სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბოდიშს ვუხდი ყველას, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა, უდიდესი მადლობა მერიას და დიდება უფალს" - რას ამბობს მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ
"ბოდიშს ვუხდი ყველას, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა, უდიდესი მადლობა მერიას და დიდება უფალს" - რას ამბობს მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ

"პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას ვუხ­დი ბო­დიშს, რომ ამ­დე­ნი ხანი დაგ­ვი­ან­და. მე­ო­რე - უდი­დე­სი მად­ლო­ბა მე­რი­ას, რო­მე­ლიც გვერ­დით დაგ­ვიდ­გა და დი­დე­ბა უფალს, რომ დამ­თავ­რდა", - ამის შე­სა­ხებ "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის“ საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ­მა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 5 დიდი ობი­ექ­ტია და­სას­რუ­ლე­ბე­ლი, და­ნარ­ჩენ­ზე კი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­დის.

"ახლა ინ­ვეს­ტო­რებს გა­და­ე­ცათ შპს-ები და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა. 5 დიდი ობი­ექ­ტია და­სას­რუ­ლე­ბე­ლი და და­ნარ­ჩე­ნი სა­რე­მონ­ტო ობი­ექ­ტებ­ზე მი­დის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მთა­ვა­რია, რომ თვი­თონ ამ საქ­მის კუ­რა­ცია აიღო მე­რი­ამ და მე­რია არის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი, რო­მე­ლიც არის ამ საქ­მის დას­რუ­ლე­ბის გა­რან­ტო­რი.

ცი­ხი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი, ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის გა­და­სა­ცემ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­კითხს, საპ­რო­ცე­სო გა­ფორმ­და "მი­ო­ნის“ ობი­ექ­ტზე. "მი­ო­ნის“ ობი­ექ­ტის და­სამ­თავ­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. გრა­ფი­კიც აქვთ მშე­ნებ­ლო­ბის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის“ საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ­მა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ქალ­თა მე-5 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. მას ცი­ხეს­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი დახ­ვდნენ. მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და ბრალ­დე­ბის მხა­რეს შო­რის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა დღეს გა­ფორმ­და.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

და მერე

ანა
2

მაფიოზი და უნამუსო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ბოდიშს ვუხდი ყველას, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა, უდიდესი მადლობა მერიას და დიდება უფალს" - რას ამბობს მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ

"ბოდიშს ვუხდი ყველას, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა, უდიდესი მადლობა მერიას და დიდება უფალს" - რას ამბობს მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ

"პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა", - ამის შესახებ "ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი, დანარჩენზე კი სარემონტო სამუშაოები მიდის.

"ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი დასრულდება. 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი და დანარჩენი სარემონტო ობიექტებზე მიდის დამამთავრებელი სამუშაოები. მთავარია, რომ თვითონ ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის ამ საქმის დასრულების გარანტორი.

ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს, საპროცესო გაფორმდა "მიონის“ ობიექტზე. "მიონის“ ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. გრაფიკიც აქვთ მშენებლობის და აქედან გამომდინარე, ისინი ადევნებენ თვალყურს პროექტის დასრულებას“,- განაცხადა რჩეულიშვილმა.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.