სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები მიმდინარეობს
აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები მიმდინარეობს

სერ­ვი­სის სტან­დარ­ტე­ბი­სა და კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ აჭა­რის 26 სო­ფელ­ში ტრე­ნინ­გე­ბი და­ი­წყო. თა­გო­ში, ღორ­ჯომ­ში, უჩხო­ში, და­ნის­პა­რა­ულ­სა და ბეღ­ლეთ­ში სერ­ვი­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი ტრე­ნინ­გე­ბი სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს უტარ­დე­ბათ. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით თე­ო­რი­ულ-პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ტუ­რის­ტე­ბის უსაფრ­თხოდ მი­ღე­ბის, არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, და­ლა­გე­ბა-და­სუფ­თა­ვე­ბის სტან­დარ­ტებს, ასე­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მარ­თვას, მე­ნი­უ­ე­ბის შედ­გე­ნა-გა­მო­ყე­ნე­ბას, სტუმ­რის მი­ღე­ბა-გან­თავ­სე­ბი­სა და და­ჯავ­შნის პრო­ცე­დუ­რებს სწავ­ლო­ბენ.

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შემ­დეგ ტრე­ნინ­გე­ბი შუ­ა­ხევ­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში, ქე­და­სა და ხელ­ვა­ჩა­ურ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ჯამ­ში, სოფ­ლად არ­სე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის 250-ზე მეტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ეც­ნო­ბა სერ­ვი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. რე­გი­ონ­ში სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით დე­პარ­ტა­მენ­ტი ასე­ვე ამ­ზა­დებს სას­წავ­ლო ვი­დეო-გაკ­ვე­თი­ლებს, რო­მე­ლიც სერ­ვი­სის ახალ ონ­ლა­ინგვერ­დზე serviceajara.ge აიტ­ვირ­თე­ბა. აღ­ნიშ­ნულ გვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ტრე­ნინ­გე­ბის გრა­ფი­კი და სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბიც.

დგ
0

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები მიმდინარეობს

სერვისის სტანდარტებისა და კოვიდრეგულაციების შესახებ აჭარის 26 სოფელში ტრენინგები დაიწყო. თაგოში, ღორჯომში, უჩხოში, დანისპარაულსა და ბეღლეთში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს უტარდებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისას სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღების, არსებული სერვისების გაუმჯობესების, დალაგება-დასუფთავების სტანდარტებს, ასევე კვების ობიექტების მართვას, მენიუების შედგენა-გამოყენებას, სტუმრის მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის პროცედურებს სწავლობენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ტრენინგები შუახევში, ქობულეთში, ქედასა და ხელვაჩაურში ჩატარდება. ჯამში, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 250-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნობა სერვისის საერთაშორისო სტანდარტებს. რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც.