და სწო­რად გა­მი­გოთ - ფილ­ტვი ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნეა, ღვიძ­ლი კი ერთ-ერთი პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე!

COVID-19-ის დი­აგ­ნო­ზით ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ე­ბის დარ­ღვე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით, 80%-მდე მერ­ყე­ობ­და. ეს დარ­ღვე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ვირუ­სის პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი, ვი­ნა­ი­დან თვი­თონ კო­რო­ნა­ვირუ­სის ნა­წი­ლა­კე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს ღვიძ­ლის უჯრე­დე­ბის ცი­ტოპ­ლაზ­მა­ში. შე­იძ­ლე­ბა, ეს დარ­ღვე­ვა ყო­ფი­ლი­ყო ვირუს­ზე იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ძლი­ე­რი პა­სუ­ხის შე­დე­გი ან კი­დევ, შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ჰე­პა­ტო­ტოქ­სი­კუ­რო­ბის შე­დე­გი, რად­გან რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, COVID-19-ის დრო­საც ხომ ვი­ყე­ნებთ საკ­მა­ოდ ტოქ­სი­კურ მე­დი­კა­მენ­ტებს! აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, COVID-19-ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც დარ­ღვე­უ­ლი აქვთ ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი სინ­ჯე­ბი, არი­ან და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გაზ­რდი­ლი რის­კის ქვეშ, იმ პა­ცი­ენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ვინც და­ა­ვა­დე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით, მაგ­რამ ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი სინ­ჯე­ბი ნორ­მა­ში აქვს.

თუ C ჰე­პა­ტი­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი არ არის მას­ზე ნამ­კურ­ნა­ლე­ბი; თუ ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი სინ­ჯე­ბი აქვს დარ­ღვე­უ­ლი და ღვიძ­ლში ან­თე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უფრო დი­დია რის­კი, რომ COVID-19 მძი­მედ გა­ნუ­ვი­თარ­დეს, ვიდ­რე იმ პა­ცი­ენ­ტებს, ვინც უკვე ნამ­კურ­ნა­ლე­ბი და გან­კურ­ნე­ბუ­ლი არი­ან. ფაქ­ტია, რომ თით­ქმის ყვე­ლა ნამ­კურ­ნა­ლებ პა­ცი­ენ­ტში ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი სინ­ჯე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­თხვე­ვა, რომ C-ზე ნამ­კურ­ნა­ლებ პა­ცი­ენტს, ვი­საც ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი სინ­ჯე­ბი ნორ­მა­ში ჰქონ­და, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ერ­ღვეს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ კო­ვი­დის­გან გან­კურ­ნე­ბის შემ­დეგ მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ისევ ნორ­მა­ში ჩად­გე­ბა. სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კი­დან გე­ტყვით, რომ ვინც ჩემ­თან C-ზე მკურ­ნა­ლობ­და და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში COVID-19 და­ე­მარ­თა, მათ ღვიძლს პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნია. ეგ კი არა, მდგო­მა­რე­ო­ბაც არ გარ­თუ­ლე­ბი­ათ, ვგუ­ლის­ხმობ იმათ, ვი­საც C-ზე ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა 4 კვი­რის და­წყე­ბუ­ლი მა­ინც ჰქონ­დათ და კო­ვი­დის დროს არ შე­უ­წყვე­ტი­ათ. თო­რემ თუ ახალ­და­წყე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბით და კო­ვი­დის მძი­მე შტა­მით პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, მას ეს მკურ­ნა­ლო­ბა ვე­ღარ და­ეხ­მა­რე­ბო­და.

- რაც პან­დე­მი­აა, კო­ვიდ­ზე ნამ­კურ­ნა­ლე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბი თუ მო­ვიდ­ნენ თქვენ­თან?

- მო­ვიდ­ნენ ისი­ნი, ვი­საც კო­ვიდ­ზე მკურ­ნა­ლო­ბი­სას აღ­მო­უ­ჩი­ნეს C ვირუ­სი. მო­ვიდ­ნენ და მკურ­ნა­ლო­ბაც ჩა­ი­ტა­რეს, თა­ნაც შე­დე­გი­ა­ნად - გა­ნი­კურ­ნენ. სხვა­თა შო­რის, მათ "ფორ­მა 100-ს“ რომ ვეც­ნო­ბო­დი, ყვე­ლას­თან კო­ვიდმკურ­ნა­ლო­ბა ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ე­ბის დარ­ღვე­ვით მი­დი­ო­და და ეს არ არის გა­საკ­ვი­რი - ორ­გა­ნიზ­მზე ერ­თდრო­უ­ლად ორი მძი­მე ვირუ­სი მოქ­მე­დებ­და.

- ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ამა თუ იმ მი­ზე­ზით დღემ­დე არ ჩა­უ­ტა­რე­ბია C ჰე­პა­ტი­ტის სკრი­ნინ­გი, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს თქვენ­გან. იქ­ნებ მოკ­ლედ კი­დევ ერთხელ აგ­ვიხ­სნათ, რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეს სკრი­ნინ­გი და, C-ს აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში - აუ­ცი­ლე­ბე­ლი მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მკურ­ნა­ლო­ბა...

- მი­მაჩ­ნია, რომ ვიდ­რე გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი უპ­რე­ცე­დენ­ტო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი - C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ი­ა­როს სკრი­ნინ­გი ვირუ­სულ ჰე­პა­ტიტ C-ზე, რაც არის სრუ­ლი­ად უფა­სო. სკრი­ნინ­გი ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ასე­ვე, ად­რეც და ახ­ლაც სკრი­ნინ­გი უტარ­დე­ბათ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც რა­ი­მე სა­ხის ოპე­რა­ცია უკეთ­დე­ბათ. მაგ­რამ, ზო­გა­დად, კლი­ნი­კა­ში ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ი­ტა­როს C ჰე­პა­ტი­ტის სკრი­ნინ­გი. შე­იძ­ლე­ბა 6 თვის წინ შე­ი­მოწ­მა და არ აღ­მო­აჩ­ნდა, მაგ­რამ 6 თვის შემ­დეგ და­ინ­ფი­ცირ­და. ვიდ­რე ეს პროგ­რა­მა არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ური­გო არ იქ­ნე­ბა, 6 თვე­ში ერთხელ ჩა­ვი­ტა­როთ სკრი­ნინ­გი, ხოლო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მივ­მარ­თოთ შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ამ პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს და გა­ვი­ა­როთ პი-სი-არ ტეს­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად უფა­სოა.

მინ­და იცო­დეთ, რომ ეს კვლე­ვე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა დავ­სა­ხოთ და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ასე­ვე, გარ­თუ­ლე­ბე­ბი და და­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ავა­ცი­ლოთ ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს - რად­გან C ჰე­პა­ტი­ტი მხო­ლოდ სის­ხლით გა­და­დის და თუკი ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში მისი არ­სე­ბო­ბა არ გვე­ცო­დი­ნე­ბა და არ ვუმ­კურ­ნა­ლებთ, სხვი­სი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­ნით ხე­ლის გაჭ­რით და­წყე­ბუ­ლი და სტო­მა­ტო­ლო­გის კა­ბი­ნე­ტის თუ სა­ლო­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვინც ნამკურნალებია C ჰეპატიტზე ან ვინც ახლა მკურნალობს, მათთან, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, გართულება ნაკლებად მოსალოდნელია" - ექიმი-ინფექციონისტი

"ვინც ნამკურნალებია C ჰეპატიტზე ან ვინც ახლა მკურნალობს, მათთან, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, გართულება ნაკლებად მოსალოდნელია" - ექიმი-ინფექციონისტი

კოვიდპანდემიამ ძალიან დიდი დაღი დაასვა მსოფლიოს და, ცხადია, ჩვენს პატარა ქვეყანას, ბევრი ძვირფასი ადამიანი გამოგვაკლდა და არც ის ვიცით, ხვალ რა გველის. მისგან მომდინარე შეზღუდვებმა, ე. წ. ლოკდაუნებმა კი ბევრი ადამიანი დააბრკოლა, თუნდაც კლინიკებში სხვადასხვა დაავადების გადასამოწმებლად ან სამკურნალოდ მისვლას რომ აპირებდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ადამიანები აღმოჩნდნენ, და არა მარტო ისინი, ვინც მკურნალობდა, ისინიც, ვინც სკრინინგის მიზნით აპირებდნენ მისვლას.

ეს სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს კომპანია "გილიარდის“ თანადგომით დაიწყო საქართველოში და მართლაც უნიკალურია, რადგან იგი უახლესი მედიკამენტებით პაციენტების უფასო მკურნალობას ითვალისწინებს. სასიხარულოა, რომ პროგრამა 2025 წლამდე გაგრძელდა და მისით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია სარგებლობა, მთავარია, უპირველესად, ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი და დარწმუნდეს, აქვს თუ არა მას C ჰეპატიტი, ხოლო დადასტურების შემთხვევაში მიაკითხოს მისთვის სასურველ კლინიკას და ჰეპატოლოგს.

ეს გზა უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიარა და არათუ ღვიძლის შედარებით მსუბუქი დაზიანების მქონე პაციენტებმა, არამედ - უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებმაც კი დაძლიეს ვირუსი და, შესაბამისად, ღვიძლთან ერთად სიცოცხლეც გადაირჩინეს. ამ ადამიანების ჯგუფმა - პაციენტების ორგანიზაციებმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, C ჰეპატიტის პრევენციისთვის დაიწყეს საინფორმაციო კამპანია - "იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!“ ვფიქრობთ, ამგვარი ნაბიჯი სწორედ დღეს, პანდემიის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობისთვის, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლოების ნაწილმა რატომღაც უარი თქვა ამ სიკეთეზე - სკრინინგსა და მკურნალობაზე, რომელიც მსოფლიოში ძალიან ძვირად არის შეფასებული, საკუთარ სამშობლოში კი სრულიად უფასოდ შეუძლია მიიღოს. მით უფრო, არც ვიცით, როდის დასრულდება კოვიდი და მასთან ერთად რა შეიძლება დამართოს ორგანიზმს მეორე მძიმე ვირუსმა. ამ ინტერვიუთი ვეცდებით, ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ C ჰეპატიტისგან მომდინარე საფრთხეზე, თანაც - სწორედ პანდემიის დროს, დანარჩენი კი თითოეულმა თავად განსაჯეთ.

თამარ რუხაძე, ექიმი-ინფექციონისტი:

- ჩვენს კლინიკებში მიმართვიანობის შემცირება, რა თქმა უნდა, კოვიდპანდემიამაც გამოიწვია. ვისაც დადასტურებული ჰქონდა C ვირუსი, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის გამო უჭირდა გადაადგილება, აგრეთვე, ვერ მოდიოდნენ სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდით დაინფიცირების შიშის გამოც. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის მიმდინარეობის სწორედ ამგვარ ურთულეს პერიოდში ჩვენ ყველანაირად ვუწყობდით მათ ხელს - მკურნალობის კურსი რომ არ შეწყვეტოდათ, რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს იქაურ კლინიკებში ვუგზავნიდით მედიკამენტებს და მათ ადგილზე ურიგებდნენ.

- კოვიდპანდემიის დაწყებიდან მალევე ხალხში გავრცელდა ხმა, თითქოს C ჰეპატიტნამკურნალები პაციენტები ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, რადგან ძლიერი ვირუსოთერაპია ჰქონდათ ჩატარებული და მათ კოვიდი არ დაემართებოდათ, თუმცა ასე არ აღმოჩნდა - კოვიდი C ჰეპატიტზე ნამკურნალებ და განკურნებულ ადამიანებსაც შეეყარათ. რას შეიძლება დაფუძნებოდა ეს ინფორმაცია თუ ვარაუდი, იყო ამის თქმის საფუძველი?

- ეს ნამდვილად არ გამართლდა, რადგან მათ C ჰეპატიტის დასამარცხებლად კი ჰქონდათ ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობა, მაგრამ ჰარვონიც და სხვა ანტივირუსული პრეპარატებიც არის C ვირუსის საწინააღმდეგოდ და ის არ ვრცელდება ყველა ვირუსზე. COVID-19-ით ინფიცირებისგან არავინ არის დაზღვეული და დაცული - არც ის, ვინც C-ზე იმკურნალა და განიკურნა, არც ის, ვინც მასზე ახლა მკურნალობს და არც ის, ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება C ჰეპატიტთან.

კოვიდი არის ჰაერწვეთოვანი ინფექცია და, შესაბამისად, მისი დამართვის ალბათობა სულ სხვა მიზეზებზეა დამოკიდებული. უბრალოდ, ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც ნამკურნალებია C-ზე ან ვინც მასზე ახლა მკურნალობს, მათთან, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, გართულება ნაკლებად მოსალოდნელია და თუ რატომ, ამას ახლავე აგიხსნით:

არსებული ინფორმაციით, ზოგადად, ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პირებს შესაძლოა ჰქონდეთ COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობის გაზრდილი რისკი. ეს რისკიც დამოკიდებულია და დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანების სიმძიმეზე - რაც მეტია დაზიანება, მით მეტად რთულად შეიძლება წარიმართოს COVID-19. საერთოდ, B და C ჰეპატიტების შემთხვევაში, კოვიდით სიკვდილიანობის რიცხვი გაზრდილი არ არის - დღესდღეობით ჩატარებული კვლევების მიხედვით, ასეთი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ... მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი: კორონავირუსი იწვევს ცვლილებებს ღვიძლში, იმიტომ, რომ ის რეცეპტორები, რომელსაც ვირუსი უჯრედში შესაჭრელად იყენებს, ღვიძლშიც გვხვდება. ამიტომ ღვიძლი ახალი კორონავირუსის ინფექციისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ პოტენციურ საფრთხეს. მინდა სწორად გამიგოთ - ფილტვი ძირითადი სამიზნეა, ღვიძლი კი ერთ-ერთი პოტენციური საფრთხე!

COVID-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, დაახლოებით, 80%-მდე მერყეობდა. ეს დარღვევა შესაძლებელია იყოს ვირუსის პირდაპირი მოქმედების შედეგი, ვინაიდან თვითონ კორონავირუსის ნაწილაკები აღმოაჩინეს ღვიძლის უჯრედების ციტოპლაზმაში. შეიძლება, ეს დარღვევა ყოფილიყო ვირუსზე იმუნური სისტემის ძლიერი პასუხის შედეგი ან კიდევ, შეიძლება ყოფილიყო COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტებით ჰეპატოტოქსიკურობის შედეგი, რადგან რიგ შემთხვევებში, COVID-19-ის დროსაც ხომ ვიყენებთ საკმაოდ ტოქსიკურ მედიკამენტებს! აქედან გამომდინარე, COVID-19-ის პაციენტები, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქციური სინჯები, არიან დაავადების მძიმე მიმდინარეობის გაზრდილი რისკის ქვეშ, იმ პაციენტებთან შედარებით, ვინც დაავადებულია კორონავირუსით, მაგრამ ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმაში აქვს.

თუ C ჰეპატიტის მქონე ადამიანი არ არის მასზე ნამკურნალები; თუ ღვიძლის ფუნქციური სინჯები აქვს დარღვეული და ღვიძლში ანთება მაღალი ხარისხით მიმდინარეობს, რასაკვირველია, უფრო დიდია რისკი, რომ COVID-19 მძიმედ განუვითარდეს, ვიდრე იმ პაციენტებს, ვინც უკვე ნამკურნალები და განკურნებული არიან. ფაქტია, რომ თითქმის ყველა ნამკურნალებ პაციენტში ღვიძლის ფუნქციური სინჯები მოწესრიგებულია. შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ C-ზე ნამკურნალებ პაციენტს, ვისაც ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმაში ჰქონდა, კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში დაერღვეს ეს მაჩვენებელი, მაგრამ კოვიდისგან განკურნების შემდეგ მაჩვენებელი ისევ ნორმაში ჩადგება. საკუთარი პრაქტიკიდან გეტყვით, რომ ვინც ჩემთან C-ზე მკურნალობდა და მკურნალობის პროცესში COVID-19 დაემართა, მათ ღვიძლს პრობლემები არ შექმნია. ეგ კი არა, მდგომარეობაც არ გართულებიათ, ვგულისხმობ იმათ, ვისაც C-ზე ანტივირუსული მკურნალობა 4 კვირის დაწყებული მაინც ჰქონდათ და კოვიდის დროს არ შეუწყვეტიათ. თორემ თუ ახალდაწყებული მკურნალობით და კოვიდის მძიმე შტამით პაციენტი რეანიმაციაში აღმოჩნდა, მას ეს მკურნალობა ვეღარ დაეხმარებოდა.

- რაც პანდემიაა, კოვიდზე ნამკურნალები პაციენტები თუ მოვიდნენ თქვენთან?

- მოვიდნენ ისინი, ვისაც კოვიდზე მკურნალობისას აღმოუჩინეს C ვირუსი. მოვიდნენ და მკურნალობაც ჩაიტარეს, თანაც შედეგიანად - განიკურნენ. სხვათა შორის, მათ "ფორმა 100-ს“ რომ ვეცნობოდი, ყველასთან კოვიდმკურნალობა ღვიძლის ფუნქციების დარღვევით მიდიოდა და ეს არ არის გასაკვირი - ორგანიზმზე ერთდროულად ორი მძიმე ვირუსი მოქმედებდა.

- ადამიანებს, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით დღემდე არ ჩაუტარებია C ჰეპატიტის სკრინინგი, ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაცია მიიღეს თქვენგან. იქნებ მოკლედ კიდევ ერთხელ აგვიხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სკრინინგი და, C-ს აღმოჩენის შემთხვევაში - აუცილებელი მისი დაუყოვნებლივ მკურნალობა...

- მიმაჩნია, რომ ვიდრე გვაქვს საქართველოში ასეთი უპრეცედენტო და წარმატებული პროექტი - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, გაიაროს სკრინინგი ვირუსულ ჰეპატიტ C-ზე, რაც არის სრულიად უფასო. სკრინინგი ტარდება საქართველოს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე, ადრეც და ახლაც სკრინინგი უტარდებათ პაციენტებს, ვისაც რაიმე სახის ოპერაცია უკეთდებათ. მაგრამ, ზოგადად, კლინიკაში ნებისმიერი მიმართვის შემთხვევაში, პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს C ჰეპატიტის სკრინინგი. შეიძლება 6 თვის წინ შეიმოწმა და არ აღმოაჩნდა, მაგრამ 6 თვის შემდეგ დაინფიცირდა. ვიდრე ეს პროგრამა არსებობს საქართველოში, ურიგო არ იქნება, 6 თვეში ერთხელ ჩავიტაროთ სკრინინგი, ხოლო ანტისხეულების დაფიქსირების შემთხვევაში, მივმართოთ შესაბამის დაწესებულებას, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებს და გავიაროთ პი-სი-არ ტესტირება, რომელიც ნამდვილად უფასოა.

მინდა იცოდეთ, რომ ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწორი მკურნალობა დავსახოთ და თავიდან ავიცილოთ გართულებები. ასევე, გართულებები და დაინფიცირების საშიშროება ავაცილოთ ჩვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს - რადგან C ჰეპატიტი მხოლოდ სისხლით გადადის და თუკი ჩვენს ორგანიზმში მისი არსებობა არ გვეცოდინება და არ ვუმკურნალებთ, სხვისი დაინფიცირების შანსი, სამზარეულოში დანით ხელის გაჭრით დაწყებული და სტომატოლოგის კაბინეტის თუ სალონით დამთავრებული, ყველგან შეიძლება.

ავტორი: ირმა ხარშილაძე